მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 20:22

21. და ჰკითხეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ მართალსა იტყჳ და ასწავებ და არავის თუალ-აღებ პირსა, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ.22. ჯერ-არსა კეისრისა ხარკისა მიცემად ანუ არა?23. და ვითარცა გულისჴმა-ყო ზაკულებაჲ იგი მათი, ჰრქუა მათ: რაჲსა გამომცდით მე?
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 20
22. ჯერ-არსა კეისრისა ხარკისა მიცემად ანუ არა?
ლუკას სახარების განმარტება თავი მეოცე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 20; მ. 1-8]

1. და იყო მათ დღეთა შინა, ასწავებდა რაჲ ერსა მას და ახარებდა ტაძარსა შინა, ზედა-მიუჴდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი მოხუცებულითურთ, 2. ეტყოდეს მას და ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ მეცა სიტყუაჲ ერთი, და მითხართ მე: 4. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? 5. ხოლო იგინი შეიზრახნეს ურთიერთას და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: ზეცით იყო, მრქუას ჩუენ: რაჲსათჳს არა გრწმენა მისი? 6. და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, ყოველმან ერმან ქვაჲ დამკრიბოს ჩუენ, რამეთუ სარწმუნო არს იოვანე წინაწარმეტყუელად. 7. და მიუგეს და ჰრქუეს: არა ვიცით, ვინაჲ იყო. 8. და იესუ ჰრქუა მათ: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.

უფალი, დიდებით შესული იერუსალიმში, თავისი ძალაუფლების დასამტკიცებლად აკეთებს იმას, რომ თავისი მამის სახლს წმენდს მოვაჭრეთაგან. მან ეს ქადაგების დასაწყისში გააკეთა, როგორც იოანე მახარებელი ამბობს (2, 13-18). ახლა კი იმავეს აკეთებს, მეორეჯერ. ეს იუეველთა უფრო მეტად დადანაშაულებას ემსახურება, რადგან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,24).:

...ათა შინა მისთა ბიწი, რამეთუ ყოლადვე რასაცა ჰკითხვიდეს, არა ამისთჳს ჰკითხვიდეს, რაჲთამცა ჭეშმარიტი ცნეს, არამედ რაჲთამცა მიზეზი პოვეს, ვითარცა-იგი რაჟამს ჰკითხეს, თუ: „ჯერარსა ხარკისა მიცემაჲ კეისრისაჲ ანუ არა?“ ; ; და რომელ ჰკითხეს განტევებისათჳს ცოლისა, ; და კუალად დედაკაცისა მისთჳს, რომლისა თქუეს, ვითარმედ შჳდ ქმარ ესხნეს. ; ; ხოლო თავადმან მუნ ამხილა მათი ტყუვილი, ვითარმედ: „რასა გამომცდით, ორგულნო?“ ; ; რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ დაფარულნი გულთა მათთანი უწყნის, ხოლო აქა არა ამხილა, რაჲთამცა გუასწავა არა ყოლადვე მხილებაჲ ბოროტისმყოფელთა ჩუენთაჲ, არამედ მოთმინებაჲ ყოვლისაჲვე სიმშჳდით. ვინაჲთგან უკუე უგუნურებისა საქმენი იყვნეს, რამეთ...

სრულად ნახვა