თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი-იგი ფრიად კაცთმოყუარე არს და ჩუენისა ცხორებისა მეძიებელ და ენება, რაჲთამცა უმადლოთა მათ პირნი დაუყვნა, ამისთჳს არარაჲ დაუტევა საქმჱ, რომელი მის მიერ ჯერ-იყო ქმნად, დაღაცათუ მათ არა გულისხმა-ყვეს. ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელმან ესე უწყოდა და იტყოდა: „რაჲთა განჰმართლდე სიტყჳთა შენითა და სძლო შჯასა შენსა“. ამისთჳს აქაცა, ვინაჲთგან სიმაღლე იგი სიტყუათა მისთაჲ არა შეიწყნარეს, არამედ გინებადცა იწყეს და მოკლვაჲ მისი ენება, ამისთჳსცა, განვიდა რაჲ ტაძრით, განკურნა განრღუეული იგი: ერ-თად, რაჲთა წარსლვითა მისითა მათსა გულისწყრომასა ნუგეშინის-სცეს, და მეორედ, რაჲთა ქმნითა მით სასწაულისაჲთა სიფიცხლჱ იგი და მოუდრეკელობაჲ მათი მოალბოს და სიტყუანი თჳსნი სარწმუნო-ყვნეს და ქმნას სასწაული არა ესრეთ ლიტონი, არამედ მაშინ ოდენ ქმნილი, რომელი არღასადა ქმნილ იყო, რამეთუ „საუკუნითგან არა სმენილ არსო, ვი-თარმედ აღუხილნა ვინ თუალნი ბრმად შობილისანი“. რამეთუ ბრმისა თუალნი ნუუკუედა განხუმულ იყვნენ, ხოლო შობით ბრმისანი არასადა აღებულ არიან. და...
სახარებაჲ იოვანესი 9:2
და ვითარცა წარვიდოდა იესუ, იხილა კაცი, ბრმაი შობითგან, ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან, ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაი იშვა? რქვა მათ იესო: არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რათა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაი მაგას ზედა (იოან. 9, 1-3).
მოწაფეთა იესო ქრისტესთა ჰქონდათ ის ჩვეულება, რომელ, როდესაც იხილვიდენ რომელსამე განსაკვირვებელსა მოვლენასა, ანუ როდესაც მიუვიდოდათ გულში რომელსამე საგანზედ ეჭვი, მაშინვე ჰკითხვიდენ მოძღვარსა და სთხოვდენ, რათა აუხსნას მან ეჭვი მათი. ახლაც დაინახეს რა კაცი შობითგან ბრმა, მაშინვე იფიქრეს თავის გულში რისგან დაემართა მას ეს დიდი უბედურება, და ჰკითხეს უფალსა: რაბი, ვინ ცოდა - ამან, ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმა იშვა? როგორც ამ კითხვიდან სჩანს, მოწაფენი დარწმუნებულნი იყვნენ, რომელ კაცს ყოველი უბედურება და მწუხარება შეემთხვევა თვისი ბრალით და ცოდვით და ყოველი უბედურება და მწუხარება კაცისა არის სასჯელი ცოდვათათვის.
ახლაც არის, ძმანო ჩემნო, მეტადრე დაბალ წოდების ხალხში, ეს აზრი გავრცელებული: ახლაც როდესაც კაცი ჰნახავს, ანუ გაიგონებს თვისი მოყვასის უბედურებასა,...
რისთვის კითხეს, ძმანო ჩემნო, უფალსა მოწაფეთა მისთა: ვინ სცოდა ამან ანუ მშობელთა ამისთა რამეთუ ბრმა იშვა? მისთვის რომელ ებრაელნი ფიქრობდენ, უკეთუ კაცი დაბრმავდა, ანუ სხვა რომელიმე უბედურება ანუ სნეულება დაემართა, ეს მოხდა უთუოდ მისთვის, რომელ ანუ მან სცოდა ანუ ეწია მას ცოდვა მშობელთა მისთა. მაშა-სადამე ჰაზრისამებრ ებრაელთასა ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. ახლაც ესრეთ ფიქრობს ყოველი, უბრალო დაბალი სოფლის კაცი.
რა უპასუხა მაცხოვარმან მოწაფეთა მისთა? თანახმა იყოა მაცხოვარი ამ ჰაზრისა, ესე იგი, ვითომც ყოველი კაცის სენი და უბედურება არის ნიშანი და შედეგი რომლისამე მისისა ცოდვისა? თუმცა მაცხოვარმან მოწაფეთა თვისთა აუხსნა, რომელ ის ბრმა განგებითა ღვთისათა იშვა ბრმად, რათა იდიდოს სახელი ღვთისა მისგან; გარნა ვიცით ჩვენ ნამდვილად სახარებისაგან, რომელ მაცხოვარიცა ესრედ ფიქრობდა და გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოც და თვრამეტის წლის განრღვეული, მდებარე სარეცელსა ზედა, მაშინ უთხრა მას: აჰა ცოცხალ...
დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის