მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 22:2

1. და მოახლებულ იყო დღესასწაული იგი უცომოებისაჲ, რომელსა ჰრქჳან პასქაჲ.2. და ეძიებდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი, რაჲთამცა მოკლეს იგი, ხოლო ეშინოდა ერისა მას.3. და შეუჴდა ეშმაკი იუდას, რომელსა ერქუა ისკარიოტელ და იყო იგი რიცხჳსაგან ათორმეტთაჲსა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 22
2. და ეძიებდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი, რაჲთამცა მოკლეს იგი, ხოლო ეშინოდა ერისა მას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა: დაღათუ სხუანი ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მიმართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე შენდა მიმართ. ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამგზის უარ-მყო მე. ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრევე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს“ (26,33-35).:

...ცემელობისა და განმცემელი იგი იხილა, მინდობით იტყოდა ყოველთა უმჴნეს ყოფად და თქუა: „დაღაცათუ სხუანი ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე შენდა მომართ“. დაერთო სიტყუასა ამას შინა ზუაობაჲცა. რამეთუ სერობასა მას იყო ცილობაჲ მათ შორის, ვითარცა ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „ვინ-მე იყოს დიდ მათ შორის?“

ამისთჳს არა თუ მიავლინა მან უარის-ყოფად. ნუ იყოფინ! არამედ განაშიშულა ოდენ თჳსისა შეწევნისაგან და მერმე ემხილა კაცობრივსა უძლურებასა.

იხილეთ უკუე, ამისა შემდგომად ვითარ განისწავლა. და შემდგომად აღდგომისა ჰკითხა რაჲ უფალმან: „სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა?“ მოწიწებით მიუგო: „უფალო, ყოველი შენ იცი, და შენ ყოველი უწყი, რამეთუ მიყუარ შენ“.

კუალად, ოდეს ჰკითხა საყუარელისა მისთჳს მოწფისა: „უფალო, ამისთჳს რაჲ სთქუ?“ და ჰრქუა უფალმან: „შენდა რაჲ არს?“ დადუმნა მეყსეულად.

კუალად, ჟამსა მას ამაღლებისასა ჰრქუა რაჲ: „არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთაჲ და წელთაჲ“, დადუმნა და არა სიტყუა-უგო.

კუალად, ერდოთა მათ ზედა ოდეს იხილა ტილოჲ იგი და ესმა: „რომელი-იგი ღმერთმან წმიდა-ყო, შენ ნუ შეგინებულად გიჩნ“,...

სრულად ნახვა