მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 16:20

19. კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ.20. გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქუე ძურებოდა.21. და გული-ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან, გარდამოცჳვნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა. არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ჰლოშნიდეს წყლულსა მას მისსა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 16
20. გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქუე ძურებოდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კზ გლახაკთმოწყალებისათჳს:

...? რამეთუ დედანიცა მეძავნი ესრეთ იმკვებიან და უმეტესადცა; არამედ ჭეშმარიტი სამკაული სათნოებაჲ არს, რომელი შუენიერ-ჰყოფს სულსა. ამას მარადის ვიტყჳ და თქუმად არა დავსცხრები, რამეთუ არა მეწყალიან ესეზომ გლახაკნი, რაზომ თქუენნი სულნი. იხილეთ, თუ უწყალოებამან მდიდრისამან ვის უფრო ავნო, ლაზარეს ანუ თჳთ მას? ეგრეთვე თქუენ უფროჲსად გევნოს უწყალოებითა, ვიდრეღა გლახაკთა, და მათვე სიტყუათა მდიდრისათა იტყოდით ცეცხლსა მას შინა და არა ჰპოვებდეთ წყალობასა. არამედ ნუმცა ვის ასმია ჴმაჲ იგი, გარნა წიაღთამცა აბრაჰამისთა მიწევნულ ვართ ყოველნი მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა