მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 20:15

14. ხოლო ვითარცა იხილეს იგი ქუეყანის-მოქმედთა მათ, ზრახვა-ყვეს ურთიერთას და თქუეს: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი, რაჲთა ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი.15. და განიყვანეს იგი გარეშე სავენაჴესა მას და მოკლეს. აწ რაჲ უყოს მათ უფალმან სავენაჴისამან?16. მოვიდეს და წარწყმიდნეს ქუეყანის-მოქმედნი იგი და მისცეს ვენაჴი იგი სხუათა. ხოლო მათ ესმა ესე და თქუეს: ნუ იყოფინ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 20
15. და განიყვანეს იგი გარეშე სავენაჴესა მას და მოკლეს. აწ რაჲ უყოს მათ უფალმან სავენაჴისამან?
ლუკას სახარების განმარტება თავი მეოცე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 20; მ. 1-8]

1. და იყო მათ დღეთა შინა, ასწავებდა რაჲ ერსა მას და ახარებდა ტაძარსა შინა, ზედა-მიუჴდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი მოხუცებულითურთ, 2. ეტყოდეს მას და ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ მეცა სიტყუაჲ ერთი, და მითხართ მე: 4. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? 5. ხოლო იგინი შეიზრახნეს ურთიერთას და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: ზეცით იყო, მრქუას ჩუენ: რაჲსათჳს არა გრწმენა მისი? 6. და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, ყოველმან ერმან ქვაჲ დამკრიბოს ჩუენ, რამეთუ სარწმუნო არს იოვანე წინაწარმეტყუელად. 7. და მიუგეს და ჰრქუეს: არა ვიცით, ვინაჲ იყო. 8. და იესუ ჰრქუა მათ: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.

უფალი, დიდებით შესული იერუსალიმში, თავისი ძალაუფლების დასამტკიცებლად აკეთებს იმას, რომ თავისი მამის სახლს წმენდს მოვაჭრეთაგან. მან ეს ქადაგების დასაწყისში გააკეთა, როგორც იოანე მახარებელი ამბობს (2, 13-18). ახლა კი იმავეს აკეთებს, მეორეჯერ. ეს იუეველთა უფრო მეტად დადანაშაულებას ემსახურება, რადგან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ოდეს აღამაღლოთ ძჱ კაცისაჲ, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არარას ვიტყჳ, არამედ ვითარცა მასწავა მამამან, მასცა ვიტყჳ. და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს და არა დამიტევა მე მარტოჲ“ (8,28-29).:

...(ლუკ. 13,35) და იგავნიცა იგი მისნი ამასვე მოასწავებენ, რომელ-იგი ეტყოდა, ვითარმედ: „რაჲ უყოს მუშაკთა მათ უფალმან მან მის ვენაჴისამან? რამეთუ ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს“. ; ; ჰხედავა, რამეთუ ყოველსა ადგილსა ამათ სიტყუათა ეტყოდა, რომელ არღა ჰრწმენა მისი? თუ არა, უკუეთუ თჳთ ეგულების წარწყმედაჲ მათი, ვითარცა ეგულებისცა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მომგუარენით აქა, რომელთა არა ენება მეუფებაჲ ჩემი მათ ზედა, და მოსწყჳდენით წინაშე ჩემსა“. და ვინაჲთგან თჳთ არს ჴელმწიფჱ წარწყმედასა ზედა მათსა, რაჲსათჳს არა თავისა თჳსისა საქმედ უწესს ამას, არამედ მამისა? საცნაურ არს უკუე, ვითარმედ მათისა უძლურებისათჳს, რამე-თუ ვერ ძალ-ედვა გულისხმის-ყოფად ყოვლისავე, და კუალად, რამეთუ პატივ-სცემდა მამასა. რამეთუ ვინაჲთგან ყოველთა მათ კეთილთა ჩემთა ზედა არა ინებეთ გულისხმის-ყოფად მოსლვაჲ, ამისთჳს, რაჟამს-იგი იტანჯებოდით, მაშინ სცნათ, ვინ ვარ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ჩემ თანა არს მამაჲ“ (8,29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, ვითარმედ: „მომავლინა...

სრულად ნახვა