მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 10:3

2. და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა.3. წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა.4. ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერჴთაჲ და ნუცა ვის გზასა ზედა მოიკითხავთ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 10
3. წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეათე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 10; მ. 1-3]

1. და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად. 2. და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა. 3. წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა.

გამოსვლათა წიგნში წერია: „მივიდნენ ელიმში. იქ იყო თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი ფინიკის ხე“ (გამოსვლა. 15,27). რაც მოხდა მაშინ ისტორიულად და ხატოვნად, ის აღსრულდა ახლა სინამდვილეში. ელიმი - ნიშნავს აღსვლას. ამით აღინიშნება არაფერი სხვა, თუ არა ის, რომ ჩვენ ვაღწევთ რა უსრულყოფილეს გაგებასა და სულიერ ასაკს და არ ვჩერდებით, როგორც ებრაელები, სჯულზე, არამედ ვერთვით ქრისტიანობას, ვიპოვით თორმეტ წყაროსთვალს, ან თორმეტ უპირატეს მოციქულს, რომელნიც არსებითად არიან წყარონი ყოველგვარი უტკბილესი მოძღვრებისა. ვპოვებთ ასევე სამოცდაათ ფინიკის ხეს, ანუ (სამოცდაათ მოციქულს). ისინი არ იწოდებიან წყაროსთვლებად, არამედ ფინიკებად, როგორც ისინი, ვისაც ზრდიან და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი და წინაშე მათსა ვიდოდის“ (10,3-4).:

...ესრეთ არს საქმჱ მწყემსისაჲ, რამეთუ მწყემსი უკუანა შეუდგების ცხოვართა და არა წინა. არამედ ესე გამოაჩინებს, ვითარმედ ყოველთა წარუმართოს ჭეშმარიტებისა მიმართ, და ამისთჳს წინააღმდგომად სხუათა მწყემსთასა იქმს, ვითარცაიგი წარ-რაჲ-ავლენდა ცხოვართა შორის მგელთასა, ; რომელი-იგი ფრიად საკჳრველ არს ესე მწყემსობაჲ. და ამას ადგილსა ბრმისათჳსცა მოასწავებს, რამეთუ მოუწოდა მას შორის ჰურიათა, და მან ჴმაჲ მისი ისმინა და შეუდგა მას.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და უცხოსა არა შეუდგენ, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ“ (10,5).

თ ა რ გ მ ა ნ ი: თევდას და იუდას და მსგავსთა მათთა იტყჳს აქა და რომელნი შემდგომად მისა მოსლვად იყვნეს, და უჩუენა, ვითარმედ განყოფილ იყო იგი მათგან. და პირველად ყო მისგან განყოფაჲ წერილთა მიერ, რამეთუ იგი ყოველსავე მსგავსად წერილისა იქმოდა, ხოლო იგინი - არა; და მეორჱ განყოფილებაჲ ქმნა ცხოვართა განყოფილებისაგან, რამეთუ არა ვიდრეღა აქა იყო ოდენ, არამედ შემდგომად აღსრულებისაცა ჰრწმენა მისი, ხოლო იგინი მეყსეულად დაუტევნეს; და კუალად მესამედ, რამეთუ იგინი მოვიდეს, ვითარცა მძლავრნი, ხოლო ესე ივლტოდა ყოვლისაგანვე კაცობრივისა დიდებისა; და მერმე, რამეთუ ესე ცხორებისათჳს ცხოვართაჲსა ისწრაფდა მარა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ იე სათნოდ ღმრთისა მოქალაქობისათჳს:

...არა აქო უფალმან საქმე მათი; ხოლო სამარიტელი იგი საქებელ-ყო, ვითარ შეიწყალა უცხოჲ და უცნაური, რომელსა არა აქუნდა მისა მიმართ თჳსებაჲ: აღსუა იგი კარაულსა თჳსსა და მიიყვანა ყოველთა სადგურსა და კეთილად იღუაწა და სასყიდელი კურნებისა მისისაჲ მისცა ყოველთა სადგურისა მოღუაწესა მას და უმეტესისაცა მიცემაჲ აღუთქუა. ეგრეთვე ჩუენცა თანაგუაც ყოფად ძმათა მიმართ, რამეთუ ჩუენცა ვიყვენით წყლულ და მომწყდარ, და უფალმან გჳღუაწნა წყალობით. ვითარ უკუე არა ვიღუაწნეთ ჩუენცა ძმანი და მოყუასნი ჩუენნი, გინა თუ ჴორციელად ვიხილნეთ წყლულნი და ჭირვეულნი, გინა თუ სულიერად? არამედ თანაწარვჴდეთ უწყალოდ? და ვითარ მოვიღოთ ჩუენ ღმრთისაგან წყალობაჲ?

ესევითარი ესე წესი შევიკრძალოთ, ძმანო: პირველად ჩუენ შორის მყოფთა ბრძოლათა შფოთი განვაქარვოთ შეწევნითა უფლისაჲთა და ჴორცნი სულსა დავამორჩილნეთ და ვყოთ მათ შორის მშჳდობაჲ კეთილი, მერმე გარეშეცა მშჳდობაჲ მოვიგოთ ძმათა მიმართ, და კუალად ბრძოლისა მის და შფოთისა მოყუასთა ჩუენთაჲსა, გინა თუ სულიერისა, გინა თუ ჴორციელისა, განქარვებად ვისწრაფოთ, რაჲთა ვიყვნეთ ყოვლით კერძო მშჳდობისმყოფელ და ძედ ღმრთისა ვიწოდნეთ ბრძანებისა მისებრ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.

ისმინეთ თქუენცა, მეშფოთენო და მოლალენო მოყუასთა მიმართ! ისმინეთ და გულ...

სრულად ნახვა