მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 10:8

7. მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა, ნუ მიხუალთ სახლითი სახლად.8. და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინა-დაგებულსა თქუენსა9. და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 10
8. და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინა-დაგებულსა თქუენსა
ლუკას სახარების განმარტება თავი მეათე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 10; მ. 1-3]

1. და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად. 2. და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა. 3. წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა.

გამოსვლათა წიგნში წერია: „მივიდნენ ელიმში. იქ იყო თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი ფინიკის ხე“ (გამოსვლა. 15,27). რაც მოხდა მაშინ ისტორიულად და ხატოვნად, ის აღსრულდა ახლა სინამდვილეში. ელიმი - ნიშნავს აღსვლას. ამით აღინიშნება არაფერი სხვა, თუ არა ის, რომ ჩვენ ვაღწევთ რა უსრულყოფილეს გაგებასა და სულიერ ასაკს და არ ვჩერდებით, როგორც ებრაელები, სჯულზე, არამედ ვერთვით ქრისტიანობას, ვიპოვით თორმეტ წყაროსთვალს, ან თორმეტ უპირატეს მოციქულს, რომელნიც არსებითად არიან წყარონი ყოველგვარი უტკბილესი მოძღვრებისა. ვპოვებთ ასევე სამოცდაათ ფინიკის ხეს, ანუ (სამოცდაათ მოციქულს). ისინი არ იწოდებიან წყაროსთვლებად, არამედ ფინიკებად, როგორც ისინი, ვისაც ზრდიან და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მვ ვითარმედ სათნოებაჲ უაღრეს არს სასწაულთა, რამეთუ უმეტესად მისგან განბრწყინდეს წმიდანი:

...რა თქუა, თუ: ისწავეთ ჩემგან, რამეთუ ვიმარხე ორმეოც დღე და ყოვლადვე მარხვით აღვასრულებ დღეთა, თჳნიერ ოდეს სადა განგებულებით ჯერ-იყოს ჭამაჲცა, არამედ არარაჲ თქუა ესევითარი, გარნა ესე ხოლო: „მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“. და წარავლენდა რაჲ მოწაფეთა, მარხვისათჳს არაჲ ჰრქუა, რამეთუ წერილ არს: „წინადაგებული თქუენი ჭამეთ“. ხოლო უპოვარებისათჳს და საჴმართა შეურაცხებისა ფრიადი კრძალულებაჲ ამცნო: „ნუ მოიგებთო ოქროსა გინა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელ-თა, ნუცა ვაშკარანსა, ნუცა ორსა სამოსელსა“. ხოლო ამას რაჲ ვიტყჳ, არა თუ მარხვასა ვსძაგებ. ნუ იყოფინ! არამედ ფრიადცა ვაქებ მას და მიყუარს და უწყი მისგან ფრიადი სარგებელი. გარნა ამას გეტყჳ ფრიად: უკუეთუ სხუანი მცნებანი შეურაცხ-ჰყვნეთ, ნუ ჰგონებთ, თუმცა ესე ხოლო კმა იყო ცხორებად თქუენდა. რამეთუ არა უზეშთაესი საზომი უპყრიეს სათნოება-თაჲ მარხვასა, არამედ უდარესი. ხოლო მაღალი იგი საზომი უპყრიეს სიყუარულსა, სიმდაბლესა, სიმშჳდესა, სახიერებასა და მოწყალებასა. ესენი ქალწულებასაცა წარჰჴდეს ფრიად.

აწ უკუე გნებავს თუ სწორ მოციქულთა ყოფად, ძმაო, არარაჲ არს დამაყენებელ. ესე სათნოებანი მოიგენ და არარაჲთა უდარეს იყო მათსა და ნურარას ყოვლადვე ეძიებ სასწაულთა. რამეთუ შეწუხნებ...

სრულად ნახვა