მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 9:15

14. მოიყვანეს იგი წინაშე ფარისეველთა, რომელი–იგი პირველად ბრმაჲ იყო.15. კუალად ჰკითხვიდეს მას ფარისეველნიცა იგი: ვითარ აღიხილენ? ხოლო მან ჰრქუა მათ: თიჴაჲ დამდვა თუალთა ჩემთა, და დავიბანე და აწ ვხედავ.16. იტყოდეს ვინმე ფარისეველთაგანნი: ესე კაცი არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს. სხუანი იტყოდეს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითარისა სასწაულისა საქმედ? და ცილობაჲ იყო მათ შორის.
სახარებაჲ იოვანესი თავი 9
15. კუალად ჰკითხვიდეს მას ფარისეველნიცა იგი: ვითარ აღიხილენ? ხოლო მან ჰრქუა მათ: თიჴაჲ დამდვა თუალთა ჩემთა, და დავიბანე და აწ ვხედავ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თიჴაჲ დამდვა თუალთა ჩემთა, და დავიბანე და აწ ვხედავ“ (9,15).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: საცნაურ არს, ვითარმედ პირველ ფრიადნი შესმენანი ეთქუნეს ჰურიათა ქრისტესთჳს, ვითარმედ: აჰა ესერა იესუ ესევითართა საქმეთა იქმს, რომელ შაბათსა თიჴასა სცხებს. ხოლო შენ იხილე, ვითარ არა შეშფოთნა, არცა შეძრწუნდა ბრმაჲ იგი, რამეთუ რაჟამს-იგი პირველ იტყოდა, არა ესრეთ საკჳრველ იყო, ხოლო რაჟამს-იგი ესევითარსა შიშსა მოიყვანეს, არცა წინააღმდგომი პირველთა სიტყუათაჲ თქუა, რამეთუ ჰურიათა მიიყვანეს იგი ფარისეველთა წინაშე, რაჲთამცა უარ-ყო, ხოლო მან უმეტესად ქადაგა. და ყოველსავე სასწაულსა ზედა ესე შეემთხუევის მათ, და ქუემორე უმეტესად გამოვაცხადოთ ესე. ხოლო იხილე ფარისეველთა საქმჱ, რამეთუ იტყოდეს ვინმე უფიცხლესრე:

მოძღვრება კვირიაკესა ზედა შობითგან ბრმისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

რისთვის კითხეს, ძმანო ჩემნო, უფალსა მოწაფეთა მისთა: ვინ სცოდა ამან ანუ მშობელთა ამისთა რამეთუ ბრმა იშვა? მისთვის რომელ ებრაელნი ფიქრობდენ, უკეთუ კაცი დაბრმავდა, ანუ სხვა რომელიმე უბედურება ანუ სნეულება დაემართა, ეს მოხდა უთუოდ მისთვის, რომელ ანუ მან სცოდა ანუ ეწია მას ცოდვა მშობელთა მისთა. მაშა-სადამე ჰაზრისამებრ ებრაელთასა ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. ახლაც ესრეთ ფიქრობს ყოველი, უბრალო დაბალი სოფლის კაცი.

რა უპასუხა მაცხოვარმან მოწაფეთა მისთა? თანახმა იყოა მაცხოვარი ამ ჰაზრისა, ესე იგი, ვითომც ყოველი კაცის სენი და უბედურება არის ნიშანი და შედეგი რომლისამე მისისა ცოდვისა? თუმცა მაცხოვარმან მოწაფეთა თვისთა აუხსნა, რომელ ის ბრმა განგებითა ღვთისათა იშვა ბრმად, რათა იდიდოს სახელი ღვთისა მისგან; გარნა ვიცით ჩვენ ნამდვილად სახარებისაგან, რომელ მაცხოვარიცა ესრედ ფიქრობდა და გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოც და თვრამეტის წლის განრღვეული, მდებარე სარეცელსა ზედა, მაშინ უთხრა მას: აჰა ცოცხალ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის