მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 18:2

1. ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათა მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა.2. და იტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა.3. და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა და ეტყჳნ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 18
2. და იტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთვრამეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 18; მ. 1-8]

1. ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათა მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა. 2. და იტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა. 3. და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა და ეტყჳნ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა. 4. და არა ისმინის მისი, ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის, 5. ამისთჳს, რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაჲთა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე. 6. და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინეთ, რასა-იგი მსაჯული სიცრუვისაჲ იტყვს. 7. ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა? 8. გეტყჳ თქუენ: ყოს შურის-გებაჲ მათთჳს ადრე. ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?

რამდენადაც უფალმა მწუხარებანი და საფრთხეები ახსენა, მათგან კურნებასაც გვთავაზობს. ეს კურნება ლოცვაა და არა უბრალოდ ლოცვა, არამედ განუწყევეტელი და გაძლიერებული...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნზ მარხვისათჳს და მომთრვალეთათჳს. რამეთუ მარხვაჲ და ლოცვაჲ კაცსა ანგელოზ-ჰყოფენ და ზეცისა მჴედრობათა მობაძავად გამოაჩინებენ:

...ცვიდეს მარხვითურთ, ფრთოან არს ლოცვაჲ მისი და უმჴურვალეს ცეცხლისა, საშინელ არს იგი ეშმაკთა და შემწუველ ძალისა მათისა. და რაჲმცა იყო უძლიერეს კაცისა, ჭეშმარიტთა ლოცვათა აღმასრულებელისა?

უკუეთუ ქურივმან მან მოწყალე-ყო მსაჯული იგი, რომელსა არცა ღმრთისა ეშინოდა, არცა კაცთაგან ჰრცხუენოდა, უწყინოდ ვედრებითა თჳსითა, რავდენ უმეტესად მოწყალე-ყოს კაცმან სახიერი იგი და მოწყალე ღმერთი, უკუეთუ მარხვითა შეჰმზადოს თჳსი იგი ვედრებაჲ და ლმობიერებითა სიწმიდისაჲთა და განაგდოს თავისა თჳსისაგან შუებაჲ და სიმაძღრე მუცლისაჲ. ხოლო უკუეთუ მარხვაჲ ფრიადი ვერ ძალ-გიც, კაცო, უძლურებისათჳს ჴორცთაჲსა, მოიწყჳდენ შუებანი და სანოაგენი და ყოველივე სახე უზომოჲსა ნაყროვნებისაჲ, და ესეცა არავე შორს არს წესისა მისგან მარხვისა. და ესეცა შემძლებელ არს დაჴსნად სიბორგილესა ეშმაკისასა, რამე-თუ არარაჲ არს ესრეთ საყუარელ და საწადელ ეშმაკისა, ვითარ შუებაჲ და მთრვალობაჲ, რამეთუ წყაროჲ არს ესე და დედაჲ ყოველთა ბოროტთაჲ.

ამის მიერ ოდესმე ისრაიტელნი კერპთმსახურებად შთაყარნა, ამის მიერ სოდომელნი უშჯულოჲთა მით აღაზრზინნა ტრფიალებითა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „ესე უშჯულოებაჲ სოდომელთაჲ არს, რამეთუ ამპარტავანებითა და სიმაძღრითა პურისაჲთა და ნაყროვნებითა სანოაგეთაჲთა...

სრულად ნახვა