მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 8:36

35. და მონამან არა დაიმკჳდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან დაიმკჳდროს უკუნისამდე.36. უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ.37. უწყი, რამეთუ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ, არამედ მეძიებთ მე მოკლვად, რამეთუ სიტყუაჲ ჩემი ვერ დაეტევის თქუენ შორის.
სახარებაჲ იოვანესი თავი 8
36. უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს თქუენ“ (8,36).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ერთობასა ამას მისსა და მამისასა ვითარ გამოაჩინებს? ვითარმედ იგივე ჴელმწიფებაჲ აქუს მას, ვითარი აქუს მამასა, და ესე იგი არს, ვითარმედ: „უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს თქუენ“, არღარავინ იყოს, რომელმანმცა სიტყუაჲ გიგო, არამედ გაქუნდეს მტკიცედ თავისუფლებაჲ იგი, რამეთუ „უკუეთუ ღმერთი არს განმამართლებელ, ვინ არს დამშჯელო?“ ხოლო უჩუენებს აქა, ვი-თარმედ ძალ-უც ცოდვისაგან განწმედაჲ მათი და განთავისუფლებაჲ, და ვითარმედ უზეშთაეს არს ესე თავისუფლებაჲ, ვიდრეღა ჴორციელი, რამეთუ ჴორციელსა თავისუფლებასა კაცნიცა მისცემენ, ხოლო ესე მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს. და ამისთჳს ასწავლის, რაჲთა არა ჴორციელისა მონებისათჳს ჰრცხუენოდის მათ, არამედ უფროჲსად მონებისათჳს ცოდვათაჲსა სირცხჳლეულ იყვნენ, და რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ უკუეთუ მონებისაგან ცოდვათაჲსა განთავისუფლდენ, არღარა მონა არიან, და გულისხმა-უყოფდა, ვითარმედ ჯერეთ მონებასა შინა არიან, სიტყჳთა მით, რომელ თქუა, ვითარმედ: „თავისუფალ იყვნეთ“ (8,36), რამეთუ მოასწავებს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ იგი თავისუფლებაჲ, რომელი აქუს, არა ჭეშმარიტი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის