თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: არარაჲ საკჳრველ არს ესევითართა გულისსიტყუათა მოგონებაჲ, რომელნიეგე ქუეყანისაგანნი ხართ და ყოვლითურთ ჴორც, და არარაჲ იპოვების თქუენ თანა სულიერი, არამედ მე არარაჲ ვქმნა ესევითარი, რამეთუ ზეცით ვარ.
22. იტყოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი: ნუუკუე მოიკლავს თავსა თჳსსა, რამეთუ იტყჳს: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად?23. და ეტყოდა მათ იესუ: თქუენ ქუეყანისაგანნი ხართ, ხოლო მე ზეცისაგანი ვარ; თქუენ ამის სოფლისაგანნი ხართ, ხოლო მე არა ამის სოფლისაგანი ვარ.24. გარქუ თქუენ, ვითარმედ მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა; უკუეთუ არა გრწმენეს ჩემი, რამეთუ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 8