მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 16:18

17. უადვილეს არს ცისა და ქუეყანისა წარსლვაჲ ვიდრეღა სჯულისა ერთი რქაჲ დავრდომად.18. ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი და სხუაჲ შეირთოს, მან იმრუშა; და რომელმან განტევებული ქმრისაგან შეირთოს, მანცა იმრუშა.19. კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 16
18. ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი და სხუაჲ შეირთოს, მან იმრუშა; და რომელმან განტევებული ქმრისაგან შეირთოს, მანცა იმრუშა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲგ სარწმუნოებისათჳს:

...აძაგელ არს საქმჱ ესე წინაშე ღმრთისა, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ ვინ განუტევოს ცოლი თჳსი გარეშე სიტყჳსა სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, მან იმრუშა და ცოლიცა თჳსი შთააგდო მრუშებასა“. ; (19,9); ; რამე-თუ ბოროტ არს სიძვაჲ, ბოროტ! და უკუდავსა საშჯელსა მოაწევს კაცსა ზედა მოქმედსა მისსა, და ამასცა სოფელსა ყოველი მსიძავი ბოროტითა ცხორებითა იყოფების და მონა არს ბოროტისა, რამეთუ სახლსა უცხოსა შევალს შიშითა და ძრწოლითა დიდითა და ყოველთა მიმართ იჭუეულ არნ, მონათა მიმართ და თავისუფალთა.

ამისთჳს გევედრები, განეშორენით ამას ბოროტსა სენსა, და რომელნი არა განეშორებით ამას ბოროტსა, წმიდასა ეკლესიასა ნუ შეხუალთ. რამეთუ არავინ ცხოვარი მღიერითა სავსჱ შეიყვანის მრთელთა თანა, არამედ შორს-ჰყოფნ მათგან, ვიდრემდის მისი იგი სენი აღიჴოცნის. რამეთუ ჩუენ ასონი ვართ ქრისტესნი, და ნუმცა ვიქმნებით ასო მეძვისა, რამეთუ ადგილი ესე არა სამეძვოჲ არს, არამედ ეკლესიაჲ. ხოლო შენ უკუეთუ ასონი მეძვისანი გქონან, ეკლესიასა შინა ნუ დასდგები, რაჲ-თა არა შეურაცხ იქმნეს წმიდაჲ ესე ადგილი. რამეთუ ვითარ თავს-იდებ შემდგომად ესეოდენთა აღთქუმათა და ბრწყინვალებათა ქორწი...

სრულად ნახვა