მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნვ

წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდოდა იესუ და იხილა კაცი ბრმაჲ შობითგან. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?“ (9,1-2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი-იგი ფრიად კაცთმოყუარე არს და ჩუენისა ცხორებისა მეძიებელ და ენება, რაჲთამცა უმადლოთა მათ პირნი დაუყვნა, ამისთჳს არარაჲ დაუტევა საქმჱ, რომელი მის მიერ ჯერ-იყო ქმნად, დაღაცათუ მათ არა გულისხმა-ყვეს. ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელმან ესე უწყოდა და იტყოდა: „რაჲთა განჰმართლდე სიტყჳთა შენითა და სძლო შჯასა შენსა“.1 ამისთჳს აქაცა, ვინაჲთგან სიმაღლე იგი სიტყუათა მისთაჲ არა შეიწყნარეს, არამედ გინებადცა იწყეს და მოკლვაჲ მისი ენება, ამისთჳსცა, განვიდა რაჲ ტაძრით, განკურნა განრღუეული იგი: ერ-თად, რაჲთა წარსლვითა მისითა მათსა გულისწყრომასა ნუგეშინის-სცეს, და მეორედ, რაჲთა ქმნითა მით სასწაულისაჲთა სიფიცხლჱ იგი და მოუდრეკელობაჲ მათი მოალბოს და სიტყუანი თჳსნი სარწმუნო-ყვნეს და ქმნას სასწაული არა ესრეთ ლიტონი, არამედ მაშინ ოდენ ქმნილი, რომელი არღასადა ქმნილ იყო, რამეთუ „საუკუნითგან არა სმენილ არსო, ვი-თარმედ აღუხილნა ვინ თუალნი ბრმად შობილისანი“.2 რამეთუ ბრმისა თუალნი ნუუკუედა განხუმულ იყვნენ, ხოლო შობით ბრმისანი არასადა აღებულ არიან. და საცნაურ არს, ვითარმედ გან-რაჲ-ვიდა ტაძრით, განზრახვით მივიდა განკურნებად მისა, რამეთუ მან იხილა ბრმაჲ იგი, და არა თუ ბრმაჲ იგი მას მოუჴდა, და ესრეთ მოსწრაფებით მიჰხედა მას, ვიდრეღა მოწაფეთაცა ცნეს, ვითარმედ მას ჰხედავს, და ამისთჳსცა ჰკითხეს. რამეთუ რაჟამს ჰხედვიდეს მას, ვითარ ესრეთ მოსწრაფებით ჰხედავს მას, ჰკითხეს, ვითარმედ: „მოძღუარ, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა?“ ცთომილ არს კითხვაჲ მათი, რამეთუ ვითარმცა ცოდა უწინარეს შობისა, ანუ უკუეთუ მშობელნი ცოდვიდეს, იგიმცა ვითარ იტანჯა ამისთჳს? ვინაჲ მოვიდეს უკუე ამის საქმისა კითხვად? ამისთჳს, რამეთუ ამისა პირველ, განკურნა რაჲ განრღუეული იგი, ჰრქუა მას, ვითარმედ: „აჰა ესერა განიკურნე. ამიერითგან ნუღარა სცოდავ“.3 ხოლო მათ გულისხმა-ყვეს, ვითარმედ ცოდვათათჳს განრღუეულ იყო, და ამისთჳს აქა თქუეს, ვითარმედ: აჰა იგი ცოდვათათჳს განირღუა. ამისთჳს რაჲღა სთქუა? ნუუკუე ამანცა ცოდაა? არამედ ესე შეუძლებელ არს, რამეთუ შობითგან ბრმაჲ არს; ანუ მშობელთა მისთა ცოდვისათჳს არსა? არამედ ესეცა შეუმსგავსებელ არს, რამეთუ შვილსა მშობელთათჳს საშჯელი არა მოეჴადების.

1 ფსალმ. 50,6. 2 იოან. 9,32. 3 შდრ. იოან. 5,14.

რამეთუ ვითარცა ჩუენ ყრმაჲ ჩჩჳლი ვიხილით რაჲ ჭირსა შინა, ვთქჳთ საკჳრველებით: ნეტარ რაჲ-მე ბრალი არს ამისი? ეგრეთვე მოწაფენი განკჳრვებით ჰკითხვიდეს სიტყუასა ამას, ხოლო უფალმან მიუგო მათ: „არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა“ (9,3), რაჲთამცა ბრმად შობილ იყო. ხოლო ესე სიტყუაჲ, რომელ თქუა, არა თუ გამოაჩინებს, ვითარმედ უცოდველ იყვნეს, რამეთუ არა თქუა ესრეთ ოდენ, თუ: არა ცოდეს, არამედ: არა ცოდეს, რაჲთამცა ბრმად იშვაო, არამედ რაჲთა იდიდოს ძჱ ღმრთისაჲ, რამეთუ ცოდეს მანცა და მშობელთა მისთა, არამედ არა ამისგან არს სიბრმჱ მისი. ხოლო ამას იტყოდა, არა თუ რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ ესე ესრეთ არს, ხოლო სხუანი ვიეთნიმე დაბრმეს ცოდვისათჳს მშობელთაჲსა; რამეთუ შეუძლებელ არს, თუმცა სხუამან ცოდა და სხუაჲმცა დაისაჯა ცოდვისა მისისათჳს, თუ არა, უკუეთუ ესე ვთქუათ, იგიცა ვთქუათ, ვითარმედ უწინარეს შობისა ცოდა. რამეთუ ვი-თარცა ესე რაჲ თქუა, ვითარმედ: არცა ამისთა ცოდვათათჳს იშვა ბრმად, არცა მშობელთაჲსა, ეგრეთვე არს ყოველივე, და ამისთჳს ეზეკიელ იჭუსა მას განაქარვებს და იტყჳს: „ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი, - არ-ღარა იყოს იგავი ესე, რომელი ითქუმის, ვითარმედ: მამათა ჭამეს კაწახი, და შვილთა კბილნი მოემუხნეს“.1 და მოსე იტყჳს: „არა მოკუდეს მამაჲ შვილისათჳს“.2 ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის: ვითარ თქუმულ არს, თუ: „რომელი მიაგებს ცოდვასა მშობელთასა შვილთა ზედა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე“?3 არამედ ჩუენ ვიტყჳთ ამისთჳს, ვითარმედ ბრძანებაჲ არა ყოველთა ზედა არს, არამედ რომელთათჳსმე თქუმულ არს, რომელნი-იგი ეგჳპტით გამოვიდეს. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, რამეთუ: ვინაჲთგან ეგჳპტით გამოსრულნი იგი ესეოდენთა მათ სასწაულთა შემდგომად, რომელნი იქმნნეს მათთა მათ მშობელთა ზედა, იქმნნეს იგინი უბოროტჱს მათსა, რომელთა ყოვლადვე არა ეხილვა სასწაული, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რაჲ-იგი მოიწია მათ ზედა, იგივე მოიწიენ ამათ ზედაცა, რამეთუ იგივე საქმჱ ქმნეს. და რომელმან აღმოიკითხოს, ცნას ჭეშმარიტებით, ვითარმედ მათთჳს თქუმულ არს. ხოლო რაჲსათჳს ბრმად იშვა? ამისთჳს, „რაჲთა გამოჩნდეს მის ზედა დიდებაჲ ღმრთისაჲო“ (9,3).

აჰა ესერა აქა სხუაჲ სიძნელჱ ჩანს. რამეთუ თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲ არს? თჳნიერ მისისა მის ტანჯვისა არა შესაძლებელ იყოა გამო-ჩინებად დიდებაჲ იგი ღმრთისაჲ? არამედ არა ესრეთ თქუმულ არს, თუ შეუძლებელ იყო, რამეთუ შესაძლებელ იყო თჳნიერ მისაცა გამოჩინებად დიდებაჲ ღმრთისაჲ, არამედ რაჲთა მას ზედაცა გამოჩნდეს. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, ვითარმედ: ამისთჳს უსამართლოდ მოიწია ამის ზედა

1 ეზეკ. 18,3,2. 2 2 სჯ. 24,16. 3 გამ. 34,7.

ვნებაჲ იგი, რაჲთა იდიდოს ღმერთი, არამედ მითხარნ ამის ესევითარისა მეტყუელმან: და რაჲ ვნებაჲ მოიწია მის ზედა, დაღაცათუმცა ყოვლადვე არა აღეხილნეს თუალნი მისნი? რამეთუ მე ვიტყჳ, ვითარმედ: უფროჲსი კეთილი ეყო მას სიბრმისა მიერ, რამეთუ შინაგანნი თუალნი აღეხილნეს მას. რამეთუ რაჲ ერგო ჰურიათა თუალთაგან მათთა? არა უმეტესი საშჯელი მოიწია მათ ზედა, რამეთუ თუალნი მიცემულ იყვნეს მათა და დაბრმეს? ხოლო ამას რაჲ ბოროტი ეყო სიბრმისაგან, რამეთუ ამისთჳს აღეხილნეს თუალნი სულისანი? რამეთუ ვითარცა ბოროტნი ამის სოფლისანი არა არიან ბოროტ, ეგრეთვე კეთილნი არა არიან კეთილ, არამედ ოდენ ცოდვაჲ არს ბოროტ, ხოლო სიბრმჱ არა ბოროტ არს. ხოლო რომელმან არაარსისაგან არსად მოიყვანა, ჴელმწიფებაჲ აქუნდა მას, რაჲთამცა ესრეთ დაუტევა.

ხოლო რომელნიმე იტყჳან, ვითარმედ: ესე სიტყუაჲ, რომელსა იტყჳს, თუ: „რაჲთა იდიდოს ღმერთი“, ესე არა მიზეზისაჲ არს, არამედ აღსასრულისაჲ, ვითარცა რაჟამს იტყოდის, ვითარმედ: „შჯად სოფლისა ამის მოსრულ ვარ მე; რომელნი არა ხედვიდეს, და ჰხედვიდენ, და რომელნი ხედვიდეს, დაბრმენ“;1 და კუალად პავლე იტყჳს, ვითარმედ: „გულისხმისსაყოფელი ღმრთისაჲ ცხადად მათა იქმნა, რაჲთა იქმნენ იგინი უსიტყუელ“,2 ხოლო მან არა თუ ამისთÂს უჩუენა, რაჲთა იყვნენ უსიტყუელ. და კუალად სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „შჯული შემოვიდა, რაჲთა განმრავლდეს ნაკლულევანებაჲ“,3 და იგი არა ამისთჳს შემოვიდა, არამედ რაჲთა დაეყენოს ცოდვაჲ.

ჰხედავა, ვითარ იპოვების, რამეთუ აღსასრულისათჳს არს? რამე-თუ ვითარცა ხუროთმოძღუარმან ვინმე ჴელოვანმან ნახევარი აღაშენის სახლისაჲ და ნახევარი დაუტევის, რაჲთა უკუეთუ ვინ იტყოდის აღ-შენებულისა მისთჳს, თუ არა მისი აღშენებული არს, ნაკლულევანისა მის აღსრულებითა გამოაჩინოს, ვითარმედ იგიცა მასვე უქმნიეს, ეგრეთვე ქრისტემან ვითარცა სახლი რაჲმე დარღუეული განაახლის ჩუენი ესე გუამი, რამეთუ ჴელი იგი განჴმელი განკურნა და დაჴსნილნი იგი მუჴლნი განაძლიერნა, მკელობელთა ავლენდა, კეთროვანთა განჰკურნებდა, მკუდართა აღადგინებდა, თუალთა დაბრმობილთა განანათლებდა და არაარსთა შეიქმოდა, რომელ-ესე ყოველნი ბუნებითისა მის უძლურებისა საქმენი იყვნეს, და იგიცა განაცხოველებდა ყოველსავე, რაჲთამცა ესრეთ გამოაჩინა ძალი თჳსი; ხოლო რომელ თქუა, ვითარმედ: „რაჲ-თა გამოჩნდეს დიდებაჲ ღმრთისაჲ“, თავისა თჳსისათჳს იტყჳს და არა მამისათჳს, რამეთუ მისი დიდებაჲ ცხადი იყო. რამეთუ ვინაჲთგან ესმოდა მათ, ვითარმედ: „კაცი მიწაჲ დაჰბადა ღმერთმან ქუეყანით“,4 ამისთჳს

1 იოან. 9,39. 2 შდრ. რომ. 1,19-20. 3 რომ. 5,20; შდრ. რომ. 7,8. 4 შდრ. დაბ. 2,7.

თავადმანცა ეგრეთვე ყო. რამეთუ უკუეთუმცა ეთქუა, ვითარმედ: მე ვარ, რომელმან აღვიღე მიწაჲ ქუეყანით და შევქმენ კაცი, ძნელ იყო სიტყუაჲ ესე წინაშე მათსა, ხოლო ვინაჲთგან საქმით გამოაჩინა ძალი თჳსი, არღარა ურწმუნო იყო საქმჱ მისი. და ამისთჳს აღიღო მიწაჲ ქუეყანით, რომელ-იგი შექმნა ნერწყჳთა,1 და ესრეთ გამოაჩინებს დაფარულსა მას დიდებასა თჳსსა, რამეთუ არამცირედი დიდებაჲ არს, რაჟამს გულისხმაყვეს, რამეთუ ესე არს დამბადებელი დაბადებულთაჲ. რამეთუ ერთისა ამისგან საქმისა ყოველსავე გამოაჩინებს, რამეთუ უზეშთაესისა მის დარწმუნებაჲ უდარესსაცა სარწმუნო-ჰყოფდა, რამეთუ კაცი უპატიოსნეს არს ყოვლისა სოფლისასა. და კუალად ჩუენთა ასოთა შინა უპატიოსნეს ყოველთასა არს თუალი, ამისთჳს არა ლიტონად, არამედ მით სახითა შექმნნა თუალნი, რამეთუ დაღაცათუ მცირე არს ასოჲ იგი, არამედ ყოველთა უმეტეს სარგებელ ეყოფის გუამსა. და ამისთჳს თქუა მოციქულმან, ვითარმედ: „უკუეთუ ყურმან თქუას, ვითარმედ: არა ვარ თუალ, არღარა გუამისაჲ ვარ, ნუუკუე ამისთჳს არა გუამისაგანი არსა?“2 რამეთუ ყოველნივე ასონი ჩუენნი ღმრთისა სიბრძნისა მომასწავებელნი არიან, ხოლო უფროჲს ყოველთასა თუალი, რამეთუ ესე უძღჳს ყოველსავე გუამსა, ესე იქმს შუენიერებასა, ესე შეამკობს პირსა, ესე არს სანთელი ყოველთავე ასოთაჲ, რამეთუ ვითარცა მზჱ არს სოფლისა ნათელ, ეგრეთვე თუალი - გუამისა. უკუეთუ მზჱ დააბნელო, ყოველივე სოფელი წარგიწყმედიეს, და უკუეთუ დააბნელნე თუალნი, ფერჴნიცა უჴმარ იქმნებიან და ჴელნიცა, და სულიცა ვერღარა შემძლებელ არს თავით თჳსით ცნობად საქმეთა, ვინაჲთგან ვერღარას ჰხედვიდეს დაბადებულთაგანსა და ვერცა მოვალს ჭეშმარიტსა გულისხმის-ყოფასა, რამეთუ ხედვითა დაბადებულთაჲთა ვიცნობთ ყოველთა ღმერთსა, „რამეთუ უხილავნი მისნი სოფლის დაბადებითგან დაბადებულთა მიერ ცნობილნი იხილვებიან“.3 ამისთჳს უკუე საცნაურ არს, ვითარმედ არა გუამისა ოდენ, არამედ სულისაცა სანთელი არს თუალი.4 ამისთჳსცა ვითარცა სამეუფოსა ადგილსა დამკჳდრებულ არიან თუალნი, სიმაღლესა მას შინა მსხდომარენი უზეშთაეს სხუათა მათ საცნობელთასა. და მათ დაჰბადებს აწ უფალი და მიანიჭებს უთუალოსა მას, და მერმე რაჲთა არა მოგეგონოს, ვითარმედ ნივთი ეჴმარების მას საქმედ, და რაჲთა სცნა, ვითარმედ არა ეჴმარებოდა მას პირველითგან თიჴაჲ იგი, რამეთუ რომელმან არაარსისაგან უზეშთაესნი იგი ბუნებანი დაჰბადნა, ესემცა უნივთოდ ვერ ქმნაა? ხოლო რაჲთა სცნა, ვითარმედ არა თუ ნივთი ეჴმარებოდა მას ამისა ქმნად, რამეთუ ამისთჳს აღიღო თიჴაჲ, არამედ რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ იგი არს, რომელმან პირველ მიწისაგან დაჰბადა კაცი, ამისთჳს

1 შდრ. იოან. 9,6. 2 1 კორ. 12,16. 3 შდრ. რომ. 1,20. 4 შდრ. მათ. 6,22; ლუკ. 11,34.

სცხო რაჲ თიჴაჲ იგი და ჰრქუა, ვითარმედ: „წარვედ და დაიბანე“,1 რაჲთა სცნა, ვითარმედ: არა მეჴმარების მე თიჴაჲ შესაქმედ თუალთა, არამედ რაჲთა გამოჩნდეს დიდებაჲ ჩემი. რაჲთა სცნა, ვითარმედ მისთჳს იტყოდა: რაჲთა გამოჩნდეს დიდებაჲ ჩემი, ამისთჳს შესძინა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჩემდა ჯერ-არს ქმნად საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა“ (9,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: ჩემდა ჯერ-არს დამორჩილებაჲ თავისა ჩემისაჲ და ქმნაჲ საქმეთაჲ, რომელნი შემძლებელ არიან გამოჩინებად, ვითარმედ ძალ-მიც ქმნად საქმეთა, რომელთა იქმს მამაჲ, და არა ოდენ მსგავსთა მისთა, არამედ თჳთ მათვე. რამეთუ ესე უმეტესისა განუყოფელობისა სახე არს. ვინ უკუე შემძლებელ არს თუალთა შედგმად მისა, რომელი-იგი საქმეთა მათ მამისათა იქმს? რამეთუ არა თუ ოდენ დაჰბადა თუალი, არცა აღუხილა ოდენ, არამედ ხედვაჲცა მიანიჭა, რომელ არს სახჱ სულისა შთაბერვისაჲცა, რამეთუ უკუეთუ იგი არა იქმოდის, თუალი დაღაცათუ სრულ იყოს, ვეროდეს შემძლებელ არს ხედვად. აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ ძალიცა იგი სულისაჲ მისცა და ჴორციელადცა დაჰბადა ასოჲ იგი და შარიანნი და ძარღუნი და სისხლი და სხუაჲ ყოველივე, რომელთაგან შენაწევრებულ არს გუამი ჩუენი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჩემდა ჯერ-არს საქმჱ, ვიდრე დღე არსღა“ (9,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არიან სიტყუანი ესე? ანუ რაჲ არს ძალი მათი? ისმინეთ უკუე, რამეთუ ესევითარი არს სიტყუაჲ მისი, ვითარმედ: „ვიდრეღა არს დღჱ ესე“, ესე იგი არს, ვითარმედ: ვიდრეღა კეთილ არს კაც-თათჳს, უკუეთუ ირწმუნონო ჩემი, და სარგებელ არს მათდა, ვიდრემდის სოფელსა ამას შინა არიან და მიცემულ არს ჟამი კეთილთა საქმეთა ქმნისაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვალს ღამე“ (9,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს: მოვალს აღსასრული და საუკუნოჲსა მის ჟამი, რაჟამს ვერღარავინ შემძლებელ არს ქმნად, რამეთუ არცაღა სარწმუნოებაჲ შეეწევის მაშინ, არცა სინანული; რამეთუ „საქმედ“ სარწმუნოებასა იტყჳს, ვითარცა-იგი ჰკითხეს რაჲ, ვითარმედ: „რაჲ ვყოთ, რაჲთა საქმესა ღმრთისასა ვიქმოდით?“2 ჰრქუა მათ, ვითარმედ: „ესე არს საქმჱ ღმრთისაჲ, რაჲთა გრწმენეს, რომელი მან მოავლინა“.3 ხოლო ვითარ ვერვინ იქმს მაშინ ამას საქმესა? ამისთჳს, რამეთუ არცა სარწმუნოება არს მაშინ, არამედ უნებლიაჲთ მორჩილ იყვნენ ყოველნივე. რამეთუ თავადი ყოველსავე კეთილისათჳს მათისა იქმოდა, რაჲთამცა ჰრწმენა აქავე, რამეთუ მუნ არღარაჲ არს სარგებელი მათი. და ამისთჳს თავადი მივიდა ბრმისა მის თანა და არა თუ ბრმაჲ მის თანა, რამეთუ ესე

1 იოან. 9,7. 2 იოან. 6,28. 3 იოან. 6,29.

საცნაურ არს, ვითარმედ იგი ღირს იყო განკურნებასა, და უკუეთუმცა ჰხედვიდა, მაშინცამცა ერწმუნა, ანუ თუ ასმიოდამცა ვისგანმე მისთჳს. და ესე საცნაურ არს უკუანაჲსკნელისა მის სიმჴნისა და სარწმუნოებისა მისისა, რამეთუ არა შეორგულდა ყოვლადვე, არცა თქუა, თუ: რაჲ არს საქმჱ ესე, რამეთუ თიჴაჲ შექმნა და მცხო თუალთა ჩემთა და მრქუა: „წარვედ და დაიბანე სილოამს“?1 არა შემძლებელ არსა, უკუეთუ არს მის თანა ძალი განკურნებად და ესრეთ წარვლენად სილოამს? რამეთუ მრავალგზის განბანილ ვარ მუნ, და არარაჲ სარგებელ ქმნილ არს ჩემდა. უკუეთუმცა ძალი რაჲმე აქუნდა, აწმცა განმკურნა თჳთ. ვითარცა-იგი ნემან იტყოდა ელისჱსთჳს, რაჟამს-იგი უბრძანა მან წარსლვაჲ და განბანაჲ იორდანეს, და იგი ურწმუნო იყო.2 ხოლო ბრმამან მან არა ესრეთ ქმნა, არცა ურწმუნო იქმნა, არცა სიტყუა-უგო, არცა ორგულ იქმნა, თუ: ვისდა აღუხილვან თუალნი თიჴითა? არარაჲ თქუა ესევითარი. ჰხედავა სარწმუნოებასა ამას მტკიცესა?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვალს ღამე“ (9,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: გამოაჩინებს ამის მიერ, ვითარმედ შემდგომად ჯუარცუმისაცა ეგულებოდა ზრუნვაჲ უშჯულოთათჳს და მოყვანებაჲ სარწმუნოებად მრავალთა, რამეთუ ჯერეთ დღე არსო, ხოლო ამისა შემდგომად სრულიად განჰყოფს მათ. და ამას მოასწავებდა და იტყოდა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიდრემდე სოფელსა შინა ვიყო, ნათელი ვარ სოფლისაჲ“ (9,5).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა-იგი სხუათაცა ეტყოდა, ვითარმედ: „ირწმუნეთ, ვიდრე ნათელი თქუენ თანა არს“.3 ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, თუ: ვითარ, რომელ პავლე „ღამედ“ სახელ-სდებს ამას ცხორებასა და მას - „დღედ“, და ქრისტე - ამას „დღედ“ და მას „ღამედ“? არამედ არა თუ პავლე ქრისტეს წინააღუდგების, - ნუ იყოფინ! - არამედ ეგრეთვე იტყჳს იგიცა, ვითარცა უფალი; დაღაცათუ სიტყუანი არა ერთ არიან, არამედ ძალი ერთ არს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ღამჱ წარვალს, ხოლო დღჱ მოახლებულ არს“.4 და „ღამედ“ უწესს ამას ცხორებასა მათთჳს, რომელნი ურწმუნოებასა შინა არიან და ბოროტსა, გინა თუ შემსგავსებითა მას დღესა; ხოლო ქრისტე „ღამედ“ იტყჳს მას საუკუნესა ამის პირისათჳს, რამეთუ საქმჱ მაშინ არარაჲ იქმნების, არცა ცოდვაჲ, არცა სათნოებაჲ, ხოლო ამას ცხორებასა უწოდა „დღედ“, რამეთუ უკუეთუ ვის ენებოს, ძალ-უც ქმნაჲ კეთილისაჲ; და პავლე „ღამედ“ უწოდა ამას ცხორებასა, რამეთუ ბნელსა შინა არიან, რომელნი უკეთურებით და ურწმუნოებით იქცევიან მას შინა.

1 შდრ. იოან. 9,6-7. 2 შდრ. 4 მეფ. 5,9-12. 3 შდრ. იოან. 12,35-36. 4 შდრ. რომ. 13,12.

სწავლაჲ ნვ მოწყალებისათჳს

მორწმუნეთა უკუე ასწავებდა იგი და იტყოდა, ვითარმედ: „ღამე წარვალს, და დღე მოახლებულ არს“, ვითარმცა ეგულებოდა მათ დიდებისა მის მოღებად და ნათლისა საუკუნოჲსა. და „ღამედ“ ძუელსა მას კაცსა სახელ-სდებს და ძუელსა მას ცხორებასა, რამეთუ იტყჳს: „აღვიძუარცნეთ საქმენი ბნელისანი“.1 ჰხედავა, რამეთუ ბოროტთა საქმეთა ქმნასა უწესს „ღამედ“? ამისთჳს „ვითარცა დღისი, ცხადად შუენიერად ვიდოდით“,2 რაჲთა ნათელი იგი საუკუნო მოგუეცეს. რამეთუ უკუეთუ ესე ნათელი ესრეთ კეთილ არს, გულისხმა-ყავ, თუ რაბამ იყოს იგი, რამეთუ რაოდენ მცირისა სანთლისა ნათელსა მზისა ბრწყინვალებაჲ უმჯობეს არს და უდიდებულეს? და ამისთჳს თქუმულ არს, ვითარმედ: „მზეცა დაბნელდეს“3 მის ნათლისა დიდებულებისაგან. ხოლო უკუეთუ ამას სოფელსა შინა სახლთა ნათელთა და შუენიერთათჳს ფრიადსა ვიქმთ წარსაგებელსა და შრომასა, არა ჯერ-არსა, რაჲთა სრულიად ჴორცნი ჩუენნი მოვაკუდინნეთ და წარვწყმიდნეთ, რაჲთა საუკუნესა მას მოვიგოთ სოფელი დიდებული, სადა-იგი ნათელი თუალშეუდგამი არს? რამეთუ აქა ჭირი გჳჴმს და შფოთნი და საშჯელნი და შურნი სხუათა თანა, ხოლო მუნ არარაჲ არს ესევითარი: არცა შური, არცა ჴდომაჲ, არცა საშჯელი ზღვართათჳს. და ამის სოფლისა საყოფელთა უეჭუელად დატევებაჲ თანაგუაც, ხოლო იგი საუკუნოდ ჰგიეს; და ესე ყოველი წარჴდეს, ხოლო იგი დაუძუელებელ არს. ამას, გლახაკი თუ იყოს, ვერ მოიგებს, ხოლო მისი ორითა დანგითა შესაძლებელ არს მოგებაჲ, ვითარცა ქურივმან მან ქმნა.

ამისთჳს მწუხარე ვარ, რომელ ესეოდენნი კეთილნი ჩუენდა წინამდებარე არიან, და ჩუენ ესრეთ უდებ ვართ. რაჲთამცა აქა ბრწყინვალენი სახლნი აღვაშენენით, მოსწრაფე ვართ, ხოლო მუნ არა გუნებავს, რაჲთამცა მცირეცა საყოფელი მოვიგეთ. რამეთუ სადა გიყუარს ყოფაჲ შენ სოფელსა ამას: ქალაქსა სამეუფოსა ანუ ადგილსა უდაბნოსა? არა სამეუფოთა მათ საყოფელთა შინა გირჩევიეს ყოფაჲ? ხოლო მე წარგიყვანებ შენ ქალაქად, რომლისა ჴელოვანი და აღმაშენებელი უფალი არს. მუნ, გევედრები, რაჲთა აღაშენო მცირედითა საფასითა და მცირედი-თა შრომითა სახლი, რომელსა უფლისა ჴელნი აღაშენებენ, და იგი არს ჭეშმარიტი მონაგები, ხოლო ამის სოფლისაჲ ყოველივე ცუდ არს და ამაო და საქმეცა უგულისხმოებისაჲ. მითხარღა, უკუეთუმცა ქუეყანასა სპარსეთისასა მიგიყვანა ვინ ხილვად ქუეყანისა მის და მასვე ჟამსა მოქცევ-

1 რომ. 13,12. 2 შდრ. რომ. 13,13. 3 მათ. 24,29.

ად, და მერმეცა გეტყოდა აღშენებად მუნ სახლთა და ტაძართა დიდთა, არამცა აბრალეა უგუნურებასა მისსა, რამეთუ ესრეთ ამაოჲსა წარსაგებელისა ყოფასა გაწუევს? ვითარ უკუე აქა იქმ სოფელსა შინა, რომელი შემდგომად მცირედისა ჟამისა წარსლვად ხარ ამიერ? ანუ იტყჳა, თუ: შვილთა დაუტეო? არამედ მათცა დატევებაჲ თანააც ყოვლისაჲვე მცირედ შემდგომად შენსა, და ნუუკუე უწინარეს შენსაცა დაუტევონ, და არს ესე ყოველი შრომაჲ ცუდი. ხოლო მუნ ესევითარი არარაჲ არს, არამედ შეურყეველ არს მონაგები, რომელი-იგი მოეგოს. მის მონაგებისა მმარხველი ქრისტე არს, მას მონაგებსა ზრუნვანი და საურავნი არა უჴმან, რამეთუ რაჟამს ღმერთი იყოს მოქმედ საქმესა, რადღა საჴმარ არს ზრუნვაჲ და ჭირი? რამეთუ იგი ყოველსა საფასესა შენსა, რომელ მისცე გლახაკთა, აღიღებს და აღგიშენებს მუნ სახლსა. და არა ესე ოდენ არს საკჳრველი, არამედ უფროჲსად ესეცა, რომელ ესევითარსა აღაშენებს, ვითარი შენდა სათნო იყოს, რამეთუ ჴელოანი არს კეთილი და ფრიად ეწყალი შენ. და უკუეთუ გლახაკ იყო და აღაშენებდე სახლსა მას, არა მოიწიოს შენ ზედა სხუათა მიერ შური, რამეთუ არავინ ხედავს მას მო-შურნეთაგანი, არამედ ანგელოზნი ხედვენ მას, რომელთა ფრიად უხარის კეთილი შენი, და მეზობელ შენდა არა არიან კაცნი ბოროტნი, არამედ წმიდანი იგი და კეთილნი: პეტრე და პავლე და იოვანე და მსგავსნი მათნი, წინაჲსწარმეტყუელნი, მოწამენი, ანგელოზნი და მთავარანგელოზნი.

ამისთჳს უკუე, ძმანო, წარვაგოთ ჩუენი ყოველივე გლახაკთა ზედა, რაჲთა ესევითარნი იგი საყოფელნი ვპოვნეთ, რომელთაცა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.