თ ა რ გ მ ა ნ ი: წერილთაჲ არა ჯერ-არს გარეწარად კითხვაჲ, არამედ ფრიადითა მოსწრაფებითა, რაჲთა არა ვსცთებოდით, რამეთუ აჰა ესერა აქაცა საკჳრველებად მიჩნს, თუ ვითარ, თქუეს რაჲ, თუ: „ესე არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს“, კუალად ჰკითხეს მას, ვი-თარმედ: „რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი?“ და არა იტყჳან, თუ: შენ რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ დაჰჴსნა შაბათი? რაჲ ვთქუათ უკუე აქა, რამეთუ განმართლებისა მისისა სიტყუაჲ შესმენისა წილ დადვეს? გარნა ამას ვიტყჳ, ვითარმედ: არა იგინი არიან, რომელთა ესე ჰკითხეს, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: „ესე არა ღმრთისაგან არს“, არამედ იგინი არიან, რომელთა თქუეს, ვითარმედ: „კაცი ცოდვილი ესევითართა სასწაულთა ქმნად ვერ შემძლებელ არს“. რამეთუ ენება მათი უმეტესად შერცხჳნებაჲ, და რაჲთა არავინ თქუას, თუ მას შესწევენ, ამისთჳს რომელი-იგი გამოცდილ იყო ძალსა მისსა, შორის შემოიყვანეს და ჰკითხეს. ხოლო იხილე გლახაკისა მის სიბრძნე, რამეთუ ყოველთასა უმჯობესად და...
სახარებაჲ იოვანესი 9:17
16. იტყოდეს ვინმე ფარისეველთაგანნი: ესე კაცი არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს. სხუანი იტყოდეს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითარისა სასწაულისა საქმედ? და ცილობაჲ იყო მათ შორის.17. ჰრქუეს მას, რომელი-იგი პირველ ბრმაჲ იყო: შენ რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი? ხოლო მან ჰრქუა მათ: წინაწარმეტყუელი არს.18. არა ჰრწმენა ჰურიათა მისთჳს, ვითარმედ ბრმაჲ იყო და აღიხილნა თუალნი, ვიდრემდე მოუწოდეს მამა-დედათა მისთა, რომელმან-იგი აღიხილნა,
სახარებაჲ იოვანესი თავი 9