მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 19:38

37. და ვითარცა მიიწია იგი შთასავალსა მას მთისა ზეთისხილთაჲსა, იწყო ყოველმან სიმრავლემან მოწაფეთამან სიხარულით ქებად ღმრთისა ჴმითა დიდითა ყოველთა მათთჳს, რომელნი იხილნეს ძალნი,38. და იტყოდეს: კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისაჲთა! მშვდობაჲ ცათა ზედა და დიდებაჲ მაღალთა შინა!39. და ფარისეველნი ვინმე ერისა მისგანნი ეტყოდეს მას და ჰრქუეს: მოძღუარ, შეჰრისხენ მოწაფეთა შენთა!
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 19
38. და იტყოდეს: კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისაჲთა! მშვდობაჲ ცათა ზედა და დიდებაჲ მაღალთა შინა!
ლუკას სახარების განმარტება თავი მეცხრამეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 19. მ. 1-10]

1. და შევიდა და განვიდოდა იერიქოჲთ. 2. და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად. 3. და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე. 4. და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო. 5. და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ. 6. და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით. 7. და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად. 8. აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი. 9. ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს. 10. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა.

უფალი სტაცებს ყველაზე უფრო მტკიცე ჭურჭელს ეშმაკს და არღვევს მის ქალაქებს. ვინაიდან იხილე, რომ მან არა მხოლოდ მეზვერენი დაიმოწაფა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲვ საღმრთოჲსა მოქალაქობისათჳს:

...უსალჱმისა და უფროჲსღა ქალაქ მეუფისა დიდისა, რაჲთა შეიწყნარო ქრისტე შენ შორის.

რამეთუ აჰა ესერა მოვალს შენდა მშჳდი მაცხოვარი. განჰმზადე შენ შორის სავანე, რაჲთა დაემკჳდროს შენ თანა, ჴმობდ სულიერითა გალობითა: „ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა!“ ; ქმენ გული შენი ქორად დაგებულად, რაჲთა შეიწყნარო ქრისტე, სერობისა მის საიდუმლოჲსა შენ შორის აღსრულებად, პასექისა მის დიდისა, რომელ არს სოფლისა ამისგან ზეცისა სასუფეველად მისლვაჲ. რაჲ არს ქორი დაგებული? გონებაჲ ზეცისა საიდუმლოთა მზრახვალი და სამკაულითა სათნოება-თაჲთა შემკობილი.

მიემსგავსე ვნებათა მათ მეუფისათა, თავს-იდევ გინებანი, კიცხევანი, ბასრობანი, შეურაცხებანი, გუემანი და ყურიმლის-ცემანი ქრისტესთჳს, რამეთუ მანცა ესე ყოველი თავს-იდვა ჩუენთჳს, მერმე ჯუარს-ეცუა, ლახურითა იგურიმა, ძმარი და ნავღელი მიუპყრეს, გემოჲ სიკუდილისაჲ იხილა, რაჲთა ჩუენ მძლავრებისაგან სიკუდილისა განგუათავისუფლნეს. რამეთუ ჩუენთჳს ელმოდა უცოდველსა მას და უვნებელსა, რაჲთა ჩუენცა მზა ვიყვნეთ მისთჳს ყოვლისავე თავს-დებად; რამეთუ რაჲ მადლი არს მონისა, უკუეთუ სწორად უფლისა თჳსისა ევნოს? გარნა სახიერი იგი, მცირედიცა თუ რაჲმე თავს-ვიდვათ, დიდისა მადლისა ზიარ-მყოფს...

სრულად ნახვა