თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას ადგილსა ზედაჲსზედა აჴსენებს მკლველობისმოყუარესა მას ნებასა მათსა, და აბრაჰამსცა აჴსენებს, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ შორს არიან ნათესავობისაგან მისისა, და რაჲთამცა ამაოჲ იგი სიქადული მათი აღმოჰფხურა და დაარწმუნა, რაჲთამცა არ-ღარა აქუნდა სასოებაჲ ცხორებისაჲ ჴორციელისა ნათესავობისა მისისა მიმართ, არამედ საქმითა ნათესავობასა ეძიებდენ; რამეთუ ესე საქმჱ იყო, რომელი აყენებდა მათ მოსლვად ქრისტესა, რომელ-იგი ჰგონებდეს, ვითარმედ აბრაჰამის ნათესავობაჲ ოდენ კმა არს მათდა საცხორებელად. ხოლო რომელსა ჭეშმარიტებასა იტყჳს აქა, ვითარმედ: „მეძიებთ მე მოკლვად, კაცსა, რომელი ჭეშმარიტებასა გეტყოდე თქუენ, რომელი მესმა მამისაგან“ (8,40)? ესე არს უკუე ჭეშმარიტებაჲ, რომლისათჳს ეძიებდეს მას მოკლვად, რომელი იტყოდა, ვითარმედ: სწორ ვარ მამისა თანა, და ამისთჳს ეტყჳს აქა, ვითარმედ არა წინააღმდგომ არს სიტყუაჲ ესე მამისა, არამედ ნებაჲ არს მისი ამას ზედა.
სახარებაჲ იოვანესი 8:40
39. მიუგეს და ჰრქუეს მას: მამაჲ ჩუენი აბრაჰამი არს. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ.40. ხოლო აწ მეძიებთ მე მოკლვად, კაცსა, რომელი ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რომელი მესმა ღმრთისაგან. ესე აბრაჰამ არა ქმნა.41. ხოლო თქუენ იქმთ საქმესა მამისა თქუენისასა. ჰრქუეს მას: ჩუენ სიძვით არა შობილ ვართ, ერთი მამაჲ ვიცით – ღმერთი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 8