1.ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათა მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა.2.და იტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა.3.და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა და ეტყჳნ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა.4.და არა ისმინის მისი, ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის,5.ამისთჳს, რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაჲთა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე.6.და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინეთ, რასა-იგი მსაჯული სიცრუვისაჲ იტყვს.7.ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა?8.გეტყჳ თქუენ: ყოს შურის-გებაჲ მათთჳს ადრე. ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?
9.თქუა ვიეთამე მიმართ იგავი ესე, რომელნი ესვენ თავთა თჳსთა, ვითარმედ მართალ არიან, და შეურაცხ-ჰყოფენ სხუათა,10.ვითარმედ: ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე.11.ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე,12.ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა.13.ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას.14.გეტყჳ თქუენ: გარდამოვიდა ესე განმანათლებული სახედ თჳსა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.
15.მოჰგურიდეს მას ყრმებსაცა, რაჲთა მიეახლნენ მას. და ვითარცა იხილეს მოწაფეთა, აყენებდეს მათ.16.ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ღმრთისაჲ.17.ამენ გეტყჳ თქუენ: რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს მას შინა.
18.და ჰკითხა ვინმე მას მთავარმან და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაჲ საქმე ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?19.ჰრქუა მას იესუ: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი.20.მცნებანი იცნი: ნუ იმრუშებ, ნუ კაც-ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილსა სწამებ, პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა.21.ხოლო მან თქუა: ეგე ყოველნი დავიმარხე სიყრმით ჩემითგან.22.ესმა რაი ესე იესუს, ჰრქუა მას: ერთიღა გაკლს შენ: ყოველი, რაჲცა გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე.23.და ვითარცა ესმა ესე მას, მწუხარე იქმნა, რამეთუ იყო მდიდარ ფრიად.24.ვითარცა იხილა იგი იესუ, რამეთუ შეწუხნა, თქუა, ვითარმედ: ძნიად შევიდენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქუნდეს საფასე!25.უადვილეს არს მანქანისა საბელი ჴურელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა.26.ხოლო რომელთა-იგი ესმა, ჰრქუეს მას: და ვის ჴელ-ეწიფების ცხორებად?27.მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ.
28.ჰრქუა მას პეტრე: აჰა ესერა ჩუენ დაუტევეთ ყოველი და შეგიდეგით შენ.29.ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არავინ არს, რომელმან დაუტევა სახლი, გინა მამაჲ, გინა დედაჲ, გინა ძმანი, გინა ცოლი, გინა შვილი სასუფეველისათჳს ღმრთისა,30.რომელმან არა მიიღოს მრავალი წილი ჟამსა ამას და საუკუნესა მომავალსა ცხორებაჲ საუკუნოჲ.
31.და წარიყვანნა ათორმეტნი იგი და ჰრქუა მათ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და აღესრულნენ ყოველნი წერილნი წინაწარმეტყუელთანი ძესა ზედა კაცისასა:32.რამეთუ მიეცეს ჴელთა წარმართთასა, და ეკიცხევდენ მას, და იგინოს, და ჰნერწყუვიდენ33.და ტანჯონ და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს.34.და მათ არარაჲ გულისჴმა-ყვეს ესე, არამედ იყო სიტყუაჲ იგი დაფარულ მათგან, და არა იცოდეს თქუმული იგი.
35.და იყო ვითარცა მიეახლნეს იერიქოდ, ბრმაჲ ვინმე ჯდა გზასა ზედა მთხოველად.36.ვითარცა ესმა, ვითარმედ ერი წარმოვალს, იკითხვიდა: რაჲ-მე არს ესე?37.უთხრეს მას, ვითარმედ: იესუ ნაზარეველი წარმოვალს.38.და მან ღაღატ-ყო და თქუა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!39.ხოლო რომელნი წინა-უძღოდეს, ჰრისხვიდეს მას, რაჲთა დადუმნეს. ხოლო იგი უფროჲს ღაღადებდა და იტყოდა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!40.და დადგა იესუ და ბრძანა მოწოდებაჲ მისი. და ვითარცა მოეახლა იგი, ჰკითხა მას:41.რაჲ გნებავს, და გიყო შენ? ხოლო მან ჰრქუა: უფალო, რაჲთა აღვიხილნე თუალნი.42.ხოლო იესუ ჰრქუა მას: აღიხილენ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ.43.და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას და ადიდებდა ღმერთსა. და ყოველმან ერმან იხილეს და აქებდეს ღმერთსა.
1. ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათა მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა. 2. და იტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა. 3. და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა და ეტყჳნ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა. 4. და არა ისმინის მისი, ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის, 5. ამისთჳს, რამეთუ შრომასა...
ორნი კაცნი აღვიდენ ლოცვად ტაძარს შინა,ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე; (ლუკ. 18,10).
ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! იგავი ფარისეველსა და მეზვერესა ზედა იპყრობს თვის შორის ვრცელსა და ღრმასა ქრისტიანულსა ზნეობითსა სწავლასა, ამისთვის კვალადვე განვიხილოთ იგი დღეს აღსაშენებელად სულთა ჩვენთა. ორნი კაცი აღვიდენ ლოცვად ტაძარსა შინა, ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე. ვინ იყო ფარისეველი? სახარება ხშირად იხსენიებს მათ და ცხადად აღწერს მათთა სულიერთა თვისებათა. ფარისეველნი იყვნენ კაცნი სწავლულნი,...
ორნი კაცნი შევიდენ ტაძარსა შინა ლოცვად. ვითარცა მოგვითხრობს დღეს წაკითხულისა სახარებისა იგავი, ერთმან გრძლად ილოცა, მრავალი სიტყვა წარმოსთქვა ლოცვასა შინა თვისსა; გარნა მისი ლოცვა არ შეიწყნარა ღმერთმან. მეორე მლოცველმა მხოლოდ ეს ხუთი სიტყვა წარმოსთქცა ლოცვაში: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და ხშირად ამათვე სიტყვათა განიმეორებდა გულის ცემითა და იგი გამოვიდა საყდრიდამ გამართლებული. რა იყო მიზეზი ამისა? რამ გაამართლა მოკლე ლოცვის მთქმელი...
გეტყვი თქვენ, გარდამოვიდა ესე განმართლებულისახით თვისად, ვიდრე ფარისეველი იგი (ლუკ. იჱ, იდ).
იგავსა შინა დღეს წაკითხულისა სახარებისაგან მაცხოვარმან აღწერა რა ლოცვა მეზვერისა და ფარისეველისა, ესრედ დააბოლოვა სიტყვა თვისი: გეტყვი თქვენ, გარდამოვიდა ესე განმართლებული სახიდ თვისად, ვიდრე ფარისევგლი იგი, ესე იგი მეზვერე განმართლდა, ანუ მიიღო მოტევება ცოდვათა ლოცვისა თვისისაგან, ხოლო ლოცვა ფარისეველისა იქმნა უნაყოფო, მან არ მიიღო შენდობა ღვთისაგან.
იგავი ფარისეველსა და მეზვერესა ზედა არა ერთ გზის იყო საგნად ჩვენისა თქვენდამი უბნობისა, ძმანო ქრისტიანენო! გარნა ათასჯერაც რომ ყოფილიყო ჩვენი უბნობა მას ზედა და ნაცვლად ერთისა ენისა ასი ენა რომ გვქონდეს პირში და თითოეულითა ათასჯერ გვეთქვას მასზედა, ვგონებ არ იქმნებოდა მომატებული. ეგოდენ საჭირო არს გაფრთხილება ჩვენი ფარისევლობისაგან! როგორ არ უნდა ვლაპარაკობდეთ ხშირად ფარისევლობაზედა, როგორ არ უნდა ვაფრთხილებდეთ თავსა ჩვენსა საშინელისა ამის სულიერისა სენისაგან, როდესაც გარემოს ჩვენსა ვხედავთ...
ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხვანიკაცნი მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზვერე.ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. (ლუკ. იჱ, ია)
ამ სახით ილოცვიდა, ძმანო ქრისტიანენო, ფარისეველი იგი, ვითარცა გვესმა დღეს წაკითხულისა იგავისაგან.
იგავი ფარისეველისა და მეზვერისა არა ერთ გზის იყო საგნად ჩვენისა თქვენდამო უბნობისა. გარნა ათასჯერაც რომ ყოფილიყო იგი განხილული თქვენ წინაშე და ნაცვლად ერთისა ენისა, ასი ენა რომ...
გეტყვი თქვენ, გარდამოვიდა ესე განმართლებულისახიდ თვისად, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთურომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი იგი ამაღლდეს, დარომელმან აღიმაღლოს თავი თვისი იგი დამდაბლდეს. (ლუკ. იჱ, იგ).
იგავსა შინა, დღეს წაკითხულსა, მაცხოვარმან აღწერა რა ლოცვა ფარისეველისა და მეზვერისა, ესრეთ დააბოლოვა სიტყვა თვისი: გეტყვი თქვენ, გარდამოვიდა ესე განმართლებული სახიდ თვისად, ვიდრე ფარისეველი იგი. ამ სიტყვებისაგანა სჩანს, ძმაო ჩემო, რომელ ლოცვა ანუ გაამართლებს კაცს, ანუ გაამტყუნებს. შენ...
ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას:ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე (ლუკ. იჱ, ი).
მრავალნი ცოდვანი სტანჯავენ ქვეყანასა ამას შინა დაცემულსა ბუნებასა კაცისასა. გარნა არცა ერთი მათგანი არ არის უსაშინელესი ფარისევლობისა, ვისთვის რომელ არცა ერთი მათგანი ეგრეთ არ მოეკიდება გულსა კაცისასა, ვითარცა ფარისევლობა; არცა ერთი მათგანი იმ ზომად არ მოინადირებს სულსა მისსა და ისრე ღრმად არ შთანერგდება ბუნებასა შინა მისსა. ყოველნი სხვანი ცოდვანი მხოლოდ ერთ დროს და ერთს ჰასაკსა შინა მოეკიდებიან კაცსა,...
აწინდელსა კვირიაკესა წმიდამან ეკკლესიამან დააწესა წაკითხვა სახარებაში მეზვერისა და ფარისეველის იგავისა, მისთვის, რათა ჩვენ, მსმენელნი იგავისა ამის, ვეკრძალებოდეთ ფარისევლურს ცოდვასა და ვბაძვიდეთ მეზვერის სიმართლესა და მონანებასა.
ფარისევლობა, ძმანო ჩემნო საყვარელნო, არის ერთი უსაშინელესთა და უმძიმესთა ცოდვათაგანი, რომელნი ჰბუდობენ გულსა შინა კაცისასა. იგი მით უმეტესად არის მძიმე და მავნებელ, რომელ თითქმის ძვირად მოიპოვება ქვეყანაზედ კაცი რომლითამე სახითა, ანუ რომელთამე შემთხვევათა შინა არა...
ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას:ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე (ლუკ. იჱ, ი).
ორნი კაცნი შევიდნენ ტაძარსა შინა ლოცვად, ვითარცა გვესმა დღეს წარკითხულისა სახარებისაგან. ერთის კაცის ლოცვა იქმნა ნაყოფიერი: ღმერთმან მიუტევა მას მრავალნი მისნი ცოდვანი და გამოვიდა იგი ეკკლესიისაგან განმართლებული. მეორისა კაცისა ლოცვა დაშთა უნაყოფოდ; არათუ არ მიიღო მან მიტევება ცოდვათა, არამედ უმეტესად დამძიმდა მისი ცოდვა. რა იყო, ძმანო, ამის მიზეზი? დიდად საჭირო არს ჩვენ ყოველთათვის გამოვიკვლიოთ ეს...
მოკლე იყო ლოცვა მეზვერისა მის, გარნა იგი გამოდიოდა სიღრმიდან გულისა მისისა. ჩვენ მრავალ სიტყვებს ვიტყვით ლოცვაში, მაგრამ ისინი არიან ცალიერი სიტყვა, უქმი ხმა. ვლოცულობთ ერთხელვე მიღებულითა ჩვეულებითა, დაფანტულითა გონებითა, არ ვფიქრობთ, რას ვიტყვით, ან რას ვიქმთ. ამისთვის ძვირად მივიღებთ მას, რასაც ვითხოვთ ლოცვაში.
სამი ნაკლულევანება აქვს ჩვენს ლოცვას, რომლისა გამო იგი ხშირად არა თუ სასარგებლო შეიქნება, არამედ უკანონო და წინააღმდეგი. პირველად...
და მან ღაღად-ჰყო და რქვა: იესუ, ძეო დავითისაო, შემიწყალე მე,ხოლო რომელნი წინაუძღოდეს, ჰრისხვიდეს მას, რაითა დადუმნეს;ხოლო იგი უფროის ღაღადებდა და იტყოდა: იესუ, ძეო დავითისო,შემიწყალე მე, (ლუკ. 18, 38-39).
ერთხელ უფალი იესო ქრისტე, როგორც თქმული არს დღეს წაკითხულსა სახარებასა შინა,, გარემოცული მრავლითა ერითა, მიდიოდა მახლობლად იერიქონის ქალაქისა. ამ ჟამად იმ გზაზე იჯდა ერთი შობითგან ბრმა კაცი სახელით ტიმეოს, და თხოულობდა წყალობას. მას უთუოდ გაგონილი ჰქონდა, ვინ იყო იესო ქრისტე და რა...
სწავლაჲ ნზ მარხვისათჳს და მომთრვალეთათჳს. რამეთუ მარხვაჲ და ლოცვაჲ კაცსა ანგელოზ-ჰყოფენ და ზეცისა მჴედრობათა მობაძავად გამოაჩინებენ:
...ცვიდეს მარხვითურთ, ფრთოან არს ლოცვაჲ მისი და უმჴურვალეს ცეცხლისა, საშინელ არს იგი ეშმაკთა და შემწუველ ძალისა მათისა. და რაჲმცა იყო უძლიერეს კაცისა, ჭეშმარიტთა ლოცვათა აღმასრულებელისა?
უკუეთუ ქურივმან მან მოწყალე-ყო მსაჯული იგი, რომელსა არცა ღმრთისა ეშინოდა, არცა კაცთაგან ჰრცხუენოდა, უწყინოდ ვედრებითა თჳსითა, რავდენ უმეტესად მოწყალე-ყოს კაცმან სახიერი იგი და მოწყალე ღმერთი, უკუეთუ მარხვითა შეჰმზადოს თჳსი იგი ვედრებაჲ და ლმობიერებითა სიწმიდისაჲთა და განაგდოს თავისა თჳსისაგან შუებაჲ და სიმაძღრე მუცლისაჲ. ხოლო უკუეთუ მარხვაჲ ფრიადი ვერ ძალ-გიც, კაცო, უძლურებისათჳს ჴორცთაჲსა, მოიწყჳდენ შუებანი და სანოაგენი და ყოველივე სახე უზომოჲსა ნაყროვნებისაჲ, და ესეცა არავე შორს არს წესისა მისგან მარხვისა. და ესეცა შემძლებელ არს დაჴსნად სიბორგილესა ეშმაკისასა, რამე-თუ არარაჲ არს ესრეთ საყუარელ და საწადელ ეშმაკისა, ვითარ შუებაჲ და მთრვალობაჲ, რამეთუ წყაროჲ არს ესე და დედაჲ ყოველთა ბოროტთაჲ.
ამის მიერ ოდესმე ისრაიტელნი კერპთმსახურებად შთაყარნა, ამის მიერ სოდომელნი უშჯულოჲთა მით აღაზრზინნა ტრფიალებითა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „ესე უშჯულოებაჲ სოდომელთაჲ არს, რამეთუ ამპარტავანებითა და სიმაძღრითა პურისაჲთა და ნაყროვნებითა სანოაგეთაჲთა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათდა“ (6,1).:
...ნერგისასა. და იხილე, ვინაჲ იწყო: მარხვისაგან და ლოცვისა და მოწყალებისა, რამეთუ უფროჲს ყოვლისა ამათ სათნოებათა თანა ჩუეულ არს ზუაობაჲ მახლობელობად და განრყუნად მა-თისა მის სიკეთისა, ვითარცა ფარისეველსა მას შეემთხჳა, რომელი იტყოდა: „ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა“; და ლოცვასა მას შინა ზუაობდა და მაჩუენებლობით იქმოდა. და გულისჴმა-ყავ სიტყუაჲ ესე უფლისაჲ, ვითარ იწყო, ვითარცა მჴეცისა რაჲსამე მძჳნვარისათჳს ანუ მპარვისა ღამით მკრეხველისა. ესრეთ განგუაკრძალებს და იტყჳს: „ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა“, რამეთუ მჴეცი ესე და მპარავი უცნაურად მოვალს და ყოველსა ნამუშაკევსა ჩუენსა წარიპარავს და საუნჯესა მას სულისა ჩუენისასა სრულიად ცარიელსა დაუტეობს.
ვინაჲთგან უკუე მრავალი წარმოთქუა მოწყალებისათჳს უფალმან და ღმრთისა სახიერებაჲ სახედ მოგუცა, რომელმან აღმოაბრწყინვის მზე ბოროტთა ზედა და კეთილთა, და ყოვლით კერძო გუამცნო შემკობაჲ სულთა ჩუენთაჲ ყუავილითა მოწყალებისაჲთა, ამისთჳს განგუაკრძალებს სიმყრალისა მისგან ზუაობისა და იტყჳს: „ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა”. და საგონებელ არს ორივე ესე ერთად - „წინაშ...
სწავლაჲ ჟ სინანულისათჳს და კეთილად მოქალაქობისა და უპოვრებისათჳს:
...ნი, რამეთუ მზა არს სახიერი ღმერთი შეწყნარებად მონანულთა.
და ამას ვიტყჳ არა ამისთჳს, რაჲთამცა უდებებად მოგიყვანენ. ნუ იყოფინ! არამედ რაჲთა არავინ მოვიდეს სასოწარკუეთილებად.
გნებავსა ცნობად, ვითარ სახიერ არს მეუფჱ ჩუენი? წარდგა ოდესმე მეზუერე, სავსე ბევრეულითა ბოროტითა, და თქუა: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“, და მოიქცა განმართლებული. რაჲმცა იყო სწორი ამის კაცთმოყუარებისა? არამედ ესე არს ბოროტი ჩუენი, რომელ არცა თუ ესოდენსა ლმობიერებასა ვაჩუენებთ, არცა ჴელ-ვჰყოფთ მცნებათა ქრისტესთა აღსრულებად. ამისთჳს უკურნებელ იქმნებიან სენნი ჩუენნი. ხოლო უკუეთუმცა მოვიქეცით სინანულად, არა ძალ-უც სიმრავლესა ცოდვათა ჩუენთასა ძლევად სახიერებასა ღმრთისასა. ნუ იყოფინ!