მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 18:38

37. უთხრეს მას, ვითარმედ: იესუ ნაზარეველი წარმოვალს.38. და მან ღაღატ-ყო და თქუა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!39. ხოლო რომელნი წინა-უძღოდეს, ჰრისხვიდეს მას, რაჲთა დადუმნეს. ხოლო იგი უფროჲს ღაღადებდა და იტყოდა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 18
38. და მან ღაღატ-ყო და თქუა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთვრამეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 18; მ. 1-8]

1. ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათა მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა. 2. და იტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა. 3. და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა და ეტყჳნ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა. 4. და არა ისმინის მისი, ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის, 5. ამისთჳს, რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაჲთა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე. 6. და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინეთ, რასა-იგი მსაჯული სიცრუვისაჲ იტყვს. 7. ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა? 8. გეტყჳ თქუენ: ყოს შურის-გებაჲ მათთჳს ადრე. ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?

რამდენადაც უფალმა მწუხარებანი და საფრთხეები ახსენა, მათგან კურნებასაც გვთავაზობს. ეს კურნება ლოცვაა და არა უბრალოდ ლოცვა, არამედ განუწყევეტელი და გაძლიერებული...

სრულად ნახვა
სიტყვა ოცდამეთერტმეტესა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და მან ღაღად-ჰყო და რქვა: იესუ, ძეო დავითისაო, შემიწყალე მე, ხოლო რომელნი წინაუძღოდეს, ჰრისხვიდეს მას, რაითა დადუმნეს; ხოლო იგი უფროის ღაღადებდა და იტყოდა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე, (ლუკ. 18, 38-39).

ერთხელ უფალი იესო ქრისტე, როგორც თქმული არს დღეს წაკითხულსა სახარებასა შინა,, გარემოცული მრავლითა ერითა, მიდიოდა მახლობლად იერიქონის ქალაქისა. ამ ჟამად იმ გზაზე იჯდა ერთი შობითგან ბრმა კაცი სახელით ტიმეოს, და თხოულობდა წყალობას. მას უთუოდ გაგონილი ჰქონდა, ვინ იყო იესო ქრისტე და რა სასწაულებს იქმოდა იგი. რომ შეიტყო მან იესო ქრისტეს მოახლოება, დაიწყო ხმითა მაღლითა ყვირილი: იესო, ძეო დავითისაო, შემიწყალე მე. ერი, რომელი წინაუძღოდა და მისდევდა იესო ქრისტეს, უწყრებოდა და აყენებდა მას; გარნა მან უმეტესად იწყო ღაღადება: იესო, ძეო დავითისაო, შემიწყალე მე. მაშინ უფალმან იხმო იგი, დაინახა მისი მხურვალე სასოება და სარწმუნოება, და განჰკურნა იგი. ამ მოკლე მოთხრობისაგან ცხადად სჩანს, რომ ხსენებულმა ბრმამ, თვისითა დაჟინებულითა ვედრებითა, რომ არ დაუჯერა სხვებს. არამედ თავისას იქმოდა, მოიგო, იშოვა, რასაც ეძიებდა. მაშასადამე, არა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის