მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 19:29

28. და ვითარცა ესე წართქუა, ვიდოდა წინაშე მათსა და აღვიდოდა იერუსალჱმდ.29. და იყო, ვითარცა მიეახლა ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთაჲ, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი.30. და ჰრქუა მათ: წარვედით წინაშე დაბასა მაგას, რომელსა შეხჳდეთ და ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღავინ დაჯდომილ არს; აღჰჴსენით და მომგუარეთ მე.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 19
29. და იყო, ვითარცა მიეახლა ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთაჲ, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეცხრამეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 19. მ. 1-10]

1. და შევიდა და განვიდოდა იერიქოჲთ. 2. და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად. 3. და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე. 4. და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო. 5. და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ. 6. და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით. 7. და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად. 8. აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი. 9. ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს. 10. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა.

უფალი სტაცებს ყველაზე უფრო მტკიცე ჭურჭელს ეშმაკს და არღვევს მის ქალაქებს. ვინაიდან იხილე, რომ მან არა მხოლოდ მეზვერენი დაიმოწაფა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აგრძნა ყოველმან ერმან ჰურიათამან, ვითარმედ მუნ არს, და მივიდეს არა თუ იესუჲსთჳს მარტოდ, არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელი აღადგინა მკუდრეთით“ (12,9).:

...არს, რამეთუ არაწმიდასა მას ნათესავსა წარმართთასა ეგულებოდა დამორჩილებაჲ მცნებათა თჳსთაჲ. ხოლო ვითარ სხუანი მახარებელნი იტყჳან, ვითარმედ: „მოწაფენი წარავლინნა მოყვანებად კარაულისა და კიცჳსა მის“, ; ; და ესე არას იტყჳს ესევითარსა, და ამას ოდენ იტყჳს, ვითარმედ: „პოვა კარაული და დაჯდა მას ზედა“ (12,14)? ამისთჳს, რამეთუ სხუათა მათ თქუეს, ვითარცა იქმნა და ვითარ წარავლინნა, ხოლო ამან არღარა ინება ყოვლისავე თქუმად, რომელი მათ ეთქუა, არამედ იტყჳს, ვითარმედ: „პოვა და დაჯდა მას ზედა“. და ერი იგი ბაიაჲსა და ზეთისხილისა რტოსა და სამოსელსა დაუფენდეს, ; ; რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ უზეშთაეს და უდიდჱს აქუნდა იგი და არა ვი-თარცა წინაჲსწარმეტყუელი, და ამისთჳს იტყოდეს: „ჵსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა!“ (12,13).

ჰხედავთა, ვითარმედ ესე იყო მათი შემაიწრებელი, რომელ ყოველ-თა ჰრწმენა, ვითარმედ არა წინააღმდგომი არს ღმრთისაჲ? და ამისთჳს ჰრწმენა ერსა მას, რამეთუ იტყოდა, ვითარმედ:...

სრულად ნახვა