მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 9:8

7. და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა, რომელი ითარგმნების „მოვლინებულად“. წარვიდა კაცი იგი და დაიბანა, მოვიდა და ხედვიდა.8. ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილვა იგი პირველად, რამეთუ მთხოველი იყო, იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი ზინ და ითხოვნ?9. სხვანი იტყოდეს: ესე არს; ხოლო რომელნიმე იტყოდეს: არა, არამედ მსგავსი მისი არს; ხოლო იგი იტყოდა: მე ვარ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 9
8. ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილვა იგი პირველად, რამეთუ მთხოველი იყო, იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი ზინ და ითხოვნ?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილვა იგი პირველ, რამეთუ მთხოველ იყო, იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი ზინ და ითხოვნ? და სხუანი იტყოდეს: ესე არს; ხოლო რომელნიმე იტყოდეს: არა, არამედ მსგავსი მისი არს“ (9,8-9).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ საკჳრველებამან მან საქმისამან ურწმუნოებადცა მოიყვანნა იგინი ესეოდენთა მათ საქმეთა ზედა, რომელნი იქმნნეს არა ურწმუნო-ქმნისათჳს. ხოლო იგინი იტყოდეს: „არა ესე არსა, რომელი ზინ და ითხოვნ?“ ეჰა ღმრთისა კაცთმოყუარებაჲ! ვითარ ესრეთ მთხოველთა მათ და უნდოთა ყოვლითა მოსწრაფებითა განჰკურნებდა, რაჲთამცა ამასცა ზედა ჰურიანი სირცხჳლეულ-ყვნა, ვითარმედ არა მთავართა და დიდებულთა, არამედ გლახაკთაცა და უნდოთა მასვე ღუაწლსა ღირს-ჰყოფდა, რამეთუ ყოველთა ცხორებისათჳს მოსრულ იყო იგი. ხოლო რაჟამს იგინი იჭუეულ იყვნეს, მან თქუა, ვითარმედ: „მე ვარ“ (9,9). არა ჰრცხუენა მას პირველისა მის სიბრმისა მისისათჳს, არცა შეშინდა მათისა გულისწყრომისაგან, არცა ინება არაქადაგებაჲ ქველისსაქმისაჲ მის.

მოძღვრება კვირიაკესა ზედა შობითგან ბრმისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

რისთვის კითხეს, ძმანო ჩემნო, უფალსა მოწაფეთა მისთა: ვინ სცოდა ამან ანუ მშობელთა ამისთა რამეთუ ბრმა იშვა? მისთვის რომელ ებრაელნი ფიქრობდენ, უკეთუ კაცი დაბრმავდა, ანუ სხვა რომელიმე უბედურება ანუ სნეულება დაემართა, ეს მოხდა უთუოდ მისთვის, რომელ ანუ მან სცოდა ანუ ეწია მას ცოდვა მშობელთა მისთა. მაშა-სადამე ჰაზრისამებრ ებრაელთასა ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. ახლაც ესრეთ ფიქრობს ყოველი, უბრალო დაბალი სოფლის კაცი.

რა უპასუხა მაცხოვარმან მოწაფეთა მისთა? თანახმა იყოა მაცხოვარი ამ ჰაზრისა, ესე იგი, ვითომც ყოველი კაცის სენი და უბედურება არის ნიშანი და შედეგი რომლისამე მისისა ცოდვისა? თუმცა მაცხოვარმან მოწაფეთა თვისთა აუხსნა, რომელ ის ბრმა განგებითა ღვთისათა იშვა ბრმად, რათა იდიდოს სახელი ღვთისა მისგან; გარნა ვიცით ჩვენ ნამდვილად სახარებისაგან, რომელ მაცხოვარიცა ესრედ ფიქრობდა და გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოც და თვრამეტის წლის განრღვეული, მდებარე სარეცელსა ზედა, მაშინ უთხრა მას: აჰა ცოცხალ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის