მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 18:3

2. და იტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა.3. და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა და ეტყჳნ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა.4. და არა ისმინის მისი, ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის,
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 18
3. და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა და ეტყჳნ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთვრამეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 18; მ. 1-8]

1. ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათა მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა. 2. და იტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა. 3. და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა და ეტყჳნ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა. 4. და არა ისმინის მისი, ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის, 5. ამისთჳს, რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაჲთა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე. 6. და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინეთ, რასა-იგი მსაჯული სიცრუვისაჲ იტყვს. 7. ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა? 8. გეტყჳ თქუენ: ყოს შურის-გებაჲ მათთჳს ადრე. ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?

რამდენადაც უფალმა მწუხარებანი და საფრთხეები ახსენა, მათგან კურნებასაც გვთავაზობს. ეს კურნება ლოცვაა და არა უბრალოდ ლოცვა, არამედ განუწყევეტელი და გაძლიერებული...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა აღვიდოდა იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ: აჰა ესერა აღვალ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ. და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს“ (20,17-19).:

...სა ცხორებისანი, მერმეღა სიტყუაჲ ესე ვნებისა თჳსისაჲ მიუთხრა, შეთხზული სხუათა მათ მოძღურებათა და სასწაულთა თანა, და წინაჲსწარმეტყუელნიცა მოწამედ მოიყვანნა, ვითარცა იტყჳს მახარებელი ლუკა, და ამასცა გუასწავებს, ვითარმედ: „მათ არა გულისჴმა-ყვეს ესე, არამედ იყო სიტყუაჲ იგი დაფარულ მათგან, და არა იცოდეს თქუმული იგი“. უკუეთუ არა იცოდეს თქუმული იგი, რაჲ სარგებელ ეყოფოდა, ანუ ვითარ დაეჩუეოდეს გონებანი მათნი, ვითარცა ზემო ვთქუ, ანუ ვითარ შეწუხნებოდეს, უკუეთუ არაჲ იცოდეს? რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „შეწუხნეს ფრიად“; და პეტრე ვითარ ეტყოდა: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ესე“?3 რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამის ყოვლისათჳს? მე ამას ვიტყჳ, ვითარმედ ესე იცოდეს, თუ სიკუდილი ეგულების, დაღაცათუ სრულიად არა უწყოდეს საიდუმლოჲ იგი განგებულებისაჲ მის, ხოლო აღდგომაჲ და დაჴსნაჲ სიკუდილისაჲ და შემუსრვაჲ ჯოჯოხეთისაჲ და აღმაღლებაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ და სხუანი იგი დიდებულებანი, რომელნი ქმნნა უფალმან ვნები-თა და სიკუდილითა თჳსითა, არა უწყოდეს კეთილად, და ესე იყო მათგან დაფარულ, და ამისთჳს მწუხარე იყვნეს. რამეთუ ესე ასმიოდა, ვითარმედ მკუდარნი აღადგინნეს ელია და ელისე, და უფლისაგანცა ეხილვა, ხოლო ესე არასადა ასმიოდა, ა...

სრულად ნახვა