მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲვ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა მიეახლა იერუსალჱმდ და მოვიდა ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ წარავლინნა იესუ ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აღჰჴსენით და მომგუარეთ მე იგი. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი“ (21,1-3).

მრავალგზის ამისა პირველადცა აღვიდა იერუსალჱმდ, გარნა ესევი-თარითა განცხადებულებითა და დიდებითა არღასადა აღსრულ იყო. რაჲ არს უკუე ამისი მიზეზი? მაშინ დაწყებაჲ იყო განგებულებისაჲ და არღა მოახლებულ იყო ჟამი ვნებისა მისისაჲ; ამისთჳს ესრეთ ლიტონად იქცეოდა მათ შორის და არა ფრიად განაცხადებდა თავსა თჳსსა, რაჲთა არა უმეტესითა გულისწყრომითა აღეტყინნენ უშჯულონი იგი მღდელთმოძღუარნი და ფარისეველნი. ხოლო ვინაჲთგან ძლიერებისა თჳსისა სახენი ჯეროვნად უჩუენნა სასწაულთა მიერ, და ჟამი ჯუარ-ცუმისა მისისაჲ მოახლებულ იყო, ჯერ-იჩინა უბრწყინვალესად გამოჩინებაჲ და ყოველსავე დიდებულებასა აღასრულებს, დაღაცათუ იგინი შურითა შეიწუებოდეს.

და აწ იხილეთ, რაბამნი საკჳრველებანი იქმნებიან და რაოდენნი წინაჲსწარმეტყუელებანი აღესრულებიან. წარავლინნა მოწაფენი მოყვანებად ვირისა მის და კიცჳსა და მიუთხრა მათ ადგილი იგი და სახლი და დაბაჲ, სადა დაბმულ იყო. აუწყა, ვითარმედ არავინ დააყენნეს იგინი, რომელ ესეცა დასასჯელად იყო ჰურიათა; რამეთუ კაცთა მათ უმეცართა და უცხოთა ესმა რაჲ, ვითარმედ უფალსა უჴმან ვირი იგი და კიცჳ, სიხარულით წარავლინნეს და არაჲ სიტყუა-უგეს, ხოლო ჰურიათა კრებულმან, ესოდენ-თა სასწაულთა მისთა თუალით მხილველმან, უარ-ყვეს უფალი ყოველთაჲ.

და მოწაფენიცა გულსავსე-ყვნა ამით საქმითა, ვითარმედ განვიდენ რაჲ იგინი ქადაგებად, ეგრეთვე მათ განუმარჯუდეს ყოველი შეწევნითა მისითა, რაჲთა არასადა რაჲ საჭიროთა საჴმართაგანი დააკლდეს, დაღაცა-თუ იგინი უპოვარ იყვნენ და არარაჲ აქუნდეს.

ხოლო დაჯდომაჲ იგი მისი კიცუსა მას ზედა ორკერძოსა წინაჲსწარმეტყუელებასა აღასრულებდა: ერთსა საქმით ყოფადსა და ერთსა სიტყჳთ თქუმულსა. სიტყჳთ თქუმული იყო წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი ზაქარიაჲსი, ვითარცა ესერა მახარებელიცა მოიყვანებს მას მოწამედ და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა მშჳდი, და ზეზის იგი ვირსა კიცუსა, ნა-შობსა კარაულისასა“ (21,4-5).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ მიუთხართ საკჳრველი ესე ასულსა სიონისასა, რომელ არს იერუსალჱმი ქალაქი და ერი იგი იერუსალჱმელ-თაჲ; მიუთხართ ესე დიდებული, ვითარმედ აჰა ესერა მოვალს მეუფე შენი, არა ეტლებითა, ვითარცა სხუანი იგი მეფენი, არა ცხენებითა და მჴედრებითა, არა ხარკთა და საფასეთა კრებითა, არამედ ფრიადითა სიმშჳდითა და სიმდაბლითა, მჯდომარე კიცუსა ახალსა. ჵ საკჳრველი ესე დიდებული, ჵ საქმე შესაძრწუნებელი! მჯდომარე იგი ქერობინთა ზედა იხილვების კიცუსა ზედა კარაულისასა მჯდომარე. ამისთჳს განკჳრვებით იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: არქუთო ასულსა სიონისასა დიდი ესე საიდუმლოჲ, რაჲთა იხილოს ჭეშმარიტი იგი მეუფე თჳსი.

ჰკითხე, საყუარელო, ჰურიასა და არქუ: ვინ არს იგი მეუფე, რომლისათჳს წინაჲსწარმეტყუელი ამას ღაღადებს, რომელი მეუფე შევიდა იერუსალჱმს კარაულსა ზედა მჯდომარე? ვერვის იტყჳან, ვერცა გამოაჩინებენ, გარნა მეუფესა ჩუენსა ქრისტესა, რომლისათჳსცა იყო სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ და აწ ესერა აღესრულა.

ესრეთ აღასრულა უფალმან სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ დაჯდომითა კიცუსა მას ზედა და ყო დაწყებაჲ სხჳსა წინაჲსწარმეტყუელებისაჲ, საქმით აღსრულებადისაჲ, ესე იგი არს, არაწმიდათა მათ წარმართთა წოდებასა მოასწავებდა და მათ ზედა განსუენებასა და აუწყებდა, ვითარმედ მოვიდენ იგინი მონებად მისა და შეუდგენ ბრძანებათა მისთა. ამისთჳს ერთი იგი წინაჲსწარმეტყუელებაჲ აღესრულებოდა, ზაქარიაჲს მიერ თქუმული, დაჯდომითა მით მისითა კიცუსა ზედა, და მეორე ესე დაწყებასა მიიღებდა, და გამოისახვოდა კიცჳსა მის მიერ ეკლესიაჲ და ერი ესე ახალი, ოდესმე არაწმიდაჲ, ხოლო დაჯდომითა იესუჲსითა მას ზედა განწმედილი ყოვლისაგან არაწმიდებისა. და აწ იხილე სახისა მის ჭეშმარიტებაჲ. რამეთუ არა სხუაჲ ვინ წარავლინა მოყვანებად ვირისა მის და კიცჳსა, გარნა მოწაფენი, რამეთუ მოციქულთა მიერცა იქმნა წოდებაჲ ჰურიათაჲცა და წარმართთაჲ, მოციქულთა მიერ გურწმენა ჩუენ და შევეწყნარენით ღმერთსა. ხოლო ვინაჲთგან ჩუენ, წარმართთაგანნი ესე, მოვიქეცით და წარვემართენით კეთილსა შინა, და მერმე შეშურდა მრავალთა ჰურიათაგან და მათცა ჰრწმენა, ამისთჳს იხილვების ვირი იგი უკუანა შემდგომად კიცუსა მას. რამეთუ ვინაჲთგან განისუენა ქრისტემან წარმართთა ზედა, მოვიდენ იგინიცა შურითა კეთილისაჲთა, რავდენთაცა იპოოს ნაწილი ცხორებისაჲ. და ამას მოასწავებს პავლე და იტყჳს, ვითარმედ: „სიბრმე ჟამად-ჟამად შეჰყვა ისრაჱლსა,

1 შდრ. ზაქ. 9,9; ესაია 62,11; იოან. 12,15.

ვიდრემდე სავსებაჲ იგი წარმართთაჲ შემოვიდეს. და ესრეთ ყოველი ისრაჱლი ცხონდეს“.1 ყოვლად მათ უწოდა, რომელნი ცხორებად მოვიდეს, რამეთუ წარწყმედილნი იგი და ურწმუნოებასა შინა დაშთომილნი არცა თუ წოდებად ისრაჱლად ღირს-ყვნა, არამედ შვილად წარწყმედისა; ხოლო დაჯდომაჲ იგი უფლისაჲ კიცუსა ზედა საცნაურ არს, ვითარმედ მომასწავებელი იყო ზემოწერილთა მათ საქმეთაჲ. უკუეთუმცა არა ესრეთ იყო, რაჲსათჳსმცა ესრეთ გამოწულილვით წინაჲთვე ქადაგა წინაჲსწარმეტყუელმან ჰასაკიცა კარაულისაჲ მის, ვითარმედ: „ზეზის იგიო ვირსა კიცუსა“. და ესეცა მოესწავებოდა მაშინ, ვითარმედ დაუყენებელად მოაქცინენ წარმართნი მოციქულთა, და ვითარცა მაშინ აღჰჴსნასა მას ვირისა და კიცჳსასა არავინ სიტყუა-უგო, არცა დააყენნა, ეგრეთვე წარმართთა მიმართ ქადაგებაჲ მათი ვერვინ დააბრკოლა, დაღაცათუ მრავალნი აღუდგეს ბრძოლად, არამედ დაუყენებელად წარემართა საქმე მათი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მოწაფენი იგი წარვიდეს და ყვეს ეგრეთ, ვი-თარცა უბრძანა მათ იესუ. და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცჳ მის თანა და დაასხეს მას ზედა სამოსელი, და დაჯდა მას ზედა“ (21,6-7).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა დაჯდა კიცუსა მას ზედა ესრეთ ლიტონად, არამედ დაასხესო მოწაფეთა სამოსელი მას ზედა. რასა მოასწავებს ესე, რამეთუ არარაჲ მის მიერ ცუდად იქმნებოდა?

ამას უკუე გამოსახვიდა საქმე იგი, ვითარმედ მოწაფეთა, მოაქცინენ რაჲ წარმართნი, ასწაონ მათ არა ხოლო სარწმუნოებაჲ, არამედ საქმენი კეთილნიცა და ბრწყინვალებაჲ სათნოებათაჲ, მადლნი იგი სულიერნი, რომლითა სიშიშულე იგი ჩუენი, წარმართთაგანთაჲ, შემოსეს მათ და განჰმზადნეს სულნი ჩუენნი, რაჲთა სთნდეს უფალსა განსუენებად ჩუენ ზედა.

საცნაურ არს უკუე, ვითარმედ სამოსელნი იგი, მოწაფეთა მიერ დასხმულნი კიცუსა მას ზედა, სახე იყვნეს კეთილთა საქმეთა, რომელნი განუწესნეს მოციქულთა ყოველსავე კაცსა მორწმუნესა, რამეთუ არა თუ მოვიგნეთ საქმენი კეთილნი, ვერ განისუენებს უფალი ჩუენ ზედა. ხოლო ესეცა გულისჴმა-ყავ, მორწმუნეო, ვითარ მორჩილ არს და მშჳდ კიცჳ იგი, უმწყი და უსწავლელი, რომლისადა არავის აღედვა აღჳრი, არცა ვინ დაჯდომილ იყო მას ზედა, და არავე განჰკრთა, არამედ წესიერად ვიდოდა. და ესეცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ იყო ყოფადისაჲ მის და მოასწავებდა მორ-ჩილობასა მას წარმართთასა და მეყსა შინა უწესოებისაგან წესიერებად შეცვალებასა მათსა, რამეთუ ყოველივე სიტყუამან მან ქმნა, რომელ თქუა უფალმან, ვითარმედ: „აღჰჴსენით და მომგუარეთ მე“. ამან სიტყუამან უწესონი წესიერად და არაწმიდანი სიწმინდედ შეცვალნა. ვისმინოთ უკუე შემდგომიცა:

1 რომ. 11,25-26.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა. და ერი იგი, რომელი წინაუვიდოდა და რომელი უკუანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მა-ღალთა შინა!“ (21,8-9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ვითარცა-იგი სამოსელთა მათ, რომელნი მოწაფეთა დასხნეს კიცუსა მას ზედა, სახე განვჰმარტეთ, მოედ აწ, საყუარელო, ამათცა სამოსელთა, რომელთა ერი იგი დაჰფენდა, სახე ისწავე: საბურველსა მას უმეცრებისასა მოასწავებდეს, გონებასა მას ზედა ჰურიათასა დაბურვილსა, ვითარცა ღმერთშემოსილი პავლე ღაღადებს: „ვითარცა-იგი მოსე საფარველი დაიბურის პირსა თჳსსა, რაჲთა არა ხედვიდენ ძენი ისრაჱლისანი; რამეთუ დაბრმეს გონებანი მათნი, და ვიდრე დღენდელად დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვოდის მოსე, იგივე საბურველი საკითხავსა მას ძუელისა შჯულისასა გულსა მათსა ძეს. ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუვის საბურველი იგი“,1 რომელიცა მაშინ უმრავლესმან მან ერმან მოიძარცუა გულთაგან მათთა და დაუფინნეს სულნი თჳსნი სლვად უფლისა მათ ზედა.

აწ უკუე სამოსელნი იგი ერისანი მოასწავებდეს ისრაჱლისაგან უფლისა მოქცეულთა, რომელთა მოიძარცუეს საბურველი იგი უმეცრებისაჲ და იხილეს ნათელი ღმრთისმეცნიერებისაჲ. ამისთჳსცა ძლევისა გალობასა უღაღადებდეს მძლესა მას სიკუდილისასა და რტოებითა ფინიკთაჲთა მიეგებვოდეს, ანუ თუ ზეთისხილთაჲთა, რამეთუ წესი იყო, მოვიდოდიან რაჲ ძლევისაგან, ესევითარითა სახითა მიგებებად.

და ნანდჳლვე იგი იყო ჭეშმარიტად მძლე სიკუდილისაჲ, რამეთუ მა-შინ ახლად შუანი სიკუდილისანი შეემუსრნეს და ლაზარესდა საფლავით ეწოდა, ვითარცა იოვანე ღმრთისმეტყუელი გუასწავებს, და შევიდოდა იერუსალჱმდ ვნებად ჩუენთჳს, რაჲთა ჯუარ-ცუმითა თჳსითა ვნებანი ჩუენნი განაქარვნეს. და იხილე, ვითარ საქმე ესე დაურჩომელად წინაჲსწარმეტყუელთა პირველვე ქადაგეს, ზაქარია და დავით; იგი იტყოდა: „არქუთ ასულსა სიონისასა...“2 (ზემოწერილნი იგი სიტყუანი), ხოლო დავით ღაღადებდა: „პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ“;3 და „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“.4 რამე-თუ რასა აწ ერნი ესე გალობდეს, მან პირველვე ქადაგა. ხოლო შენ იხილე ჰურიათა მათ დაბრმობილთა ვერაგობაჲ, რამეთუ ერი იგი მარტივი და ფრიადისა უკეთურებისაგან თავისუფალი და ყრმანი იგი უმანკონი მიეგებვოდეს უფალსა, ხოლო სხუანი იგი განცჳბრებულ იყვნეს, ვითარცა იტყჳს მახარებელი:

1 2 კორ. 3,13-16. 2 ზაქ. 9,9. 3 ფსალმ. 8,3. 4 ფსალმ. 117,26.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: ვინ არს ესე? ხოლო ერი იგი იტყოდა: ესე არს წინაჲსწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ“ (21,10-11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესოდენნი საკჳრველებანი მისნი ეხილნეს და არაოდეს ესრეთ განკჳრვებულ იყვნეს, ხოლო აწ, იხილეს რაჲ ერი თანამავალად, განკჳრდეს, ესრეთ უგუნურ იყვნეს და მოშურნე. ხოლო ერიცა იგი, რომელი იტყოდა: „ესე არს წინაჲსწარმეტყუელი იესუ“, უმეცრებისაებრ თჳსისა იტყოდა, რამეთუ ხედვიდეს სიმდაბლესა უფლისასა და სიმაღლესა მისსა უმეცარ იყვნეს, ვითარმედ იგი არს მეუფე და ღმერთი ყოველ-თაჲ.

ხოლო თავადი შევიდოდა კიცუსა მას ზედა მჯდომარე, რაჲთა, ვი-თარცა ზემო ვთქუ, ორკერძო წინაჲსწარმეტყუელებაჲ აღასრულოს; და კუალად სხუასაცა სახესა მოასწავებდა კარაულითა მით. ენება ყოველსავე ზედა წესისა დადებად ჩუენდა საჭიროთა საქმეთათჳს და განმართებად ცხორებისა ჩუენისა. ამისთჳსცა, იშვებოდა რაჲ ქუეყანასა ზედა, არა მოიგნა ტაძარნი დიდებულნი, არცა დედაჲ მდიდარი, არამედ გლახაკი, და ქუაბსა შინა იშვა და ბაგასა მიიწვინა; და კუალად, მოწაფეთა რაჲ შეიწყნარებდა, არა ფილოსოფოსნი გამოირჩინა, არცა მდიდარნი და დიდებულთა შვილნი, არამედ გლახაკნი და უსწავლელნი. კუალად, ტაბლასა რაჲ დააგებდა, ოდესმე ქრთილისა პურითა ყო სტუმრობაჲ ერისაჲ მის და მოწაფე-თაცა მისგან გამოჰზრდიდა, და ოდესმე უბანთაგან იყიდიან, რომელ ესეცა წესი იყო სიგლახაკისაჲ, და საჯდომად თივათაგან შეჰმზადა, და სამოსელსა თუ შეიმოსნ, უნდოჲ შეიმოსის და არა ბრწყინვალე, არცა მრავალსასყიდლისაჲ.

ხოლო სახლი ყოვლადვე არა მოიგო საყოფელად, და ოდეს ადგილი-თი ადგილად წარვალნ, ფერჴითა თჳსითა წარვიდის, ვიდრეღა მრავალგზის დაშურისცა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა“,1 არა დიდებით, არცა საყდრითა, არამედ შეურაცხად ქუეყანასა ზედა მხოლოჲ; კუალად, მწუხარებისა საზომსა რაჲ განაწესებდა, ცრემლოოდა მდუმრიად ლაზარესთჳს. ესე ყოველი ამის-თჳს ქმნა, ვითარცა ვთქუ, რაჲთა წესი და საზომი გჳჩუენოს ჩუენ ყოვლისა საქმისაჲ.

ეგრეთვე აწ ამასცა საქმესა გუასწავებს: ვინაჲთგან იცოდა სახიერმან მან, ვითარმედ მრავალნი უძლურ არიან ჴორცითა და უჴმს საჴედარი სლვად, განაწესა საზომი საქმისაჲ მის, ვითარმედ არა ცხენთა და ჯორთა ჯერ-არს აღკაზმვაჲ, არამედ კარაულითა აღსრულებაჲ საჴმრისაჲ მის უძლურებისათჳს ჴორცთაჲსა.

1 იოან. 4,6.

სწავლაჲ ჲვ საღმრთოჲსა მოქალაქობისათჳს

მოედით უკუე, საყუარელნო, ჩუენცა გულისჴმა-ვყვნეთ საიდუმლოთა ამათ ძალი, რამეთუ მოცემულ არს ჩუენდა ჴელმწიფებაჲ, უკუეთუ გუენებოს, ბაძვად ვნებათა მისთა. ამისთჳს, მორწმუნეო, გამოსახენ გონებასა შენსა მაშინ აღსრულებულნი იგი საქმენი და გამოხატე შესლვაჲ იგი უფლისაჲ იერუსალჱმდ ჯუარ-ცუმად.

თანაშეერთე გონებითა კრებულსა მას მოწაფეთასა, თანაჰყვებოდე მძლესა მას სიკუდილისასა და სახენი იგი ძლევისანი - ბაიანი - ჴელთა გულისათა გაქუნდინ, რომელ არიან სათნოებანი. ესენი მიუპყრენ მას ბაიისა წილ; რტო ზეთისხილის ქმენ ჴელნი შენნი, სავსე ზეთითა მით მოწყალებისა და გლახაკთმოყუარებისაჲთა.

უკუეთუ იგინი მაშინ სამოსელთა თჳსთა დაუფენდეს, შენ არა ისწრაფოა შემოსად მისა, შიშუელი რაჲ იხილო, და გამოზრდად მისა, მშიერი რაჲ ჰპოო, რაჲთა ესრეთ შეიწყნარო იგი შენ შორის?

ემსგავსე კიცუსა მას, რომელსა ზედა ჯერ-იჩინა დამბადებელმან შენმან დაჯდომად, მოიქეც არაწმიდებისაგან სიწმიდედ, უწესოებისაგან წესიერებად. ვითარცა კიცჳ იგი შეუდგა მაშინ მოციქულთა მათ, რომელნი მივიდეს აღჴსნად მისა და მიყვანებად უფლისა, და არა სიტყუას-უგებდა, ეგრეთვე შენ უმანკოებით და მორჩილებით შეუდეგ სულიერთა წინამძღუართა შენთა და ნურარას ზედა წინააღუდგები და ყოვლისავე პირუტყუებრისა საქმისაგან თავი შენი შორს-ყავ. ნუ ქუეყანისადამცა შემშჭუალულ ხარ გონებითა, მარადის პირუტყუთაებრ ქუედადრეკილი, ნუმცა დამძიმებულ ხარ ტჳრთითა ვნებათაჲთა, არამედ სამოსლითა მით და სამკაულითამცა სათნოვებათაჲთა შემკობილ ხარ; და დასთრგუნევდი გულისთქუმათა მათ ჴორციელთა, რაჲთა ამით სახითა ჯერ-იჩინოს შენ ზედაცა ქრისტემან განსუენებად, და იქმნე შენ საყდარ მისა, რომელი ზის ზედა ქერობინთა და იდიდების სერაბინთა მიერ და ყოველთავე ზეცისა მჴედრობათა. მიემსგავსე ყრმათა მათ ჩჩჳლთა, ჩჩჳლ იქმენ ყოვლისავე ბოროტისა მიმართ, სრულიად უბიწო, შეიმოსე ჩჩჳლთაებრ უმანკოებაჲ, სიწრფოებაჲ და სიმდაბლე და ესრეთ წინაუვიდოდე უფალსა. აღიღე საგალობელი იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ, აქებდ მეუფესა მას დიდებისასა და უგალობდ, იქმენ სიონ ახლად, მაღალთა მათ ხილვათა ტაძარ, იქმენ მოქალაქე ზეცისა იერუსალჱმისა და უფროჲსღა ქალაქ მეუფისა დიდისა, რაჲთა შეიწყნარო ქრისტე შენ შორის.

რამეთუ აჰა ესერა მოვალს შენდა მშჳდი მაცხოვარი. განჰმზადე შენ შორის სავანე, რაჲთა დაემკჳდროს შენ თანა, ჴმობდ სულიერითა გალობითა: „ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა!“1 ქმენ

1 იოან. 12,13; შდრ. ლუკ. 19,38.

გული შენი ქორად დაგებულად, რაჲთა შეიწყნარო ქრისტე, სერობისა მის საიდუმლოჲსა შენ შორის აღსრულებად, პასექისა მის დიდისა, რომელ არს სოფლისა ამისგან ზეცისა სასუფეველად მისლვაჲ. რაჲ არს ქორი დაგებული? გონებაჲ ზეცისა საიდუმლოთა მზრახვალი და სამკაულითა სათნოება-თაჲთა შემკობილი.

მიემსგავსე ვნებათა მათ მეუფისათა, თავს-იდევ გინებანი, კიცხევანი, ბასრობანი, შეურაცხებანი, გუემანი და ყურიმლის-ცემანი ქრისტესთჳს, რამეთუ მანცა ესე ყოველი თავს-იდვა ჩუენთჳს, მერმე ჯუარს-ეცუა, ლახურითა იგურიმა, ძმარი და ნავღელი მიუპყრეს, გემოჲ სიკუდილისაჲ იხილა, რაჲთა ჩუენ მძლავრებისაგან სიკუდილისა განგუათავისუფლნეს. რამეთუ ჩუენთჳს ელმოდა უცოდველსა მას და უვნებელსა, რაჲთა ჩუენცა მზა ვიყვნეთ მისთჳს ყოვლისავე თავს-დებად; რამეთუ რაჲ მადლი არს მონისა, უკუეთუ სწორად უფლისა თჳსისა ევნოს? გარნა სახიერი იგი, მცირედიცა თუ რაჲმე თავს-ვიდვათ, დიდისა მადლისა ზიარ-მყოფს ჩუენ, რამეთუ მიზეზსა ეძიებს წყალობად ჩუენდა.

ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, ნუ უდებ-ვჰყოფთ ცხორებასა ჩუენსა, არამედ ვიდრეღა სავაჭროჲ ესე ამის ცხორებისაჲ დგას, მოვივაჭროთ ცხორებაჲ სულთა ჩუენთაჲ, რაჲთა ღირს ვიქმნეთ საუკუენთა მათ კეთილთა მკჳდრ-ყოფად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ქრისტე ღმერთო, კუალად დიდებით მოსლვასა შენსა იზიარენ სუფევასა შენსა წმიდანი მამანი ჩუენნი იოვანე და ეფთჳმე.