მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 2:50

49. და მან ჰრქუა მათ: და რაჲსა მეძიებთ მე? არა უწყითა, რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ?50. და მათ ვერ გულისჴმა-ყვეს სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ.51. და წარვიდა მათ თანა და მოვიდა ნაზარეთად და იყო დამორჩილებულ მათდა. ხოლო დედასა მისსა დაემარხნეს ყოველნი ესე სიტყუანი გულსა თჳსსა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 2
50. და მათ ვერ გულისჴმა-ყვეს სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეორე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 2; მ. 1-7]

1. და იყო მათ დღეთა შინა გამოჴდა ბრძანებაჲ აგჳსტოს კეისრისაგან აღწერად ყოვლისა სოფლისა. 2. ესე აღწერაჲ პირველი იყო მთავრობასა ასურეთს კჳრინესსა. 3. და წარვიდოდეს ყოველნი აღწერად კაცად-კაცადი თჳსსა ქალაქსა. 4. აღმოვიდა იოსებცა გალილეაჲთ, ქალაქით ნაზარეთით, ჰურიასტანად, ქალაქად დავითისა, რომელსა ჰრქჳან ბეთლემ, რამეთუ იყო იგი სახლისაგან და ტომისა დავითისა, 5. აღწერად მარიამის თანა, რომელი მოთხოვილ იყო მისა, და იყო იგი მიდგომილ. 6. და იყო ვიდრე იყვნესღა იგინი მუნ, აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი. 7. და შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და შეხჳა იგი სახუევლითა და მიაწვინა იგი ბაგასა, რამეთუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას.

აღწერა მიმდინარეობდა იმისთვის, რომ როდესაც ყველა თავის სამშობლოში დაბრუნდებოდა, ქალწულიც წასულიყო ბეთლემში, თავის სამშობლოში, ამრიგად, უფალი ბეთლემში შობლიყო და აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება. როდესაც ერთარსება ღმერთმა ინება აღეკვეთა მრავალღმერთიანობა, მართებული იყო ემეფა მხოლოდ ერთ მეფეს - კეისარს. ყველასთან ერთან აღწერას ქრისტეც ექვემდებარება. უფალს მართებდა კიდეც მთელ სამყაროსთან ერთად აღწერილიყო,...

სრულად ნახვა
სიტყვა ტაძრად მიყვანებასა ზედა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!

ერთი ძველი, საღმრთო მოთხრობა, გადმოცემული ჩვენდამო წმიდათა მამათაგან, გვეტყვის ჩვენ, რომელ, ოდესაც ყოვლად-წმიდა მარიამ შობითგან იყო მხოლოდ სამისა წლისა, მშობელთა მისთა, იოაკიმე და ანნამ, თანახმად აღთქმისა თვისისა, მიიყვანეს იგი იერუსალემს ტაძარსა შინა და მიაბარეს მუნ აღსაზრდელად, და იმ ჟამითგან იგი სწავლობდა საღმთოსა წერილსა და ეჩვეოდა კეთილსა ზნეობასა. ეს არის ის შემთხვევა, რომელსა ჩვენ ახლა ვდღესასწაულობთ, ქრისტიანენო! მაშასადამე აწინდელი დღესასწაული ყოველთა მშობელთა, რომელთა უვიან ძენი და ასულნი და უყვარან იგინი, ასწავლის და აფრთხილებს, ადრითგანვე იფიქრონ სწავლა და აღზრდა მათი; ადრითგანვე დანერგონ გულთა შინა მათთა ყოველი კეთილი ზნეობა და ჩვეულება. რა სახით უნდა აღასრულონ მათ ეს დიდი მოვალეობა? იოაკიმე და ანნამ თვისი მხოლოდ-შობილი ასული მიაბარეს ტაძარსა შინა მსახურთა ტაძრისათა; გარნა ეს იყო საკუთარი ღვთის განგებულება; ამას ყოველი მშობელი ვერ მოჰბაძავს და არცა გვაქვს ჩვენ ჩვეულებად მიბარება შვილთა ტაძართა შინა აღსაზრდელად. მაშასადამე, როგორ უნდა მოიქცენ აწ მშობელნი? ისინი უნდა ეცადნენ, რომ თვით...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის