თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოთმინებაჲ გჳჴმს ჩუენ, საყუარელნო, ხოლო მოთმინებაჲ მაშინ იქმნების, რაჟამს სწავლანი იგი საღმრთონი ძირმტკიცედ დანერგულ იყვნენ გონებათა შინა ჩუენთა. და ვითარცა ხესა დიდსა, მაგრიად განმტკიცებულსა ძირითა თჳსითა, არცა ერთი ქარი შემძლებელ არს აღმოფხურად, ეგრეთვე სულსა შემშჭუალულსა შიშსა ღმრთისასა ვერარაჲ შემძლებელ არს მიდრეკად, რამეთუ ძირთა დაბმისა შემშჭუალვაჲ უმტკიცეს არს. ამისთჳსცა ილოცვიდა წინაჲსწარმეტყუელი და იტყოდა: „შეჰმშჭუალენ შიშსა შენსა ჴორცნი ჩემნი“. ეგრეთვე უკუე შენცა შეჰმშჭუალენ, ვითარცა სამშჭუალითა დამშჭუალული. რამეთუ ვითარცა შემშჭუალული შიშსა ღმრთისასა მიუდრეკელ არს, ეგრეთვე შეუმშჭუალველი ადრე წარსატაცებელ არს და ადვილად, ვითარცა-იგი იყვნეს ჰურიანი, რამეთუ ესმა რაჲ და ჰრწმენა სიტყუათა უფლისათაჲ, კუალად ურწმუნო იქმნნეს, ხოლო ქრისტესა ენება, რაჲთამცა დაამტკიცა სარწმუნოებაჲ მათ შორის, რაჲთამცა არა უძლურ იყო და არარა. ამისთჳსცა ჴელ-ჰყოფს უმტკივნესითა სიტყჳთა სულთა მათ მათთა სარწმუნოებასა ზედა დამტკიცებად. და უკუეთუმცა მორწმუნენი იყვნეს ჭეშმარიტნი,...
სახარებაჲ იოვანესი 8:32
31. და ეტყოდა იესუ მორწმუნეთა მათ მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ.32. და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ.33. მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: ჩუენ ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ და არასადა ვის ვჰმონებდით; ვითარ-ეგე შენ იტყჳ, ვითარმედ: განსთავისუფლდეთ?
სახარებაჲ იოვანესი თავი 8