მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 22:10

9. ხოლო მათ ჰრქუეს: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ?10. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: აჰა ეგერა შესლვასა ოდენ თქუენსა ქალაქად შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნი წყლითა ზე ედგას; შეუდეგით მას სახიდ, ვიდრეცა შევიდეს.11. და არქუთ სახლისა უფალსა მას: გეტყჳს შენ მოძღუარი: სადა არს სავანე, რომელსა პასქაჲ ესე მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო?
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 22
10. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: აჰა ეგერა შესლვასა ოდენ თქუენსა ქალაქად შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნი წყლითა ზე ედგას; შეუდეგით მას სახიდ, ვიდრეცა შევიდეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად კაცისა ვისსამე და არქუთ მას: მოძღუარმან ეგრე თქუა: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო პასქაჲ ესე მოწაფითურთ ჩემით“ (26,18).:

...ა, და ყოვლადვე არარად შეჰრაცხა ესე ყოველი, რამეთუ სიტყუამან მან უფლისამან განაჴურვა გონებაჲ მისი.

ხოლო ვინაჲთგან უმეცარ იყვნეს მოწაფენი კაცსა მას, ამისთჳს სასწაული მისცა, ვითარმედ: „შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნი წყლი-თა ზეედგას; შეუდეგით მას სახედ, ვიდრეცა შევიდეს. და არქუთ უფალსა მის სახლისასა“.

და არა ესე ხოლო მიუმცნო, თუ: „შენ თანა ვყო პასქაჲ ესე“, არამედ ესეცა ჰრქუა: „ჟამი ჩემი ახლოს არსო“. ხოლო ესე თქუა, ერთად, რაჲთა ზედაჲსზედა ჴსენებითა იწუართონ მოწაფეთა საქმე იგი, და მეორედ, რაჲთა ცნან მოწაფეთა და კაცმან მანცა მასპინძელმან, ვითარმედ ნეფსით თჳსით მივალს ვნებად. და ესეცა შესძინა, ვითარმედ: „მოწაფითურთ ჩემით“, რაჲთა ჯეროვნად ყოს მან განმზადებულებაჲ და ცნას, ვითარმედ განცხადებულად მივალს და არა მიფარულად.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა შემწუხრდა, ინაჴით-ჯდა იესუ ათორმეტთა მათ თანა. და ვითარცა ჭამდეს იგინი, თქუა იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“ (26,20-21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ იუდაჲსი იგი უკეთურებაჲ და სიცხარე! რამეთუ იგიცა მუნვე იყო და მივიდა ზიარებად საიდუმლოთა და ტაბლისა მის წმიდისა. დაღაცათუმცა მჴეცი იყო, შე-მცა-ეკდიმა, რამეთუ ტაბლასა მას ზედა თქუა უფალმან: „ამენ გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგ...

სრულად ნახვა