მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 8:55

54. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუ მე ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაჲ ჩემი არარაჲ არს; არამედ არს მამაჲ ჩემი, რომელი მადიდებს მე, რომელი თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ღმერთი ჩუენი არს იგი.55. და არა იცით იგი, ხოლო მე ვიცი იგი. და უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ: არა ვიცი იგი, ვიყო მეცა მსგავს თქუენდა მტყუვარ, არამედ ვიცი იგი და სიტყუასა მისსა ვიმარხავ.56. აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 8
55. და არა იცით იგი, ხოლო მე ვიცი იგი. და უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ: არა ვიცი იგი, ვიყო მეცა მსგავს თქუენდა მტყუვარ, არამედ ვიცი იგი და სიტყუასა მისსა ვიმარხავ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნე
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შენ, და ეშმაკი არს შენ თანა? მაშინ მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: ჩემ თანა ეშმაკი არა არს“ (8,48-49).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ურცხჳნო არს უკეთურებაჲ და ფიცხელ, და რაჟამს სირცხჳლი ჯერ-იყოს, მაშინ უმეტესად ურცხჳნო იქმნების, რომელი-იგი ჰურიათაცა ზედა მოიწია. რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა ლმობიერქმნილ იყვნეს და განკჳრვებულ სიტყუათა მათ ზედა და კადნიერებასა ზედა მისსა, ხოლო იგინი აგინებენცა და „სამარიტელ“ სახელ-სდებენ და „ეშმაკეულ“ და იტყჳან: „არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შენ, და ეშმაკი არს შენ თანა?“ რამეთუ რაჟამს მაღალი რაჲმე სიტყუაჲ ჰრქუას, სიცოფედ სახელ-სდებენ მას დაბრმობილნი იგი სრულიად, და-ღაცათუ არასადა უთქუამს მახარებელსა წინაჲსჯერ, თუ სამარიტელად ჰხადოდეს მას, არამედ სიტყჳსა ამისგან, რომელსა იტყჳან: „არა კეთილად ვთქუთა?“ ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ მრავალგზის უთქუამს მისდა „სამარიტელ“ და „ეშმაკეულ“. და ვინ-მე არს ეშმაკეული, რომელი ღმერთსა პატივ-სცემდეს, ანუ რომელი ღმრთისა პატივისმცემელსა შეურაცხ-ჰყოფდეს და აგინებდეს? ხოლო ისმინეთ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის