მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნჱ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუეს მას, რომელი იყო პირველ ბრმაჲ: შენ რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი? ხოლო მან ჰრქუა: წინაჲსწარმეტყუელი არს“ (9,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: წერილთაჲ არა ჯერ-არს გარეწარად კითხვაჲ, არამედ ფრიადითა მოსწრაფებითა, რაჲთა არა ვსცთებოდით, რამეთუ აჰა ესერა აქაცა საკჳრველებად მიჩნს, თუ ვითარ, თქუეს რაჲ, თუ: „ესე არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს“,1 კუალად ჰკითხეს მას, ვი-თარმედ: „რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი?“ და არა იტყჳან, თუ: შენ რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ დაჰჴსნა შაბათი? რაჲ ვთქუათ უკუე აქა, რამეთუ განმართლებისა მისისა სიტყუაჲ შესმენისა წილ დადვეს? გარნა ამას ვიტყჳ, ვითარმედ: არა იგინი არიან, რომელთა ესე ჰკითხეს, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: „ესე არა ღმრთისაგან არს“,2 არამედ იგინი არიან, რომელთა თქუეს, ვითარმედ: „კაცი ცოდვილი ესევითართა სასწაულთა ქმნად ვერ შემძლებელ არს“.3 რამეთუ ენება მათი უმეტესად შერცხჳნებაჲ, და რაჲთა არავინ თქუას, თუ მას შესწევენ, ამისთჳს რომელი-იგი გამოცდილ იყო ძალსა მისსა, შორის შემოიყვანეს და ჰკითხეს. ხოლო იხილე გლახაკისა მის სიბრძნე, რამეთუ ყოველთასა უმჯობესად და უმეცნიერესად მიუგო პირველად და თქუა, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი არს“, და ვერ შეაშინა იგი განდრეკილთა მათ ჰურიათა საშჯელმან, რომელნი სიტყუასა უგებდეს და იტყოდეს: „ვითარ იყოს ესე ღმრთისა მიერ, რომელი შაბათსა არა იმარხავს?“4

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ჰრწმენა მისთჳს ჰურიათა, ვითარმედ ბრმაჲ იყო და აღიხილნა, ვიდრემდე მოუწოდეს მშობელთა მისთა“ (9,18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და იხილე, თუ რაოდენითა სახითა ჴელ-ყვეს სასწაულისა მის განქარვებად; არამედ ბუნებაჲ ჭეშმარიტებისაჲ ესრეთ არს, რომელ რაზომცა ენებოს ვის მისი დაფარვაჲ, უმეტესად გამობრწყინდების, რამეთუ ამათცა ჰურიათა ენება დაფარვაჲ მისი და ვითარმცა ნებსით ისწრაფდეს განცხადებად და გამობრწყინებად, ესრეთ იქმოდეს. რამეთუ პირველ ჰკითხეს მას, ვითარმედ: „ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი?“5 რაჲთამცა ბოროტი რაჲმე დასწამეს, ვითარცა სხუასა ადგილსა, ვინაჲთგან არარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, თქუეს, ვითარმედ: „ბელზებული-თა განასხამს ეშმაკთა“,6 და აქაცა, ვინაჲთგან არარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, თქუეს, ვითარმედ: „შაბათსა დაჰჴსნის“,7 და კუალად: „ცოდვილი არსო“.8

ეჰა დაბრმობილნო! რაჟამს-იგი აღტყინებულ იყვენით გულისწყრომითა, არა გკითხა ყოველთა ზოგად, ვითარმედ: „ვინ თქუენგანი

1 იოან. 9,16. 2 იოან. 9,16. 3 იოან. 9,16. 4 შდრ. იოან. 9,16. 5 იოან. 9,10. 6 მათ. 12,24; ლუკ. 11,15; შდრ. მათ. 9,34; მარკ. 3,22. 7 შდრ. იოან. 9,16. 8 იოან. 9,24.

მამხილებს მე ცოდვისათჳს“?1 და ვითარ ვერარაჲ ვინ თქუა თქუენგანმან, ამხილა, რამეთუ: უკუეთუმცა გაქუნდა რაჲ სიტყუაჲ, არამცა დასდუმენით. და რომელთა-ეგე გესმა რაჲ, ვითარმედ: აბრაჰამისა პირველ არს, და გენება მისი ქვისა დაკრებაჲ2 და იტყოდეთ, ვითარმედ: „არა ღმრთისაგან არს“, და თავთა თქუენთა ღმრთისად სახელ-სდებდით კაცისმკლველნი ეგე და მას, რომელმან ესეზომნი სასწაულნი ქმნნა, ეტყოდით, ვითარმედ: „არა ღმრთისაგანი არს“. თქუენ უკუეთუმცა გაქუნდა რაჲ აჩრდილიცა ცთომისაჲ, არამცა დასდუმენით.

ხოლო რაჟამს-ესე შესმენაჲ შაბათისაჲ ვერ დაამტკიცეს და ყოვლით კერძო მოუძლურდეს, მერმე სხჳსა უკეთურებისა მიმართ მივიდეს და უძჳრესი და უუგუნურესი მოიგონეს, ესე იგი არს, ვითარმედ: „არა ჰრწმენაო, თუ ბრმაჲ იყო და აღიხილნა“. ხოლო ვითარ თქუეს, ვი-თარმედ: „შაბათსა არა იმარხავს“? საცნაურ არს, ვითარმედ ჰრწმენა, და ყოველნი იგი მორწმუნენი და მეცნიერნი იტყოდეს მისთჳს, არამედ, ვი-თარცა ვთქუ, მარადის ტყუვილი თავსა თჳსსა ავნებს და ჭეშმარიტებასა ვერ დაჰფარავს, არამედ უფროჲსად განაბრწყინებს, ვითარცა აწ იქმნა. რამეთუ რაჲთა ვერვინ იტყოდის, ვითარმედ: „ნუუკუედა არა იგი იყო?“ ამისთჳს იქმნა ცხად მოწოდებითა მით მშობელთა მისთაჲთა, რომლითა იგინი ჰგონებდეს დაფარვად, რამეთუ მშობელთა აღიარეს, ვითარმედ იგი იყო ბრმაჲ შვილი მათი. რამეთუ ვინაჲთგან იგი ვერ შეაშინეს, არამედ კადნიერად ქადაგებდა, მერმე მშობელთა მიერ ინებეს სასწაულისა მის ვნებაჲ. და იხილე კითხვისა მათისა სიბოროტე, რამეთუ დაადგინნეს იგინი შორის მათსა, რაჲთამცა შეაშინეს, და იწყეს გულისწყრომით კითხვად:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე არსა ძე იგი თქუენი, რომლისაჲ თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ბრმაჲ იშვა?“ (9,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და არა თქუეს, თუ: რომელი-იგი ოდესმე ბრმაჲ იყო, არამედ: „რომლისაჲ თქუენ სთქუთო, ვითარმედ: ბრმაჲ იშვა“. ესრეთ ბოროტებით და უკეთურებით ჰკითხვიდეს. ჵ შეგინებულნო და ყოვლად ბილწნო! რომელმანმცა მამამან ინება ტყუვილით ესევითარისა საქმისა თქუმად შვილისათჳს თჳსისა? რამეთუ „რომელი თქუენ სთქუთ, თუ: ბრმაჲ არს, ვითარ აწ ხედავს?“ (9,19). ჵ უგუნურებაჲ ესე! თქუენ ტყუვილ სთქუთო ესე საქმე. რამეთუ ამით ორითა ენება მოყვანებაჲ მათი უარისყოფად: ერთად, რამეთუ სთქუთო, ვითარმედ: „ბრმაჲ იშვა“, და მეორედ, ვითარმედ: „და აწ ვითარ ხედავს?“

სამნი უკუე კითხვანი იქმნეს: ერთად, თუ ძე არს მათი, და მეორედ, თუ ბრმაჲ იშვა, და მესამედ, ახილვისაჲ; ხოლო მათ ორნი იგი აღიარნეს

1 იოან. 8,46. 2 შდრ. იოან. 8,58-59.

და მესამე დაიდუმეს. და ესეცა უმეტესისა ჭეშმარიტებისათჳს იქმნა, რაჲთა არა სხუაჲ ვინ, არამედ თჳთ განკურნებული, ვითარცა უსარწმუნოესი, აღიარებდეს საქმესა მას. რამეთუ მშობელთა მათ ვითარმცა თქუეს რაჲმე ტყუვილით, რომელთა ჭეშმარიტებაჲცა დაიდუმეს შიშისათჳს ჰურიათაჲსა და თქუეს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიცით, რამეთუ ესე არს ძე ჩუენი და რამეთუ ბრმაჲ იშვა. ხოლო ვითარ ხედავს, ჩუენ არა ვიცით, ანუ ვინ აღუხილნა მაგას თუალნი, ჩუენ არა უწყით. მაგას ჰკითხეთ, ჰასაკი აქუს“ (9,20-21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: სარწმუნოდ გამოაჩინეს იგი და ესრეთ დაიდუმეს, რამეთუ არა არს ყრმაჲ და არცა უგუნური, არამედ შემძლებელი წამებად თავისა თჳსისათჳს. ხოლო ესე თქუეს შიშისათჳს ჰურიათაჲსა.1 ხოლო იხილე კუალად, ვითარ გონებაჲ მათი მახარებელმან გამოაცხადა. ვინაჲთგან უკუე მათ განკურნებულისა მის მიავლინეს, ამისთჳს მოუწოდეს მას მეორედ და ესრეთ ცხადად და ურცხჳნოებით არა თქუეს, თუ: უარ-ყავ, ვითარმედ ქრისტემან განგკურნა, არამედ სახითა ვითარცა კეთილისაჲთა ენება ქმნაჲ ამის საქმისაჲ, რამეთუ ჰრქუეს: „მიეც დიდებაჲ ღმერთსა“ (9,24), რამეთუ უკუეთუმცა მშობელთა მისთადა ეთქუა, თუ: უარ-ყავთ, ვითარმედ არა შვილი თქუენი არს, ანუ თუ: არა ბრმად იშვა, სასირცხჳნო იყო სიტყუაჲ იგი; და უკუეთუმცა მისდა ეთქუა ესრეთ განცხადებულად, ვითარმედ: უარ-ყავ, თუ ქრისტემან აღგიხილნა, ესეცა ცხადი ურცხჳნოებაჲ იყო. ამისთჳს სხჳთა ამით სახითა ღონე-ყვეს საქმისა ამის და თქუეს, ვითარმედ: „მიეც დიდებაჲ ღმერთსა“ და აღიარე, ვი-თარმედ ამას არარაჲ უქმნიეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჩუენ ვიცით, რამეთუ კაცი ესე ცოდვილი არს“ (9,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე არა ამხილეთ მას, რაჟამს იტყოდა: „ვინ თქუენგანი მამხილებს მე ცოდვისათჳს“? ანუ ვითარ უწყით, თუ ცოდვილ არს? ხოლო მათ თქუეს რაჲ, ვითარმედ: „მიეც დიდებაჲ ღმერთსა“, და მან არარაჲ თქუა, ქრისტე შეემთხჳა რაჲ, აქო და არა აბრალა, არცა ჰრქუა, თუ: რად არა მიეც დიდებაჲ ღმერთსა? არამედ ესრეთ ჰრქუა: „გრწამსა ძჱ ღმრთისაჲ?“2 რაჲთა სცნა, ვითარმედ ესე არს დიდებისა მიცემაჲ ღმრთისა. რამეთუ ვინაჲთგან რომელმან პატივ-სცეს ძესა, იგი არს, რომელი პატივ-სცემს მამასა. ამისთჳს სამართლად არა აბრალა ბრმაჲ იგი. ხოლო ჰურიანი ვიდრემდის მოელოდეს მშობელთა მისთა უვარის-ყოფად, არარას იტყოდეს. ვინაჲთგან უკუე არარაჲ ერგო მათ ამის საქმისაგან, ამისთჳს კუალად მისა მიმართვე მივიდეს, ვითარმედ: „ცოდვილი არსო“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო მან და ჰრქუა: უკუეთუ ცოდვილ არს, მე არა ვიცი; ერთი ესე ვიცი, რამეთუ ბრმაჲ ვიყავ და აწ ვხედავ“ (9,25).

1 შდრ. იოან. 9,22-23. 2 იოან. 9,35.

თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუუკუე შეეშინა ბრმასა მას? ნუ იყოფინ! ვითარ უკუე, რომელი იტყოდა, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი არს“, აწ იტყჳს, ვი-თარმედ: „უკუეთუ ცოდვილი არს, მე არა ვიცი“? არა თუ ესრეთ აქუნდა გულისსიტყუაჲ, არცა დაირწმუნა ესე, არამედ ენება, რაჲთამცა საქმისა მის წამებითა გამოაჩინა დიდებაჲ მისი და არა თჳსითა სიტყჳთა. რამეთუ უკუეთუ შემდგომად მრავალთა სიტყუათასა თქუა, ვითარმედ: „უკუე-თუმცა არა ჭეშმარიტი იყო, ამას საქმესა ცოდვილი ვერ იქმს“,1 და იგინი განრისხნეს და თქუეს: „ცოდვასა შინა შობილ ხარ შენ ყოვლად, და შენ გუასწავლი ჩუენ?“2 უკუეთუმცა პირველვე ეთქუა, რაჲმცა ექმნა?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ცოდვილი არს, მე არა ვიცი“ (9,25).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არარას ვიტყჳ ჯერეთ ამისთჳს, გარნა ესე უწყი დამტკიცებულად, ვითარმედ ცოდვილი ამას საქმესა ვერ იქმს. და ამისთჳს უეჭუელ და თუალუხუავ ყო წამებაჲ მისი, რაჲთა არა ვითარცა მისი მაქებელი ჩნდეს, არამედ საქმისაებრ წამებდა. ვინაჲთგან უკუე ვერ უძლეს საქმისა მის განქარვებად, კუალად პირველისავე საქმისა მიმართ მივლენ და სახესა მას კურნებისასა გამოეძიებენ, ვითარცა ძაღლნი ნადირსა რაჲ შეყენებულსა გამოეძიებდიან და ყოვლით კერძო მიმოვიდოდიან, და ესენიცა პირველთავე სიტყუათა იწყებენ კითხვად, ვითარმედ: „რაჲ გიყო შენ? ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი?“ (9,26). ხოლო მან, იხილეთ, თუ რაჲ ყო: ვინაჲთგან სძლო მათ, დასცნა და არღარა რიდობით ეტყოდეს. და ვითარ საქმესა მას გამოჩინებაჲ უჴმდა, გამოაჩინა რიდობითა სიტყუათაჲთა; ვინაჲთგან უკუე სძლია ძლევითა ბრწყინვალითა, მიერითგან იწყო მინდობით ზედამისლვად მათდა და ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარქუ თქუენ, და არა გრწამს; რაჲსაღა გნებავს სმენად?“ (9,27).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა კადნიერებაჲ მთხოველისაჲ მის კაცთა მიმართ მწიგნობართა და ფარისეველთა? ესრეთ ძლიერ არს ჭეშმარიტებაჲ და ესრეთ უძლურ არს ტყუვილი, რამეთუ მან უკუეთუ უნდონიცა პოვნეს, ბრწყინვალე-ჰყოფს მათ, ხოლო ესე დაღაცათუ ძლიერთა თანა იყოს, უძლურად გამოაჩინებს. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვი-თარმედ: არა ისმენთა თქუმულთა ამათ? არღარა ვთქუა, არცა რაჲ მოგიგო თქუენ, რომელნი-იგი ცუდად და ამაოდ მკითხავთ და არა ჭეშმარიტებისათჳს ეძიებთ სმენად, არამედ რაჲთა თქუმულნი იგი განაქარვნეთ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ანუ თქუენცა გნებავსა მოწაფე-ყოფაჲ მისი?“ (9,27). თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა თავი მისი მოწაფეთა მისთა კრებულსა თანა

1 შდრ. იოან. 9,31,33. 2 იოან. 9,34.

დააწესა, რამეთუ: „ნუუკუე თქუენცაო?“ ესე გამოაჩინებს, ვითარმედ მას მოწაფე მისდა ეყო თავი თჳსი და განკიცხნა იგინი და მოწყლნა. და უმეტესად შეეხების მათ, რომელ-ესე საქმჱ არს სულისა კადნიერქმნულისა და ფრთოვანისა და უგულებელსმყოფელისა მათისაჲ, რომელი გამოაჩინებდა დიდად პატივსა მისსა და მოასწავებდა, რამეთუ იგინი ამაოდ აგინებდეს ესრეთ საკჳრველსა მას და ჭეშმარიტსა ქრისტესა, და ვი-თარმედ არარაჲ ევნების მას მათისა შეურაცხებისაგან. ხოლო რომელიიგი მათ ვითარცა გინებად ჰრქუეს, მან ვითარცა პატივი მიიღო, რამეთუ ჰრქუეს მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შენ ხარ მოწაფჱ მისი, ხოლო ჩუენ მოწაფენი მოსესნი ვართ“ (9,28).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუ იყოფინ! რამეთუ უკუეთუმცა მოსესნი იყვენით, ქრისტესნიცამცა იყვენით; არამედ არცა მოსესნი ხართ, არცა ქრისტესნი. ამისთჳს პირველვე ქრისტჱ ეტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუმცა მოსე გრწმენა, ჩემიცამცა გრწმენა“.1

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიცით ჩუენ, ვითარმედ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს“ (9,29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲ იცით, ანუ ვინ გითხრა? მშობელთა ჩუენთაო. და მშობელთა არა უსარწმუნოეს არსა, რომელი ესეოდენთა სასწაულთა მიერ დაამტკიცებს, ვითარმედ ღმრთისა მიერ მოსრულ არს და ზეცისასა იტყჳს? და არა თქუეს, თუ: გუასმიეს, არამედ „ვიცითო“. სმენილსა ვი-თარცა ხილულსა იტყჳან ცნობად და რომელი უხილავს, იგი უდარეს სმენილისა აქუს; რამეთუ იგი არა ეხილვა, არამედ ასმიოდა, ხოლო ესე არა ასმიოდა, არამედ ეხილვა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო კაცმან მან, ვითარმედ: საკჳრველი ესე არს, რამეთუ თქუენ არა იცით, ვინაჲ არს, და მე აღმიხილნა თუალნი ჩემნი“ (9,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ კაცი არასაჩინოჲ წინაშე თქუენსა, არცა დიდებული თქუენ მიერ ეგევითართა საქმეთა იქმს, ვიდრეღა საცნაურ არს ყოვლით კერძო, რამეთუ ღმერთი არს, და არცა ერთი ეჴმარების კაცთამიერი შეწევნაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ესე ვიცით, რამეთუ ცოდვილისაჲ არა ისმინის ღმერთმან“ (9,31).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ მათ ვინაჲთგან პირველ ეთქუა, ვითარმედ: „ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითართა სასწაულთა საქმედ?“ ამისთჳს მათსავე სიტყუასა მოიღებს და მოაჴსენებს მათ, რაჲთა მას ზედა მტკიცე იყვნენ, ვითარმედ უკუეთუმცა ცოდვილ იყო,

1 იოან. 5,46.

ვერ იქმს სასწაულთა. ჰხედავა, ვითარცა პირველცა, რაჟამს იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ ცოდვილი არს, მე არა უწყი“, არა თუ იჭუეულად იტყოდა, არამედ მტკიცედ იცოდა, ვითარმედ არა ცოდვილ არს. ამისთჳსცა, რაჟამს-ესე ჟამი პოვა, თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ვიცით, რამეთუ ცოდვილისაჲ არა ისმინის ღმერთმან, არამედ უკუეთუ ვინმე არნ ღმრთისმსახურ და ნებასა მისსა ჰყოფნ“ (9,31).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აქა გამოაჩინა, ვითარმედ ჭეშმარიტებით საქმეთა ღმრთისათა მოქმედი არს. რამეთუ ვინაჲთგან იგინი იტყოდეს თავთა თჳსთა ღმრთისმსახურად, შესძინა მან და თქუა, ვითარმედ: „ნებასა მისსა იქმოდის“; რამეთუ არა კმა არს ესე ოდენ, რაჲთა კაცმან მან იცოდის ღმერთი. მერმე აღამაღლებს თქუმულსა მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „საუკუნითგან არასადა ისმა, ვითარმცა ვინ აღუხილნა თუალნი შობითგან ბრმისანი“ (9,32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: საცნაურ არსო, რამეთუ ცოდვილთასა არა ისმენს, ხოლო ამან სასწაულიცა ქმნა, და სასწაული ესევითარი, რომელ ვერვის კაცთაგანსა უქმნიეს ესე. და ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ ყოველთავე წარჰჴდა სათნოებითა, და უზეშთაეს არს საქმჱ მისი ყოველთა კაცთასა.1 ხოლო ისმინე, თუ მათ რაჲ თქუეს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ცოდვასა შინა შობილ ხარ ყოლად, და შენ გუასწავება ჩუენ? და განჴადეს იგი გარე“ (9,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვიდრემდის მოელოდეს, თუ უარ-ყოს, მოუწოდდეს მას და სარწმუნოცა ჰყვა, ხოლო უკუეთუ არასარწმუნოდ, რაჲსათჳს ორგზისცა ჰკითხეს? ხოლო ვინაჲთგან მან ჭეშმარიტი თქუა უშიშად, რაჟამს-იგი ჯერ-იყო, რაჲთამცა უმეტესად დაუკჳრდა საქმჱ მისი, მაშინ უფროჲსად დასაჯეს იგი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, თუ: „ცოდვასა შინა შობილ ხარ ყოლად“? რამეთუ აქა სიბრმესაცა მისსა აყუედრებენ უკეთურებით, და აჩუენებდეს, ვითარმედ ცოდვათათჳს იშვა ბრმად, რომელი-იგი შეუძლებელ იყო. და ამისთჳს ქრისტე იტყოდა, ვი-თარმედ: „შჯად მოვედ მე სოფელსა ამას, რაჲთა რომელნი არა ჰხედვიდეს, ჰხედვიდენ, და რომელნი ჰხედვიდეს, დაბრმენ“.2

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ცოდვასა შინა შობილ ხარ ყოლად, და შენ გუასწავებ ჩუენ?“ (9,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲ თქუა კაცმან მან? არა თუ თჳსი წესი დადვა, არამედ ყოველთა მიერ საცნაური საქმჱ თქუა, ვითარმედ: „ვიცით, რომელ ცოდვილთასა ღმერთი არა ისმენს“ (9,31). „და განჴადეს იგი გარე“ (9,34). იხილე ჭეშმარიტებისა იგი ქადაგი, ვითარ სიგლახაკჱ სი-

1 შდრ. იოან. 9,33. 2 იოან. 9,39.

ბრძნისა არა დამაყენებელ იქმნა. ჰხედავა, რაოდენი ჰრქუეს მას, და მან საქმით და სიტყჳთ ჭეშმარიტებაჲ წამა?

სწავლაჲ ნჱ: ვითარმედ ჯერ-არს სწავლაჲ წმიდათა წერილთაგან და განყენებაჲ ბოროტთა ხედვათაგან

ესე ყოველი წერილ არს, რაჲთა ჩუენ ვჰბაძვიდეთ. რამეთუ უკუე-თუ გლახაკმან და ბრმამან, რომელსა არცა ეხილვა იგი, ესეოდენი კადნიერებაჲ აჩუენა და მათ ყოველთა წინააღუდგა, განმჴეცებულ-თა და ეშმაკეულთა, და ირჩია განვრდომაჲ გარე, ვიდრე დათრგუნვაჲ ჭეშმარიტებისაჲ, რაოდენ უმეტესად თანაგუაც, რომელთა ესეოდენი ჟამი სარწმუნოებასა შინა დაგჳყოფიეს და ესეოდენნი სასწაულნი გჳხილვან, რომელთადა უმეტესი კეთილი მოცემულ არს, ვიდრე მისდა, და შინაგანნი თუალნი აღხილულ არიან, და დიდნი იგი საიდუმლონი გჳხილვან და ესევითარსა პატივსა წოდებულ ვართ, რაჲთა ყოველსავე კადნიერებასა ვაჩუენებდეთ მის ზედა განმდრეკელთა მიმართ ჩუენთა. ხოლო ესე შეუძლოთ ქმნად, უკუეთუ კადნიერებაჲ გუაქუნდეს და წერილთა ვისმენდეთ კეთილად და არა გარეწარად. რამეთუ უკუეთუ ვინ აქა მოვიდოდის ეკლესიად და ისმენდეს გულსმოდგინებით, კმა არს წელიწადი ერთი გამოცდილებისა დიდისა მიცემად მისა, არამედ აწ რომელნიმე ესრეთ უბადრუკებით არიან, რომელ ესეოდენსა სმენასა ზედა არცა სახელები იციან წიგნთაჲ, არცა ჰრცხუენის, არცა ძრწიან გარეწარად წმიდასა ეკლესიასა შესლვად; არამედ უკუეთუ მებარბითეთა, ანუ მესტჳრეთა, ანუ სხუათა საეშმაკოთა საქმეთა მოქმედთა თანა მივიდენ, დღე ყოველ არიან მუნ და ისმენენ გულსმოდგინებით.

ხოლო რაჟამს ღმერთი წინაჲსწარმეტყუელთა მიერ და მოციქულ-თა გუეტყოდის, დაგუეძინების და მოგუეწყინების, ვიფხანთ და ვიფქნარებთ, და სიცხესა მისლვად მუნ გუეშინის და ზამთრის წჳმაჲ დიდად შეგჳრაცხია და შინა ვსხედთ. და რაჟამს ჟამი მღერისაჲ და ცხენთა რბევისაჲ მოიწიოს, მივალთ მუნ, სადა არა არს სართული, და მოვითმენთ სიცივესა და სიცხესა და წჳმასა და თიჴასა და სიშორესა გზისასა. ხოლო აქა, სადა სართული არს და სიტყუაჲ საკჳრველი, უდებ ვიქმნებით სარგებელისათჳს სულთა ჩუენთაჲსა. ამისთჳს ამაოთა მათ ზედა ჴელოვანნი ვართ, ხოლო კეთილსა ზედა და საჴმარსა - უსწავლელნი და გამოუცდელნი. და უკუეთუ ვინ მომღერალად გიწოდოს, გინებად გიჩნს, და უკუეთუ მომღერალისა ხილვად გიჴმოს, არა ივლტი, და საქმესა მას, რომლისა სახელი გძაგს, მას სდევ, ხოლო აქა, სადა სახელიცა და საქმჱ პატიოსანი არს, ქრისტეანობაჲ, არცა იცით, თუ რაჲ არს საქმჱ იგი. რაჲ არს ამის უგულისხმოებისა უბოროტჱს?

და არიან ვიეთნიმე, რომელთა უკუეთუ ჰკითხოს ვინ, ვითარმედ: ვინ არს ამოს? ანუ: ვინ არს ავდია? ანუ: რაჲ არს რიცხჳ წინაჲსწარმეტყუელთაჲ? ანუ: მოციქულნი რომელნი არიან? ვერცა პირსა აღა-ღებენ, ხოლო ცხენთათჳს და მგოსანთა ფილოსოფოსთა და რიტორთა უმახჳლჱსთა სიტყუათა იტყჳან; და მერმე ამას ყოველსა ზედა იტყჳან, ვითარმედ: და რაჲ ვნებაჲ არსო ამისგან, ანუ რაჲ დაჭირვებაჲ? და მე მისთჳს სულთ-ვითქუამ, რომელ ვნებადცა არა იციან საქმჱ იგი, ვერცა გულისხმა-ჰყოფენ ბოროტსა მისსა.

ჵ კაცო, მოგცა ღმერთმან დროებაჲ ცხორებისა შენისაჲ, რაჲთამცა ჰმსახურე მას, და შენ წარაგებ მას ამაოებასა შინა და არარას შინა კეთილსა, და ჯერეთ იტყჳ, თუ: რაჲ ბოროტი არს საქმჱ იგი? და უკუეთუ ვეცხლი მცირჱ ამაოდ წარაგო, დაჭირვებად შეგირაცხიეს, ხოლო დღეთა შენთა ყოველთა წარაგებ ცუდად და საეშმაკოთა საქმეთა შინა, და არა დაჭირვებად გიჩნსა? ჯერ-იყო, რაჲთამცა ფსალმუნებასა და ლოცვასა შინა წარაგენ დღენი შენნი, ხოლო შენ წარჰჴდი მათ ამბოხებასა შინა და გინებასა და ბილწთა სიტყუათა და სიხარულსა შინა უჴმარსა და საქმე-თა შინა მღერისათა, და განჰლევ დღეთა შენთა ბოროტისათჳს თავისა შენისა და ამას ყოველსა ზედა იტყჳ: რაჲ ბოროტი არსო საქმჱ ესე? და არა იცი, ვითარმედ ყოვლისავე საქმისა უფრო ჯერ-არს უგულებელსყოფაჲ, ვიდრე ჟამისაჲ? რამეთუ ოქროჲ თუ წარსწყმიდო, ადრე ჰპოვო იგი კუალად, ხოლო ჟამი რომელი წარსწყმიდო, ვერღარაოდეს ჰპოვებ, რამეთუ შემოკლდებიან ჟამნი ჩუენნი; და უკუეთუ მოცემულნი ესე დღენი არა კეთილად ვიჴმარნეთ, რაჲ ვთქუათ მას დღესა, რაჟამს მუნ მივიდეთ?

რამეთუ უკუეთუმცა ძესა შენსა უბრძანე სწავლად ჴელოვნებისა რაჲსამე, და იგიმცა შინა ჯდა და სასწავლოდ არა მივიდოდა, არცამცა უჯმნაა ამას მოძღუარმან და გრქუა შენ, ვითარმედ: უკუეთუ არა მოვიდოდის სასწავლოდ, ვითარ წარმოგიდგინო იგი ჴელოვნად? ეგრეთვე უკუე ჩუენ ზედაცა ქმნად არს, და გურქუას ჩუენ ღმერთმან, ვითარმედ: ჟამი მიგეც თქუენ სწავლად ამის ჴელოვნებისა, რომელ არს ღმრთისმოშიშებაჲ, და რად წარაგეთ ჟამი იგი ამაოდ? ანუ რაჲსათჳს არა მიხჳდოდეთ მოძღურისა მიმართ ზედაჲსზედა სწავლად? რამეთუ არა ჴორციელთა ჴელოვნებაჲ არს ღმრთისმოშიშებაჲ, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, და შიში უფლისაჲ გასწაო თქუენ“;1 და: „ნეტარ არს კაცი, რომელი განსწავლო

1 ფსალმ. 33,12.

შენ, უფალო, და შჯულისა შენისაგან დაუმარხო მას“.1 ხოლო რაჟამს-ესე ჟამი წარაგო შენ ბოროტსა შინა, რაჲღა ჰპოვო სიტყუაჲ, რაჲთა მიუგო შენ უფალსა?

არამედ იტყჳან ვიეთნიმე: და რად არა გრძელნი ჟამნი დაუწესებიან ცხორებისა ჩუენისანი? არამედ ჵ უმადლოებაჲ ესე ფრიადი! რომლისათჳს თანაგუედვა ფრიადი მადლობაჲ, რომელ შეუმოკლებიან შრომანი და განსუენებაჲ გრძელ და უკუდავ უქმნიეს, ამას ზედა სდრტჳნავა?

გარნა არა უწყი, ვითარ შემოვედით ამათ სიტყუათა და განვაგრძეთ სიტყუაჲ ჩუენი. ამისთჳს ჯერ-არს კუალად დაცხრომაჲ, რამეთუ ესეცა ჩუენისა სულმოკლებისაჲ არს, რომელ აქა რაჟამს განგრძელდეს სიტყუაჲ, მოვიწყინებთ, ხოლო მუნ შუადღითგან ვიდრე მწუხრადმდე არა წარვლენ.

არამედ გევედრები თქუენ, მომეცით ესე მადლი და შეჰმშჭუალენით თავნი თქუენნი კეთილთა საქმეთა, რაჲთა ესრეთ მიხაროდის თქუენთჳს და მხიარულ ვიყო, რაჲთა ვიქადოდი თქუენთჳს, და თქუენ დაიმკჳდროთ სასყიდელი ღმრთისა მიერ, უკუეთუ ჩემითა სწავლითა ბოროტისაგან მოხჳდეთ კეთილსა და შეეწყნარნეთ ღმერთსა და არა თუ ოდენ მას საუკუნესა დაიმკჳდროთ სასყიდელი, არამედ აქაცა გიხაროდის, რამეთუ ესევითარი არს სათნოებაჲ, რომელი გჳრგჳნთა თანა მის საუკუნოჲსათა აქაცა ფრიადსა სიხარულსა მოგუატყუებს. ვირწმუნნეთ უკუე სიტყუანი ესე, რაჲთა აქაცა და მას საუკუნესაცა დავიმკჳდროთ სიხარული მადლი-თა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.