...სა იტყჳს (რამეთუ წეს არს მწუხრითგან აღრაცხვად დღისა მის), რაჟამს-იგი კრავისა მის დაკლვაჲ აღესრულებოდა. რამეთუ ხუთშაბათსა დღესა მოუჴდეს, და მას სახელ-სდებს პირველად დღედ უცომოებისა, ესე იგი არს, წინადღით პასექისა.
და კუალად სხუაჲ მახარებელი იტყჳს: „მოიწინესო დღენი იგი უცომოებისანი, ოდეს ღირდა პასქაჲ იგი დაკლვად“. ესე იგი არს, ვი-თარმედ მოიწია მწუხრი იგი, ოდეს აღესრულებოდა დღესასწაული მა-თი.
„და ჰრქუეს მას: სადა გნებავს, მოგიმზადოთ შენ ჭამად პასქაჲ ესე?“ ამით საცნაურ არს, ვითარმედ არა აქუნდა თავადსა სახლი სადგურად, და არცა მოწაფეთა მისთა. რამეთუ უკუეთუმცა მათ აქუნდა, მუნმცა ევედრნეს მისლვად. გარნა არაჲ აქუნდა, რამეთუ ყოველივე დაეტევა და უფლისადა შედგომილ იყვნეს. ხოლო რაჲსათჳს აღასრულებდა იგი პასქასა მას? ესე ამისთჳს, რაჲთა ვიდრე აღსასრულადმდე ყოვლით კერძო გამოაჩინოს, ვითარმედ არა წინააღმდგომ არს შჯულისა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად კაცისა ვისსამე და არქუთ მას: მოძღუარმან ეგრე თქუა: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო პასქაჲ ესე მოწაფითურთ ჩემით“ (26,18).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კაცისა მიმართ მიავლინა უცნაურისა, რომელსა მოწაფენი იგი არა იცნობდეს ყოვლადვე, რაჲთა უმეტესად გამოჩნდეს ძალი მადლისა მისისაჲ, და ცნან მო...