...(შდრ. ზირ. 10,12) არამცა გარდამოვრდომილ იყო ზეცით ეშმაკი, უკუეთუმცა არა ამით სენითა შეპყრობილ იყო. ამან შთაჴადა იგი გეჰენიად; ესე იქმნა მიზეზ ბევრეულთა ბოროტთა, რომელ-ესე მარტოდ შემძლებელ არს ყოვლისავე სათნოებისა განრყუნად, რამეთუ „მაღალი იგი წინაშე კაცთა საძაგელ არს წინაშე ღმრთისა“. არა სამე სიძვაჲ ოდენ შეაგინებს კაცსა, არამედ ესეცა. რამეთუ სიძვაჲ დაღაცათუ ბოროტ არს, არამედ აქუს მიზეზად გულისთქუმაჲ ჴორცთაჲ, ხოლო ამპარტავანებისა მიზეზი არცა ერთი არს, არამედ სენი არს ბოროტი სულისაჲ, უგულისხმოებისაგან შობილი; რამეთუ არარაჲ არს უბოროტეს კაცისა ამპარტავანისა, დაღაცათუ ფრიად მდიდარ იყოს, არარაჲ არს უუგუნურეს მისა, დაღაცათუ ყოველი სიბრძნე კაცთაჲ ესწაოს და ყოველი ძალი მას აქუნდეს. რამეთუ უკუეთუ რომელი სათნოებასა და მოღუაწებასა ზედა ზუაობდეს, ყოველსა მას სასყიდელსა მისსა წარსწყმედს, უკუეთუ რომელი სიზმარ-თა და აჩრდილთა ზედა ზუაობდეს, რომელ არს ამის სოფლისა დიდებაჲ, მისთჳს რაჲ ვთქუა? რამეთუ მსგავს არს კაცსა, რომელი სიყმილითა და სიგლახაკითა მოკუდებოდის, და უკუეთუ სადამე იხილოს სიზმარი რაჲმე კეთილი, მას ზედა მაღლოოდის.
უბადრუკო კაცო, სული შენი ბევრეულითა სენითა სავსე არს, და შენ რომელ ოქროჲ და ვეცხლი გაქუს, ამისთჳს გო...