მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 8:29

28. მერმე ჰრქუა მათ იესუ: ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაჲ, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არას ვიქმ, არამედ ვითარცა მასწავა მე მამამან, მასცა ვიტყჳ.29. და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს; არა დამიტევა მე მარტოჲ მამამან, რამეთუ მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის.30. ამას რაჲ იტყოდა, ჰრწმენა მრავალთა მისი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 8
29. და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს; არა დამიტევა მე მარტოჲ მამამან, რამეთუ მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ოდეს აღამაღლოთ ძჱ კაცისაჲ, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არარას ვიტყჳ, არამედ ვითარცა მასწავა მამამან, მასცა ვიტყჳ. და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს და არა დამიტევა მე მარტოჲ“ (8,28-29).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: უჩუენებს, ვითარმედ სამართლად ეტყოდა მათ, თუ: „პირველად, რამეთუ გეტყჳ თქუენ“. ესრეთ არა ისმენდეს თქუმულთა მათ. „ოდეს აღამაღლოთ ძჱ კაცისაჲ“, არა ჰგონებთა, ვითარმედ მაშინ განმეშორნეთ ჩემგან და მომკლათ მე? არამედ მე გეტყჳ, ვითარმედ: „მაშინ სცნათ უფროჲს, ვითარმედ მე ვარ“, სასწაულთა მათთჳს და აღდგომისათჳს და წარტყუენვისათჳს ქალაქისა ამის; რამეთუ ესე ყოველი კმა იყო გამოჩინებად ძალისა მისისა. და არა თქუა, თუ: მაშინ სცნათ, ვინ ვარ, არამედ: „მაშინ სცნათ, ვითარმედ მე ვარ“, ესე იგი არს, ვითარმედ: რაჟამს მიხილოთ, ვითარმედ სიკუდილისაგან არაჲ მევნო, მაშინ სცნათ, ვითარმედ მე ვარ ქრისტე, ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, რომელსა ყოველივე მიპყრიეს, და რომელი-ესე არა წინააღმდგომ ვარ მამისა. და ამისთჳსცა შესძინა და თქუა, ვითარმედ: „თავით ჩემით არა ვიტყჳ“, ესე იგი არს, ვითარმედ: ორივე სცნათ, ძალიცა ჩემი და ერთობაჲცა ესე ჩემი, რომელი მაქუს მამისა მიმართ. რამეთუ სიტყუაჲ ესე განუყოფელობასა მისსა მოასწავებს, რომელ-ესე თქუა, ვითარმედ: „თავით ჩემით არა ვიტყჳ არარას“, რამეთუ არარას იტყჳს გარეშე ზრახვათა მათ მამისათა. რამეთუ რაჟამს დაეცნეთ მსახურებისაგან,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის