მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 22:1

1. და მოახლებულ იყო დღესასწაული იგი უცომოებისაჲ, რომელსა ჰრქჳან პასქაჲ.2. და ეძიებდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი, რაჲთამცა მოკლეს იგი, ხოლო ეშინოდა ერისა მას.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 22
1. და მოახლებულ იყო დღესასწაული იგი უცომოებისაჲ, რომელსა ჰრქჳან პასქაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური, აკურთხა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და თქუა: მიიღეთ, ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი. და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა, მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგანი ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (26,26-28).:

...ვე ახალსა ამას აქუს - სისხლი იგი სამეუფოჲ.

მოაჴსენებს უკუე ძუელსა მასცა შჯულსა, ვითარმედ იგიცა სისხლი-თა განემტკიცებოდა. და კუალად იტყჳს მიზეზსა სიკუდილისა თჳსისასა - „მრავალთათჳს დათხეულიო მისატევებელად ცოდვათა. ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა“. ;

ჰხედავა, ვითარ განაშორებს მათ წესთაგან ჰურიათაჲსა? „ამას ჰყოფდითო მოსაჴსენებელად ჩემდა“. ვითარცა-იგი დაკლვასა მას კრავისასა აღასრულებდით მოსაჴსენებელად საკჳრველებათა მათ, ეგჳპტეს ქმნილ-თა, ეგრეთვე ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა. იგი სისხლი დაითხია სასწაულად პირმშოთა მათ, რაჲთა თანაწარჰჴდებოდის მომსრველი იგი, ხოლო ესე დაითხევის მისატევებელად ცოდვათა ყოვლისა სოფლისათა; რაჲთა სცნათ, ვითარმედ დიდ არს საიდუმლოჲ ვნებისა და ჯუარ-ცუმისა ჩემისაჲ და ნუგეშინისცემულ იყვნეთ. და ვითარცა მოსე თქუა, ვითარმედ: „ესე საჴსენებელად იყავნ საუკუნოდ თქუენდა“, ეგრეთვე მე გეტყჳ: „ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა, ვიდრემდის მოვიდე“.

ამისთჳსცა ეტყოდა: „გულისსიტყჳთ გული მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა“,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად კაცისა ვისსამე და არქუთ მას: მოძღუარმან ეგრე თქუა: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო პასქაჲ ესე მოწაფითურთ ჩემით“ (26,18).:

...ითარმედ: უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი“,

ეგრეთვე აქა ჰრქუა: „არქუთ სახლისა უფალსაო: გეტყჳს შენ მოძღუარი: შენ თანა ვყო პასქაჲ ესე“. გინა თუ ვითარცა ლუკა იტყჳს: „გეტყჳს შენ მოძღუარი: სადა არს სავანე, რომელსა პასქაჲ ესე მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო?“ და არა ესე ხოლო არს საკჳრველ, რომელ კაცმან უცნაურმან შეიწყნარა იგი, არამედ რომელ იცოდა, ვითარმედ შეწყნარებითა მისითა მტერობად თჳსად აღადგენდა ყოველთა მათ მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა და ფარისეველთა და მთავართა ერისათა, და ყოვლადვე არარად შეჰრაცხა ესე ყოველი, რამეთუ სიტყუამან მან უფლისამან განაჴურვა გონებაჲ მისი.

ხოლო ვინაჲთგან უმეცარ იყვნეს მოწაფენი კაცსა მას, ამისთჳს სასწაული მისცა, ვითარმედ: „შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნი წყლი-თა ზეედგას; შეუდეგით მას სახედ, ვიდრეცა შევიდეს. და არქუთ უფალსა მის სახლისასა“.

და არა ესე ხოლო მიუმცნო, თუ: „შენ თანა ვყო პასქაჲ ესე“, არამედ ესეცა ჰრქუა: „ჟამი ჩემი ახლოს არსო“. ხოლო ესე თქუა, ერთად, რაჲთა ზედაჲსზედა ჴსენებითა იწუართონ მოწაფეთა საქმე იგი, და მეორედ, რაჲთა ცნან მოწაფეთა და კაცმან მანცა მასპინძელმან, ვითარმედ ნეფსით თჳსი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნ წმიდათა საიდუმლოთათჳს და მოწყალებისათჳს:

...ველისმოქმედებათა მისთა, ხოლო ჩუენდა დღითი-დღე მოუცემიეს საჴსენებელი ესე, ვითარცა იტყჳს მოციქული: „რავდენგზის სჭამდეთ პურსა ამას და ჰსუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდეთ“, რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: „ამას ჰყოფდითო მოსაჴსენებელად ჩემდა“.

და ნანდჳლვე ესე არს თავი ქველისმოქმედებათა მისთაჲ, ჴსენებაჲ სიკუდილისა მისისაჲ. რამეთუ უკუეთუ ვთქუა, თუ: ცანი გარდაართხნა და ქუეყანაჲ დაამტკიცა, ზღუანი განჰფინნა, მნათობნი დაჰბადნა, და ამისა პირველ მჴედრობანი ანგელოზთანი შექმნნა, სხუანი იგი ყოველნი თუ საკჳრველებანი მისნი წარმოვთქუნე, ვერარას ვიტყჳ სწორსა ამისსა, რომელ თავი თჳსი მისცა ჩუენთჳს სიკუდილად, რაჲთა უცხოქმნილნი ესე და წარწყმედილნი მონანი მომიძინეს და შვილ ღმრთისა მყვნეს.

ესე არს თავი ყოველთა კეთილთაჲ, ესე არს საიდუმლოჲ დიდებული, რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო და აწ გამოგჳჩნდა ჩუენ. სურვილით უკუე და სარწმუნოებით მოუჴდებოდით წმიდასა მას და შესაძრწუნებელსა ტრაპეზსა.

გარნა ნუმცა ვინ მოუჴდების სამოსლითა ხენეშითა, რაჲთა არა გარე განვარდეს.

ნუმცა ვინ არს იუდა, ნუმცა ვინ არს სიმონ მოგჳ, რამეთუ ესე ორნივე ვეცხლისმოყუარებითა წარწყმდეს. ვივლტოდით უკუე ჩუენცა ბოროტისა ამის ვნე...

სრულად ნახვა