📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ, და გრწმენეს? და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი გარდამოჴდა ზეცით, ძჱ კაცისაჲ, რომელი არს ცათა შინა“ (3,12-13).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა მრავალგზის მითქუამს, აწცა მასვე ვიტყჳ, ვითარმედ ენება იესუს, რაჲთამცა მაღალნი იგი სიტყუანი ღმრთეებისა თჳსისათჳს გამოთქუნა, გარნა უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა მრავალგზის არა იქმს ამას, და მრავალგზის იტყჳს სიტყუათა სიმდაბლითა სავსეთა, - რამეთუ ფრიად სარგებელ ეყოფვოდა მათგან უძლურთა გონებითა, - ვიდრეღა მაღალთა მათ სიტყუათა, რომელთაჲ ვერ ძალ-ედვა გულისხმის-ყოფად; არამედ მაღალნი იგი კმა-იყვნეს თქუმად ერთგზის გინა ორგზის, რაჲთამცა გულისხმა-ვყავთ მათგან სიმაღლჱ მისი და დიდებაჲ ძალისაებრ ჩუენისა, ხოლო მდაბალთა სიტყუათა უკუეთუმცა არა ზედაჲსზედა იტყოდა, არამცა მოდრეკილ იყვნეს მრავალნი. არამედ რაჲთა არა კუალად სიმდაბლისა სიტყუათაგან სხუაჲ რაჲმე ვნებაჲ მოიწიოს და მისნი მსმენელნი სრულიად ქუე დაამდაბლნეს, ამისთჳს მიზეზსა იტყჳს მისისა მის სიმდაბლით სიტყჳსათჳს, რამეთუ თქუა რაჲ ნათლის-ღებისათჳს, რაჲ-იგი თქუა, და შობისათჳს სულიერისა, რომელი იქმნების ქუეყანასა ზედა, და ენება, რაჲთამცა თქუა თჳსისა მის გამოუთქუმელისა და მიუწდომელისა შობისათჳსცა, გარნა არა თქუა, და მიზეზიცა თქუა, თუ რაჲსათჳს არა იტყჳს, რომელ არს სიზრქჱ და უძლურებაჲ მსმენელთაჲ მათ. და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ, და გრწმენეს?“ და საცნაურ არს უკუე, ვითარმედ სადაცა კაცობრივი რაჲ სიტყუაჲ თქჳს, უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა ყვის. ხოლო „ქუეყანისად“ აქა რომელნიმე ქარისათჳს თქუმულსა მას სიტყუასა იტყჳან, ვი-თარმედ: უკუეთუ ქუეყანისაგან მოგართუ სახჱ, და არავე გრწმენა, ვი-თარ გრწმენენ უმაღლჱსნი სიტყუანი? უკუეთუ კულა ნათლის-ღებასა იტყჳს ამას ადგილსა „ქუეყანისად“, გინა თუ, რამეთუ ქუეყანასა ზედა იქმნების, ანუ თჳსსა მას საშინელსა შობასა თანა სახელ-სდებს ამას ქუეყანისად, ესეცა სიტყუაჲ კეთილვე არს, რამეთუ დაღაცათუ შობაჲ ესე ნათლის-ღებისაჲ ზეცისაჲ არს, გარნა უკუეთუ ვინ მას თანა იტყოდის მაღალსა მას მამისაგან შობასა ძისასა, მას თანა ქუეყანისაჲ არს. და არა ჰრქუა, ვითარმედ: არა გულისხმა-ჰყავთ, არამედ: „არა გრწმენაო“. რამეთუ რაჟამს მათ საქმეთა არა შეიწყნარებდეს კაცი, რომელთა გონები-თა შემძლებელ იყოს გულისხმის-ყოფად, მათ ზედა სამართლად ითქუას უგულისხმოებაჲ, ხოლო რაჟამს მათ არა შეიწყნარებდეს, რომელთა
გონებით მიწდომაჲ შეუძლებელ იყოს და სარწმუნოებისა მიერ ოდენ ჯერ-იყოს შეწყნარებაჲ, მას ურწმუნოებისა სენი აქუს; ხოლო უფალმან რაჟამს ესრეთ ამხილა მას, მერმე უჩუენა, ვითარმედ არა თუ ოდენ ესე უწყის, არამედ უმეტესიცა ამის ყოვლისაჲ. ამისთჳს ჰრქუა მას, ვითარმედ: „არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი გარდამოჴდა ზეცით, ძჱ კაცისაჲ, რომელი არს ცათა შინა“. ვინაჲთგან მან ჰრქუა, ვითარმედ: „ვიცით, ვითარმედ ღმრთისა მიერ მოხუედ მოძღურად“,1 ამისთჳს უფალი ეტყჳს, ვითარმედ: ნუ ჰგონებთ, თუ ესევითარი ვარ, ვითარცა სხუანი წინაჲსწარმეტყუელნი, რომელნი ქუეყანით იყვნეს, რამეთუ მე ზეცით მოსრულ ვარ, და წინაჲსწარმეტყუელთაგანი არავინ აღსრულ არს ზეცად; გარნა მე ზეცით მოვედ და ცათა არავე დავაკლდი, რამეთუ ზეცათა შინა ვარ. ჰხედავა, ვითარ დიდ არს სიტყუაჲ ესე და მაღალ? არამედ მისსა დიდებასა თანა მცირე არს, რამეთუ იგი არა თუ ცათა შინა ოდენ არს, არამედ ყოველგანცა. გარნა აწ უძლურებასა ამას ნიკოდემოსისსა ესეცა კმა-ეყვნეს სიტყუანი. ხოლო „ძედ კაცისა“ ამას ადგილსა ჴორცთა სახელ-სდებს, არამედ უდარჱსისა ამის ბუნებისაგან ყოვლითურთ ღმრთეებისაცა ბუნებასა თჳსსა უწოდა, რამეთუ ამას მრავალგზის იქმს, და ოდესმე ღმრთეებისა მისისა სახელითა ოდენ ღმრთეებასაცა მოასწავებს და კაცებასაცა, და კუალად ოდესმე კაცებისა ოდენ სახელითა ეგრეთვე ორსავე ბუნებასა მოასწავებს - ღმრთეებისაცა და კაცებისასა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოსა ზედა, ეგრეთ ჯერ-არს აღმაღლებაჲ ძისა კაცისაჲ“ (3,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველად თქუა დიდი იგი ქველისმოქმედებაჲ თჳსი, რომელი მოსცა კაცთა ნათლის-ღებისა მიერ, და აწ შესძინა თქუმად მისისა მის მიზეზისა, და არარაჲთ უდარეს მის ქველისმოქმედებისა, რომელ არს ჯუარისამიერი იგი. ვითარცა-იგი პავლე ეტყოდა რაÁ კორინთელ-თა, ესე ორნივე ერთბამად თქუნა, ვითარმედ: „ნუუკუე პავლე ჯუარსეცუა თქუენთჳს? ანუ სახელსა ზედა პავლესსა ნათელ-იღეთა?“2 რამეთუ ყოვლისა უფროჲს ესე ორნი საქმენი გამოაჩინებენ გამოუთქუმელსა მას კაცთა მიმართ სიყუარულსა მისსა, რამეთუ მტერთა თჳსთათჳს მოკუდა, რამეთუ ჩუენ ყოველნი მაშინ მტერ მისა ვიყვენით, და რომელ არა ესე ოდენ, არამედ ნათლის-ღებისა მიერ სრულსა ცოდვათა შენდობასა მოგუანიჭებს. ხოლო რაჲსათჳს არა თქუა ცხადად, თუ: მეგულების ჯუარცუმაჲ, არამედ ძუელისა მის სახისა მიმართ მიიყვანა სიტყუაჲ? ერთად, ამისთჳს, რაჲთა ცნან, ვითარმედ ძუელი იგი მახლობელ არს ახლისა და ზიარ მისა და არა უცხო, და მერმე, რაჲთა სცნა, ვითარმედ არა იძულებით მივიდოდა ჯუარ-ცუმად, და კუალად, რაჲთა გულისხმა-ჰყო, ვითარმედ
1 იოან. 3,2. 2 1 კორ. 1,13.
მისი არარაჲ ვნებაჲ იყო საქმჱ იგი, და ვითარმედ სხუანი ყოველნი მისგან ცხოვნდებოდეს. რაჲთა არა თქუას ვინმე, თუ: ვითარ აცხოვნოს ჯუარცუმულისა და მოკლულისა სარწმუნოებამან ვინმე? ამისთჳს ძუელისა მის საქმისა მიმართ მიგჳყვანნა, რაჲთა მოვიგონოთ, უკუეთუ რვალისა გუელსა ჰხედვიდეს ჰურიანი და ცხოვნდებოდეს, არა უფროჲსად, უკუეთუ ვინ ღმერთი ჯუარცუმული ჩუენთჳს ირწმუნოს, ცხოვნდესა? და არა თუ უძლურებისათჳს მისისა ანუ მძლეობისაგან ჰურიათაჲსა იქმნა საქმე იგი, არამედ რამეთუ „შეიყუარა ღმერთმან სოფელი“.1 ამისთჳს სულიერი იგი ტაძარი მისი ჯუარს-ეცუა, „რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (3,15).
ჰხედავა მიზეზსა მას ჯუარისასა და მისმიერსა მას ცხორებასა? ჰხედავა თჳსებასა მას, რომელი აქუნდა სახესა ჭეშმარიტებისა მიმართ? მუნ ჰურიანი ჴორციელისა სიკუდილისაგან განერებოდეს, ხოლო აქა მორწმუნენი სულიერისა სიკუდილისაგან იჴსნებიან; მუნ ნაკბენსა გუელთასა ჰკურნებდა დამოკიდებული იგი გუელი, ხოლო აქა უხილავისა მის ვეშაპისამიერნი წყლულებანი განკურნა ჯუარცუმულმან იესუ; მუნ რომელმან თუალითა მიხედნის, განიკურნის, ხოლო აქა რომელმან გონებისა თუალითა ირწმუნოს, განიჴსნების ცოდვათაგან; მუნ რვალი იყო გუელისსახედ ქმნილი, ხოლო აქა - გუამი სამეუფოჲ, სულისა მიერ წმიდისა შემზადებული; მუნ გუელი უკბენდა და გუელი ჰკურნებდა, ეგრეთვე აქა სიკუდილმან წარგუწყმიდნა და სიკუდილმან გუაცხოვნნა. არამედ წარმწყმედელსა მას გუელსა გესლი აქუნდა, ხოლო რვალსა მას არა აქუნდა გესლი, არამედ წმიდაჲ იყო. ეგრეთვე აქაცა წარმწყმედელსა მას სიკუდილსა ცოდვაჲ აქუნდა, ვითარცა-იგი გუელსა - გესლი, ხოლო მეუფისა სიკუდილი ყოვლისავე ცოდვისაგან შორს იყო, ვითარცა-იგი რვალისა გუელი - გესლისაგან, რამეთუ ცოდვაჲ ჯუარცუმულმან არა ქმნა, „არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“.2 და ესე არს, რომელსა იტყჳს პავლე, ვი-თარმედ: „განძარცუნა მთავრობანი და ჴელმწიფებანი და განაქიქნა იგინი კადნიერებით მას ზედა“.3 რამეთუ ვითარცა მოღუაწემან და ახოვანმან მორკინალმან აღიღის რაჲ წინააღმდგომი თჳსი და სიმაღლედ აღამაღლის და დააკუეთის და ბრწყინვალედ გამოაჩინის ძლევაჲ თჳსი, ეგრეთვე ქრისტემან წინაშე ყოვლისა სოფლისა წინააღმდგომნი იგი ძალნი დააკუე-თნა და მოწყლულნი იგი მჴეცისაგან განკურნნა ჯუარ-ცუმითა თჳსითა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვიდრემდის ძე თჳსი მხოლოდშობილი მისცა მას, რაჲთა ყოველთა რომელთა ჰრწმენეს მისი, არა წარწყმდენ, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (3,16).
1 იოან. 3,16. 2 ფსალმ. 31,2. 3 კოლ. 2,15.
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: ნუ გიკჳრს, რომელ მეგულების ამაღლებაჲ ჯუარსა ზედა, რაჲთამცა თქუენ სცხოვნდით, რამეთუ მამასაცა ესე სათნო-უჩნს; რამეთუ ესრეთ შეიყუარნა მან კაცნი, ვიდრეღა მონათათჳს ძე მოსცა, და მონათა უმადლო-თათჳს, რომელ-ესე მოყუარისათჳსცა არავინ იქმს.
ეჰა საკჳრველი! ვითარ უკუდავმან მან დაუსაბამომან მიწისა და ნაცრისაგანნი ესრეთ შეიყუარნა, სავსენი იგი მრავლითა ცოდვითა, განმარისხებელნი იგი მისნი, რომელ ძე თჳსი მოსცა მხოლოდშობილი! არა ანგელოზი, არცა მთავარანგელოზი, არამედ ძე თჳსი, „რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს მისი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს მას ცხორებაჲ საუკუნოჲ“. რამეთუ ვინაჲთგან სიკუდილი და ჯუარ-ცუმაჲ აჴსენა, რაჲ-თა არა თქუას, რომელსა-იგი ესმოდა, თუ სიკუდილი ეუფლების მას და ევნების რაჲ, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს მისი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“.
ხოლო ესე საცნაურ არს, რაჲთა რომელი სხუათა ცხორებასა მიანი-ჭებს, მასმცა ვითარ ეუფლა სიკუდილი? და უკუეთუ რომელთა ჯუარცუმულისაჲ ჰრწმენეს, ცხოვნდებიან, ჯუარცუმულსამცა ვითარ-რაჲ ევნებოდა, რომელ-იგი წყაროჲ არს ცხორებისაჲ? ჰხედავა, ვითარ ყოველსა ადგილსა სარწმუნოებაჲ ჯერ-არს? რამეთუ ჯუარცუმულსა ეტყჳს წყაროდ ცხორებისა, რომელსა-იგი გონებაჲ კაცობრივი არა ადვილად შეიწყნარებს, არამედ უძლურებასა მას გონებისასა უზეშთაესი სარწმუნოებაჲ ადვილად შეიწყნარებს. ხოლო ვინაჲ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე ესრეთ? სხუაჲთ არასადაჲთ, გარნა სახიერებისაგან ოდენ თჳსისა.
სწავლაჲ კზ გლახაკთმოწყალებისათჳს
შევიკდიმოთ უკუე ჩუენცა სიყუარულისა მისგან მისისა, შევირცხჳნოთ დიდისა მის კაცთმოყუარებისაგან მისისა, რამეთუ მან მხოლოდშობილსა ძესა თჳსსა არა ჰრიდა ჩუენთჳს, ხოლო ჩუენ საფასეთა ვშურობთ მისთჳს, და უფროჲსად თავთა ჩუენთათჳს, და არა ფრიადისა საშჯელისა ღირს ვართა? რამეთუ უკუეთუ კაცმან ვინმე ჩუენთჳს ჭირი და შრომაჲ თავს-იდვას, ჩუენცა გჳხარის მისთჳს თავს-დებაჲ ჭირისაჲ და ყოველი ჩუენი მისთჳს მინიჭებად არა გუშურის; ხოლო ქრისტეს მიმართ ამასცა არა ვიქმთ, რომელმან სული თჳსი დადვა ჩუენთჳს და სისხლი თჳსი პატიოსანი დასთხია, რომელნი-ესე მტერ მისა ვიყვენით, და საუკუნოჲსა საშჯელისაგან გჳჴსნნა, და ჩუენ აწ არცა უნდოსა საჴმარსა მივსცემთ მას.
ვინ მიჴსნნეს საუკუნოჲსა ცეცხლისაგან? არა ჩუენ თჳთ დავშჯითა თავთა ჩუენთა? არა საუკუნოსა გეჰენიასა ნებსით მივეცემითა? რამე-თუ რომელმან სული თჳსი ჩუენთჳს დადვა, არა შევიწყნარებთ, რამეთუ არა საფასენი, არამედ სულთაცა ჩუენთა გჳნდა მიცემაჲ, და არცა მაშინ იყო ღირს რაჲმე ქველისმოქმედებისა მისისაჲ. არამედ არა გულისხმავჰყოფთ ამას ყოველსა, გარნა ვართ უგულისხმო და უკეთურ; და მონათა და ცხენთა ოქროჲთა შევამკობთ, ხოლო მეუფესა ჩუენსა არცა თუ პურსა არა მივსცემთ მრავალგზის, და შიშუელ თუ იყოს, არა შევჰმოსთ, არამედ უფროჲსად რისხვით განვსდევნით. და იგი ამას ყოველსა იქმს, რაჲთამცა ჩუენ მიზეზ-ვეცით მრავლისა წყალობისა მისისა ჩუენ ზედა მოფენად, და შიშუელი მოვალს, რაჲთამცა შენ მიზეზი მიეც შემოსად შენდა სამოსელი უხრწნელებისაჲ; გარნა სამოსელნი რომელნიმე მღილთა მიერ შეჭმულ არიან, და რომელნიმე ამაოდ სხენან, და რომლითამე შეიმკვები, რაჲთამცა უბანისა კაცთა გიხილეს, და სულისა შენისა შემკობაჲ არა გნებავს.
რაჲსა ესრეთ მოსწრაფე ხარ შემკობად თავისა შენისა? რაჲ კეთილი არს მაგას შინა? რამეთუ დედანიცა მეძავნი ესრეთ იმკვებიან და უმეტესადცა; არამედ ჭეშმარიტი სამკაული სათნოებაჲ არს, რომელი შუენიერ-ჰყოფს სულსა. ამას მარადის ვიტყჳ და თქუმად არა დავსცხრები, რამეთუ არა მეწყალიან ესეზომ გლახაკნი, რაზომ თქუენნი სულნი. იხილეთ, თუ უწყალოებამან მდიდრისამან ვის უფრო ავნო, ლაზარეს ანუ თჳთ მას?1 ეგრეთვე თქუენ უფროჲსად გევნოს უწყალოებითა, ვიდრეღა გლახაკთა, და მათვე სიტყუათა მდიდრისათა იტყოდით ცეცხლსა მას შინა და არა ჰპოვებდეთ წყალობასა. არამედ ნუმცა ვის ასმია ჴმაჲ იგი, გარნა წიაღთამცა აბრაჰამისთა მიწევნულ ვართ ყოველნი მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 შდრ. ლუკ. 16,20-26.