მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნგ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამათ სიტყუათა ეტყოდა იესუ ფასისსაცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა მას შინა. და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არა მოწევნულ იყო ჟამი მისი“ (8,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უგუნურებაჲ იგი ჰურიათაჲ! უწინარჱს პასექისა ეძიებდეს მას და მერმე შემდგომად პასექისა პოვეს იგი; და ინებეს მრავალგზის შეპყრობაჲ მისი თავთა თჳსთა მიერცა და სხუათაცა მიერ, და ვერ შეუძლეს; და არავე დაუკჳრდა ძალი მისი, არამედ მარადის შესძინებდეს უკეთურებასა მათსა და არა დასცხრებოდეს. და რაჲთა სცნა, ვითარმედ მარადის ებრძოდეს, ისმინე მახარებელისაჲ, რასა იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამათ სიტყუათა ეტყოდა იესუ ფასისსაცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა მას შინა. და არავინ შეიპყრა იგი“ (8,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ტაძარსა შინა იტყოდა და წესითა მოძღურისაჲთა, რომელი უფროჲს შემძლებელ იყო მათა განმწარებად, და ეტყოდა სიტყუათა, რომელთა ზედა იგინი განრისხნებოდეს, რაჟამს-იგი უჩუენებდა, ვითარმედ სწორ არს იგი მამისა თანა, რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: „ორთა კაცთა წამებაჲ ჭეშმარიტ არს“,1 ამას მოასწავებს, არამედ ამას ყოველსა იტყოდა ფასისსაცავსა მას თანა ტაძარსა შინა და სახითა მო-ძღურისაჲთა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“ (8,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ არა იყო ჟამი მარჯუჱ, რომელსა შინა ინება მან ჯუარ-ცუმაჲ. და ამისგან საცნაურ არს, ვითარმედ ვინაჲთგან ოდეს მან არა ინება, ვერ უძლეს შეპყრობად მისა, და რაჟამსიგი შეიპყრეს, იგიცა სადამე არა მათისა ძალისაგან იყო, არამედ მისისა განგებულებისა საქმე იყო, რამეთუ მათ პირველითგანვე უნდა, გარნა ვერ შეუძლეს, და მაშინცამცა ვერ შემძლებელ იქმნნეს, უკუეთუმცა არა მას თავადსა შეენდო.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მათ კუალადცა იესუ: მე წარვალ, და მეძიებდეთ მე“ (8,21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს უკუე ეტყჳს მათ ზედაჲსზედა ესრეთ სიტყუასა ამას? გარნა ამისთჳს, რაჲთამცა შეაშინნა იგინი და შეაძრწუნნა. რამეთუ იხილე, თუ რაზომსა შიშსა მოაწევს სიტყუაჲ ესე მათ ზედა, რამეთუ რომელნი-იგი ისწრაფდეს მოკლვად მისა, რაჲთამცა განერნეს, იგინი ეძიებენ, თუ სადა წარვალს, ესრეთ დიდად შეერაცხა საქმჱ იგი. და კუალად სხჳსაცა საქმისა ენება სწავლად მათა, ვითარმედ არა მათისა

1 იოან. 8,17; შდრ. 2 სჯ. 19,15; მათ. 18,16; 2 კორ. 13,1; ებრ. 10,28.

მძლავრებისაგან არს საქმჱ იგი, არამედ მის მიერ არს პირველითგანვე განგებული, და კუალად აღდგომაჲცა წინაჲსწარ მოასწავა ამათ სიტყუა-თა მიერ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეტყოდეს ჰურიანი იგი ურთიერთას: ნუუკუე მოიკლავს თავსა თჳსსა?“ (8,22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო უფალსა ენება, რაჲთამცა იჭჳ იგი მათი განაქარვა და უჩუენამცა, ვითარ ბოროტ არს საქმჱ იგი. ამისთჳს ეტყოდა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ ქუეყანისაგანნი ხართ“ (8,23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: არარაჲ საკჳრველ არს ესევითართა გულისსიტყუათა მოგონებაჲ, რომელნიეგე ქუეყანისაგანნი ხართ და ყოვლითურთ ჴორც, და არარაჲ იპოვების თქუენ თანა სულიერი, არამედ მე არარაჲ ვქმნა ესევითარი, რამეთუ ზეცით ვარ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ ამის სოფლისაგანნი ხართ“ (8,23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არამედ სიტყჳთა ამით ჴორციელთა გულისსიტყუათა მოასწავებს, რამეთუ ამისგან საცნაურ არს, ვითარმედ რომელ თქუა, თუ: „მე არა ამის სოფლისაგანი ვარ“ (18,23), არა თუ ამისთჳს იტყჳს, თუ: არა სრულიად ყოვლითურთ კაც ვიქმენ, არამედ გულისსიტყუათათჳს იტყჳს კაცობრივთა, და ვითარმედ შორს ვარო ესევითარისა ამის უკეთურებისაგან, რომელი თქუენ გაქუს; რამეთუ მოციქულთა ჰრქუა, ვითარმედ: „არა ხართ ამის სოფლისაგანნი“,1 არამედ იგინი ჴორციელ იყვნეს; ვი-თარცა-იგი პავლეცა იტყჳს, ვითარმედ: „არა ხართ ჴორციელ“,2 და არა თუ ამისთჳს თქუა, რომელ უჴორცო იყვნეს. ეგრეთვე რაჟამს მოწაფე-თა ჰრქუა, თუ: „არა ხართ სოფლისაგან“, არა თუ სხუასა რას, არამედ უცხოებასა სოფლისა საქმეთასა ეწამების მათ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარქუ თქუენ: უკუეთუ არა გრწმენეს, ვითარმედ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა“ (8,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო უკუეთუ ამისთჳს მოვიდა იგი, რაჲთა ცოდვანი სოფლისანი აღიხუნეს, ხოლო ესე საქმჱ თჳნიერ საბანელისა მის ნათლის-ღებისა არა იქმნების, საცნაურ არს, ვითარმედ რომელი ურწმუნო იყოს, იგი ძუელისა მის კაცისა სამოსლითა შემოსილი წარსლვად არს, რამეთუ რომელმან არა ინებოს მოკუდინებაჲ თავისა თჳსისაჲ სარწმუნოებისათჳს ღმრთისა და დაფლვაჲ სრულიად ძუელისა მის კაცისაჲ, იგი მოკუდეს მის თანა და წარვიდეს მას საუკუნესა მიღებად საშჯელისა ცოდვათა თჳსთა. ამისთჳს იტყოდა უფალი, ვითარმედ: „რომელსა არა ჰრწმენეს, იგი აწვე დაშჯილ არს“,3 არა ამისთჳს ოდენ, რომელ არა ჰრწმენა, არამედ ამისთჳსცა, რამეთუ წარვალს ტჳრთითა მით პირველთა ცოდვათა თჳსთაჲთა.

1 იოან. 15,19. 2 შდრ. რომ. 8,9. 3 იოან. 3,18.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეტყოდეს მას: და შენ ვინ ხარ?“ (8,25).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ სიბრმჱ და უგულისხმოებაჲ! შემდგომად ესეოდენისა ჟამისა და ესეოდენთა სასწაულთა და სწავლათა ჰკითხვენ: „შენ ვინ ხარ?“ ხოლო იხილე, რაჲ მიუგო უფალმან:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველად, რამეთუ გეტყჳ თქუენ“ (8,25).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: ესეცა, რომელ ღირს იქმნებით სიტყუათა ჩემთა სმენად, დიდ არს, არა თუმცა სცანთ, თუ ვინ ვარ, რამეთუ თქუენ ყოველსავე გამოცდით იტყჳთ და არაოდეს ისმენთ სიტყუათა ჩემთა წრფელად, და ძალ-მედვა ამის ყოვლისა მხილებაჲ. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მრავალი მაქუს თქუენდა სიტყუად და განკითხვად“ (8,26), ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ მხილებად ოდენ, არამედ ტანჯვადცა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ რომელმან მომავლინა მე“ (8,26), ესე არს მამაჲ, მას არა ესე ჰნებავს. „რამეთუ არა მოვედ შჯად სოფლისა, არამედ ცხოვნებად სოფლისა“ (12,47), ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „არა მოავლინა უფალმან ძჱ თჳსი, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა აცხოვნოს სოფელი“ (3,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აწ უკუეთუ ამისთჳს მოუვლენიე მე, ჭეშმარიტად და სამართლად არავის ვშჯი მე აწ, არამედ ოდენ სიტყუათა ამათ ცხორებისათა ვიტყჳ და არა მხილებისათა.

ხოლო ამათ სიტყუათა ამისთჳს ეტყოდა, რაჲთა არა თქუან, თუ: უძლურებისაგან ვერ შემძლებელ არს ჩუენთა ამათ შეურაცხებათა ნაცვალისა მოგებად, ანუ არა იცნის გონებანი ჩუენნი და კიცხევანი ესე და გამოცდანი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ცნეს, რამეთუ მამასა თჳსსა უთხრობდა მათ“ (8,27).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უგულისხმოებაჲ ესე! არა დასცხრა იგი სიტყუად მათა მამისათჳს, და ჯერეთ არა იცოდეს. ხოლო ვინაჲთგან ესეოდენნი სასწაულნი და ნიშებნი უჩუენნა და ესეზომად ასწავა და ვერ მოაქცინა კეთილისა მომართ, ამისთჳს ამიერითგან ჯუარ-ცუმისათჳს იწყებს სიტყუად და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ოდეს აღამაღლოთ ძჱ კაცისაჲ, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არარას ვიტყჳ, არამედ ვითარცა მასწავა მამამან, მასცა ვიტყჳ. და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს და არა დამიტევა მე მარტოჲ“ (8,28-29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: უჩუენებს, ვითარმედ სამართლად ეტყოდა მათ, თუ: „პირველად, რამეთუ გეტყჳ თქუენ“. ესრეთ არა ისმენდეს თქუმულთა მათ. „ოდეს აღამაღლოთ ძჱ კაცისაჲ“, არა ჰგონებთა, ვითარმედ მაშინ განმეშორნეთ ჩემგან და მომკლათ მე? არამედ მე გეტყჳ, ვითარმედ: „მაშინ სცნათ უფროჲს, ვითარმედ მე ვარ“, სასწაულთა მათთჳს და აღდგომისათჳს და წარტყუენვისათჳს ქალაქისა ამის; რამეთუ ესე ყოველი კმა იყო გამოჩინებად ძალისა მისისა. და არა თქუა, თუ: მაშინ სცნათ, ვინ ვარ, არამედ: „მაშინ სცნათ, ვითარმედ მე ვარ“, ესე იგი არს, ვითარმედ: რაჟამს მიხილოთ, ვითარმედ სიკუდილისაგან არაჲ მევნო, მაშინ სცნათ, ვითარმედ მე ვარ ქრისტე, ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, რომელსა ყოველივე მიპყრიეს, და რომელი-ესე არა წინააღმდგომ ვარ მამისა. და ამისთჳსცა შესძინა და თქუა, ვითარმედ: „თავით ჩემით არა ვიტყჳ“, ესე იგი არს, ვითარმედ: ორივე სცნათ, ძალიცა ჩემი და ერთობაჲცა ესე ჩემი, რომელი მაქუს მამისა მიმართ. რამეთუ სიტყუაჲ ესე განუყოფელობასა მისსა მოასწავებს, რომელ-ესე თქუა, ვითარმედ: „თავით ჩემით არა ვიტყჳ არარას“, რამეთუ არარას იტყჳს გარეშე ზრახვათა მათ მამისათა. რამეთუ რაჟამს დაეცნეთ მსახურებისაგან, რაჟამს არა შეგენდოს თქუენ, რაჲთამცა ჰმონებდით მას კეთილად, ვითარცა ამისა პირველ, მაშინ სცნათ, ვითარმედ ჩემთჳს ეძიებს შურსა და მისგან გიყოფს, და რამეთუ განრისხებულ არს იგი ყოველთა ზედა, რომელთა ჩემი არა ისმინონ. ვი-თარმცა იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუმცა უცხოჲ ვიყავ მისგან და წინააღმდგომი მისი, რადმცა მოაწია ჩემთჳს თქუენ ზედა ესეოდენი რისხვაჲ? ეგრეთვე ესაიაცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „მივსცნე უკეთურნი დაფლვისა წილ მისისა“;1 და დავით იტყჳს, ვითარმედ: „მა-შინ ეტყოდის მათ რისხვითა მისითა“;2 და თავადი იტყოდა: „აჰა ესერა დაუტევნეთ სახლნი თქუენნი ოჴრად“.3 და იგავნიცა იგი მისნი ამასვე მოასწავებენ, რომელ-იგი ეტყოდა, ვითარმედ: „რაჲ უყოს მუშაკთა მათ უფალმან მან მის ვენაჴისამან? რამეთუ ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს“.4 ჰხედავა, რამეთუ ყოველსა ადგილსა ამათ სიტყუათა ეტყოდა, რომელ არღა ჰრწმენა მისი? თუ არა, უკუეთუ თჳთ ეგულების წარწყმედაჲ მათი, ვითარცა ეგულებისცა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მომგუარენით აქა, რომელთა არა ენება მეუფებაჲ ჩემი მათ ზედა, და მოსწყჳდენით წინაშე ჩემსა“.5 და ვინაჲთგან თჳთ არს ჴელმწიფჱ წარწყმედასა ზედა მათსა, რაჲსათჳს არა თავისა თჳსისა საქმედ უწესს ამას, არამედ მამისა? საცნაურ არს უკუე, ვითარმედ მათისა უძლურებისათჳს, რამე-თუ ვერ ძალ-ედვა გულისხმის-ყოფად ყოვლისავე, და კუალად, რამეთუ პატივ-სცემდა მამასა. რამეთუ ვინაჲთგან ყოველთა მათ კეთილთა ჩემთა ზედა არა ინებეთ გულისხმის-ყოფად მოსლვაჲ, ამისთჳს, რაჟამს-იგი იტანჯებოდით, მაშინ სცნათ, ვინ ვარ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ჩემ თანა არს მამაჲ“ (8,29).

1 ესაია 53,9. 2 ფსალმ. 2,5. 3 მათ. 23,38; ლუკ. 13,35. 4 შდრ. მათ. 21,40-41; მარკ. 12,9; ლუკ. 20,15-16. 5 ლუკ. 19,27.

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, ვითარმედ: „მომავლინა მე“, უდარჱსობისათჳს მისისა თქუა, ამის-თჳს იტყჳს, ვითარმედ: „ჩემ თანა არს“, რამეთუ ერთი იგი განგებულებისა მისისაჲ არს და მეორჱ - ღმრთეებისაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა დამიტევა მე მარტოჲ, რამეთუ მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის“ (8,29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სიტყუაჲ თჳსი უმდაბლჱსისა სახისა მომართ მოიყვანა და წინააღუდგების ამით სიტყუასა მას მათსა, რომელსა იტყოდეს, ვითარმედ: „შაბათსა არა იმარხავს“.1 ამისთჳს იტყჳს, ვი-თარმედ: „სათნოებასა მისსა ვიქმ“, რაჲთამცა უჩუენნა, ვითარმედ და-ჴსნაჲ შაბათისაჲ სათნო არს მამისა. ეგრეთვე უკუე ჯუარ-ცუმისა მისისა ჟამსა იტყოდა, ვითარმედ: „ჰგონებთ, თუ ვერ ძალ-მიცა ვედრებად მამისა ჩემისა?“2 რომელმან-იგი ოდენ ჰრქუა, ვითარმედ: „ვის ეძიებთ?“ და დასცნა იგინი ქუეყანასა ზედა.3 ხოლო თუ იტყოდი შენ, ვითარმედ: და რად არა თქუა, თუ: ჰგონებთ, ვითარმედ არა ძალ-მიცა წარწყმედად თქუენდა? არამედ გულისხმა-ყავ, ვითარმედ მან საქმჱ ესე საქმით ქმნა, ხოლო სიტყჳთ დაიდუმა უძლურებისა მისთჳს მათისა ფრიადისა, რამეთუ მარადის ესე იყო მოსწრაფებაჲ მისი, რაჲთამცა გულსავსე-ყვნა, ვითარმედ არა წინააღმდგომი არს მამისაჲ, არცა რას იქმს გარეგანსა მისისა ნებისა, და ამისთჳს აქა კაცობრივსა მას სიტყუასა იტყჳს. ხოლო ვითარცა თქუა, თუ: „არა დამიტევა მე მარტოჲ“, მითვე სახითა თქუა შემდგომიცა იგი სიტყუაჲ, ვითარმედ: „მე სათნოებათა მისთა ვიქმ მარადის“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას რაჲ იტყოდა იგი, მრავალთა ჰრწმენა მისი“ (8,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს ესრეთ სიმდაბლისა კერძო მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი, მაშინ მრავალთა ჰრწმენა მისი. და შენ ჯერეთ მკითხავ, თუ: რაჲსათჳს ესრეთ სიმდაბლით იტყოდა? რამეთუ ესე ცხადად გამოაცხადა მახარებელმან და თქუა, ვითარმედ: „ამას რაჲ იტყოდა იგი, მრავალთა ჰრწმენა მისი“. ვითარმცა ღაღადებდა განცხადებულად ღმრთისმეტყუელი, ვითარმედ: ნუ შეშფოთნები შენ, ჵ კაცო, რომელსა ესე სიტყუანი გესმოდიან, უკუეთუ რაჲმე მდაბალი გესმეს; რამე-თუ რომელთა-იგი ეგეოდენისა მის სწავლისა მიერ არა ჰრწმენეს, თუ ჭეშმარიტად მამისა მიერ არს, ამისთჳს სიმდაბლისა სახითა ეტყოდა, რაჲ-თა დაირწმუნონ. და კუალად ესე შემდგომთა მათცა სიტყუათათჳს თქუა, რომელთა ეგულების თქუმად, რომელნი-იგი თქუნა უფალმან სიმდაბლისა სახითა. რამეთუ ირწმუნეს მათ, არამედ არა ირწმუნეს, ვითარცა

1 იოან. 9,16. 2 მათ. 26,53. 3 შდრ. იოან. 18,4,6.

ჯერ-იყო, არამედ ოდენ მცირედ რაჲმე განისუენეს სიმდაბლესა მას ზედა სიტყუათა მისთასა. რამეთუ გამოაჩინებს მახარებელი შემდგომთა ამათ სიტყუათა მიერ, რომელთა ეტყოდეს მას გინებით, ვითარმედ არა ერწმუნა ჯეროვნად; და ვითარმედ ესენი არიან, რომელთა შემდგომად ამისა კუალად აგინეს მას, რომელთა-იგი აწ ჰრწმენა, საცნაურ არს მისგან, რომელსა-იგი იტყჳს მახარებელი, ვითარმედ შემდგომად ამისა

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა იესუ მორწმუნეთა მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა“ (8,31).

თ ა რ გ მ ა ნ ი: გამოაჩინებს, ვითარმედ არა შეიწყნარეს მათ სიტყუაჲ მისი, არამედ ოდენ ისმენდეს სიტყუათა მათ. ამისთჳსცა უმტკივანესად ჰრქუა, რამეთუ მუნ თქუა ესრეთ ლიტონად, ვითარმედ: „მეძიებდეთ მე“, ხოლო აწ უმეტესი შესძინა და თქუა, ვითარმედ: „ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ“, და თუ ვითარ, უჩუენებს მათ, რამეთუ: „ვერ ძალგიც მოსლვად მუნ და ვედრებად ჩემდა“.1

სწავლაჲ ნგ: ვითარმედ ჯერ-არს წიგნის კითხვასა შინა და ეკლესიასა მოსწრაფებაჲ

ხოლო უკუეთუ ესრეთ გამოვეძიებდეთ წერილთა, გამოწულილვით და არა ლიტონად, შეუძლოთ პოვნად ცხორებაჲ სულთა ჩუენთაჲ; უკუეთუ მარადის ვისმენდეთ სიტყუათა წერილისათა, ესრეთ მოვიგოთ სიმტკიცეცა მართლისა სარწმუნოებისაჲ და ცხორებაჲ კეთილი. დაღაცათუ ვინ ფრიად ფიცხელ იყოს და მოუდრეკელ და არარას ნაყოფსა გამოიღებდეს სხუათა მათ ჟამთა, არამედ ჟამსა მას წიგნთა საღმრთოთა სმენისასა უეჭუელად გამოიღოს ნაყოფი და მოიღოს სარგებელი რაჲმე სულისაჲ, რომელმანმე - ფრიად, და რომელმანმე - მცირედ, გარნა ყოველნივე მიიღებენ. რამეთუ უკუეთუ ვინ სულნელთა სავაჭრო-თა თანაწარჰჴდებოდის ანუ ჯდეს მახლობელად მისა, უნდეს თუ არა, იყნოსებს იგი ესევითართა მათ სულნელთაგან, არა უფროჲსად მიიღოსა სულნელებისა სულიერისა ყნოსაჲ, რომელი ეკლესიას მივიდოდის? რამე-თუ ვითარცა უდბებისაგან უდბებაჲ იშვების, ეგრეთვე მოსწრაფებისაგან - მოსწრაფებაჲ.

ამისთჳს უკუე გეტყჳ: დაღაცათუ ბევრეულითა ბოროტითა სავსე იყო და არაწმიდა, ნუ ივლტი ეკლესიად მისლვისაგან. ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: რაჲ სარგებელ არს მისლვაჲ მუნ და სმენაჲ სიტყუათა წერილისათა, უკუეთუ ვიქმოდი არას სიტყუათა მათგან?

1 შდრ. იოან. 7,34; 8,21; 13,33.

არამედ მე ვიტყჳ, ვითარმედ არამცირედი სარგებელი არს ბრალობაჲ თავისა თჳსისაჲ, არა უჴმარი არს ესე შიში, არა უსარგებლოჲ არს ესე ძრწოლაჲ, უკუეთუ ოდენ ისმენდე სიტყუათა მათ წერილისათა და სულთითქუმიდე და აბრალებდე თავსა შენსა და იტყოდი, ვითარმედ: ვითარ ესერა მარადის მესმიან სიტყუანი ღმრთისანი და არაოდეს ვიქმ მათ?! და რაჟამს ესევითარითა გულისსიტყჳთა იყოფოდი, უწყოდე, ვითარმედ ოდესმე ქმნასაცა საღმრთოთა სიტყუათასა მოსლვად ხარ, რამეთუ არა შესაძლებელ არს, თუმცა კაცი ღმერთსა ჰზრახვიდა და ღმრთისა მიერმცა თქუმულთა სიტყუათა ისმენდა და არამცა ერგო. რამეთუ რაჟამს წიგნსა ჴელთა ოდენ აღვიღებდეთ, მუნქუესვე განვეკრძალვით და ჴელთა დავიბანთ. ჰხედავა, რაოდენი კრძალულებაჲ იქმნების წიგნის კითხვითა? ხოლო უკუეთუ უღრმესადრე ვინებოთ სიტყუათა მათ გულისხმის-ყოფაჲ, ფრიადი სარგებელი მოვიღოთ, რამეთუ უკუეთუმცა სულსაცა არაკრძალულებად მოიყვანებდა, არამცა დავიბანდით ჴელთა. და დედაკაცი უკუეთუ თავუბურავი იყოს, მეყსეულად დაიბურავს თავსა, ეგულებოდის რაჲ მიღებაჲ წიგნისაჲ ჴელად, და მამაკაცი უკუეთუ თავდაბურვილი იყოს, მოიჴდის საბურველსა და განიშიშულებს თავსა. ჰხედავა, ვითარ ქადაგ იქმნების შინაგანისა მის კრძალულებისა გარეგანი იგი სახჱ? და მერმე, და-რაჲ-ჯდის სმენად ანუ კითხვად, მრავალგზის სულთ-ითქუნის და აბრალის ამაოსა ამას ცხორებასა.

ვისმენდეთ უკუე სიტყუათა წერილისათა, ჵ საყუარელნო, დაღაცა-თუ სხჳსა წიგნისა მიმართ განვგრილდეთ, არამედ სახარებასა ვისმენდეთ და ზედაჲსზედა ვიკითხვიდეთ მას, რამეთუ მეყსეულად გან-რაჲ-აღო წიგნი, იხილო მუნ შინა სახელი ქრისტესი დაწერილი და გესმეს, მეყსეულად იტყოდის რაჲ, ვითარმედ: „იესუ ქრისტჱს შობაჲ ესრეთ იყო: რამეთუ თხოვილ იყო დედაჲ მისი მარიამ, და იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა“.1 და რომელსა ესე ესმეს, არა სურვიელ იქმნესა ქალწულებისათჳს მეყსეულად და დაუკჳრდეს შობაჲ იგი მაღალი და აღმაღლდეს ქუეყანისაგან? და არა მცირედ არიან ესე ყოველნი საქმენი, რაჟამს იხილო, ვითარ სული წმიდაჲ მოვიდა ქალწულსა ზედა, და ვი-თარ ანგელოზი ეტყოდა მას; და ესე სცნა ყოველივე მცირედითა ოდენ შთახედვითა. უკუეთუ აღმოიკითხო ყოველივე ვიდრე აღსასრულადმდე, მაშინ შეურაცხ-ჰყო ყოველივე ამაოჲსა ამის სოფლისა საქმჱ, ყოველი სოფელი განჰკიცხო; უკუეთუ მდიდარ იყო, არად შეჰრაცხო სიმდიდრჱ იგი, გესმეს რაჲ, ვითარმედ რომელი-იგი ხუროჲსა და გლახაკისა სახლსა შინა იყო, დედა უფლისა და მეუფისა შენისა და ყოველთა დაბადებულ-თაჲსა იქმნა. და უკუეთუ გლახაკი იყო, არავე გრცხუენეს სიგლახაკისა

1 მათ. 1,18.

მისთჳს შენისა, სცნა რაჲ, ვითარმედ უნდოსა მას საყოფელსა შინა არა სირცხჳლ-იჩინა ყოფად შემოქმედმან მან ყოველთამან. ამას ყოველსა რაჲ იგონებდე, არა ანგაჰარ იქმნე, არცა მტაცებელ, არცა მომხუე-ჭელ მეორისა მონაგებთა, არამედ უფროჲსად შეიყუარო სიგლახაკჱ და შეურაცხ-ჰყო სიმდიდრჱ. ხოლო რაჟამს ესე ყოველი წარჰმართო, მაშინ ყოველნივე ბოროტნი წარიოტნე. კუალად, რაჟამს იხილო იგი ბაგასა შინა მწოლარჱ, არღარა ინებო ოქროჲთა და ვეცხლითა შვილთა შენთა შემკობად და განერე ანგაჰრებათა მათ, რომელნი ამის საქმისათჳს მოიწევიან შენ ზედა. ფრიადი სხუაჲცა იპოვოს სარგებელი, რომელსა ვერ ძალ-მიც აწ თითოეულად თქუმად, არამედ ცნან, რომელნი გამოიცადნენ მას შინა.

ამისთჳს უკუე გევედრები, რაჲთა მოვიგებდეთ წიგნთა და მათგან გულისხმის-ყოფასაცა, რაჲთა გულისხმა-ვჰყოფდეთ სიტყუათა მათ და დავსწერდეთ მათ გონებათა შინა ჩუენთა, რამეთუ ჯერ-არს გულთა შინა ჩუენთა დამტკიცებად სიტყუათა მათ, რაჲთა შეუძლოთ ესრეთ ცხორებისა ამის ჩუენისა წმიდა-ყოფად და ღირს ვიქმნნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.