მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 20:29

28. მოძღუარ, მოსე ესრეთ დამიწერა ჩუენ: უკუეთუ ვისმე ძმაჲ მოუკუდეს და ესუას მას ცოლი და იგი უშვილო უყოს, რაჲთა შეირთოს ცოლი იგი მისი ძმამან მისმან და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა.29. შჳდნი უკუე ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. და პირველმან მან შეითრო ცოლი და მოკუდა უშვილოჲ.30. და მეორემან და მესამემან,
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 20
29. შჳდნი უკუე ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. და პირველმან მან შეითრო ცოლი და მოკუდა უშვილოჲ.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეოცე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 20; მ. 1-8]

1. და იყო მათ დღეთა შინა, ასწავებდა რაჲ ერსა მას და ახარებდა ტაძარსა შინა, ზედა-მიუჴდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი მოხუცებულითურთ, 2. ეტყოდეს მას და ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ მეცა სიტყუაჲ ერთი, და მითხართ მე: 4. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? 5. ხოლო იგინი შეიზრახნეს ურთიერთას და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: ზეცით იყო, მრქუას ჩუენ: რაჲსათჳს არა გრწმენა მისი? 6. და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, ყოველმან ერმან ქვაჲ დამკრიბოს ჩუენ, რამეთუ სარწმუნო არს იოვანე წინაწარმეტყუელად. 7. და მიუგეს და ჰრქუეს: არა ვიცით, ვინაჲ იყო. 8. და იესუ ჰრქუა მათ: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.

უფალი, დიდებით შესული იერუსალიმში, თავისი ძალაუფლების დასამტკიცებლად აკეთებს იმას, რომ თავისი მამის სახლს წმენდს მოვაჭრეთაგან. მან ეს ქადაგების დასაწყისში გააკეთა, როგორც იოანე მახარებელი ამბობს (2, 13-18). ახლა კი იმავეს აკეთებს, მეორეჯერ. ეს იუეველთა უფრო მეტად დადანაშაულებას ემსახურება, რადგან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,24).:

...ბისათჳს ცოლისა, ; და კუალად დედაკაცისა მისთჳს, რომლისა თქუეს, ვითარმედ შჳდ ქმარ ესხნეს. ; ; ხოლო თავადმან მუნ ამხილა მათი ტყუვილი, ვითარმედ: „რასა გამომცდით, ორგულნო?“ ; ; რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ დაფარულნი გულთა მათთანი უწყნის, ხოლო აქა არა ამხილა, რაჲთამცა გუასწავა არა ყოლადვე მხილებაჲ ბოროტისმყოფელთა ჩუენთაჲ, არამედ მოთმინებაჲ ყოვლისაჲვე სიმშჳდით. ვინაჲთგან უკუე უგუნურებისა საქმენი იყვნეს, რამეთუ საქმენი ქადაგებდეს, და იგინი სიტყუათა ეძიებდეს, ამისთჳს ისმინე, ვითარ მიუგო მათ, ერთად, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ მზაკუვარებით ჰკითხვენ და არა ცნობისათჳს, და მეორედ, რაჲთა გამოაცხადოს, ვითარმედ უფროჲს სიტყუათასა უქადაგებიეს საქმეთა მიერ. რამეთუ მიუგო, ვითარმედ: „გითხარ თქუენ, და არა გრწამს; საქმეთა რომელთა ვიქმ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, ესენი წამებენ ჩემთჳს“ (10,25). ვითარცა-იგი მა...

სრულად ნახვა