მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 10:24

23. და მიექცა მოწაფეთა მისთა თჳსაგან და ჰრქუა: ნეტარ არიან თუალნი, რომელნი ხედვენ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ყურნი, რომელთა ესმის რომელი თქუენ გესმის.24. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მეფეთა უნდა ხილვაჲ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ვერ იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და ვერ ესმა.25. და აჰა ესერა სჯულის-მეცნიერი ვინმე აღდგა და გამოსცდიდა იესუს და ეტყოდა: მოძღუარ, რაჲ ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 10
24. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მეფეთა უნდა ხილვაჲ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ვერ იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და ვერ ესმა.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეათე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 10; მ. 1-3]

1. და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად. 2. და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა. 3. წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა.

გამოსვლათა წიგნში წერია: „მივიდნენ ელიმში. იქ იყო თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი ფინიკის ხე“ (გამოსვლა. 15,27). რაც მოხდა მაშინ ისტორიულად და ხატოვნად, ის აღსრულდა ახლა სინამდვილეში. ელიმი - ნიშნავს აღსვლას. ამით აღინიშნება არაფერი სხვა, თუ არა ის, რომ ჩვენ ვაღწევთ რა უსრულყოფილეს გაგებასა და სულიერ ასაკს და არ ვჩერდებით, როგორც ებრაელები, სჯულზე, არამედ ვერთვით ქრისტიანობას, ვიპოვით თორმეტ წყაროსთვალს, ან თორმეტ უპირატეს მოციქულს, რომელნიც არსებითად არიან წყარონი ყოველგვარი უტკბილესი მოძღვრებისა. ვპოვებთ ასევე სამოცდაათ ფინიკის ხეს, ანუ (სამოცდაათ მოციქულს). ისინი არ იწოდებიან წყაროსთვლებად, არამედ ფინიკებად, როგორც ისინი, ვისაც ზრდიან და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სოფელმან იგი ვერ იცნა“ (1,10).:

...ლო იაკობს და მამასა მისსა, ვითარცა პაპსაცა, ესრეთ ეჩუენებოდა და ეტყოდა და მრავალსა კეთილსა აღუთქუმიდა მიცემად, რომელი-იგი აღასრულაცა. ხოლო ვითარ იგივე კუალად თავადი იტყოდა, ვითარმედ: „მრავალთა წინაჲსწარმეტყუელთა სწადოდა ხილვად, რომელსა ჰხედავთ თქუენ, და ვერ იხილეს, და სმენად, რაჲ-ესე თქუენ გესმის, და არა ესმა”? ხოლო რაჲსათჳს, ნუუკუე არა მიიღესა გულისხმის-ყოფაჲ და იცნეს იგი? ჰე, ფრიადცა კეთილად იცნეს, და ესე საქმჱ გამოვაჩინო თჳთ ამისვე სიტყჳსაგან. იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ არა იცნეს, რამეთუ იტყჳს: „მრავალთა სწადოდა ხილვად, რომელსა თქუენ ჰხედავთ“. საცნაურ არს უკუე, ვინაჲთგან სწადოდა ხილვად, იცოდეს სამე მოსლვაჲ მისი კაცთა თანა. და უკუეთუმცა არა იცოდეს, არცამცა სწადოდა ხილვად, რამეთუ არავის მოეგონების საქმჱ, რომელსა არა იცნობდეს, არცა ჰსურის მისთჳს. და საცნაურ არს, ვითარმედ იცნობდეს იგინი ძესა ღმრთისასა და იტყოდეს, ვითარმედ: მოსლვად არს კაცთა თანა. ხოლო რომელ იტყჳს, ვითარმედ: „არა იხილეს, არცა ესმა, რომელსა აწ თქუენ ჰხედავთ და გესმის“, განჴორციელებისა მისისათჳს იყო სიტყუაჲ იგი, რამეთუ ჴმაჲცა ესმა მისი და იხილესცა, გარნა არა ესრეთ განჴორციელებული, არა კაცთა თანა ქცევით, არცა ესრეთ განცხადებულად ქუეყანასა ზედა მყოფი, და ამისთჳს თავადმანცა ა...

სრულად ნახვა