მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 3:4

3. და მოჰვლიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა.4. ვითარცა წერილ არს წიგნსა მას სიტყუათა ესაია წინაწარმეტყუელისათა და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.5. ყოველი ჴევნები აღმოივსოს, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ; და იყოს გულარძნილი იგი მართალ, და ფიცხელი იგი გზად წრფელად.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 3
4. ვითარცა წერილ არს წიგნსა მას სიტყუათა ესაია წინაწარმეტყუელისათა და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.
ლუკას სახარების განმარტება თავი მესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 3, მ. 1-3]

1. წელსა მეათხუთმეტესა ტიბერის კეისრისასა, მთავრობასა პონტიელისა პალატესსა ჰურიასტანს, და მეოთხედ მთავრობასა გალილეას ჰეროდესსა, ხოლო ფილიპეს, ძმისა მისისა მეოთხედ მთავრობასა იტურეას და ტრაქონელთა სოფელსა, და ლჳსანისსა, მეოთხედ მთავრობასა აბილინესა, 2. მღდელთ-მოძღურებასა ანნაჲსსა და კაიაფაჲსსა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს. 3. და მოჰვლიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა.

მართებულადაა ნახსენები დრო და მმართველები, რათა უჩვენოს, რომ ქრისტეს დროს შეწყდა იუდეველ მთვარათა მემკვიდრეობა. ვინაიდან ჰეგემონი იყო პილატე, სხვა ტომის ადამიანი, მეოთხედმთავარნი - ძენი ჰეროდე ასკანოლიტელისა, რათა ამის გამო ჭეშმარიტად მიეღოთ, რომ მოვიდა ქრისტე, იაკობის წინასწარმეტყველებისამებრ (დაბ, 49, 10).

„იყო, - ნათქვამია, - სიტყვა უფლისა იონეს მიმართ“, რათა შენ იცოდე, რომ იგი მოვიდა დასამოწმებლად ქრისტეზე, არა როგორც თვითმარქვია, არამედ იმის გამო, რომ ღმრთის სულით იყო აღძრული. „სიტყვაში“ იგულისხმება ან სული წმიდა, ანდა ღმრთის ბრძანება,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?“ (1,19).:

...ს, თუ რომელ პირველ ვთქუ.

ისმინე უკუე ნეტარისა იოვანესი, ვითარ მიუგო გონებისაებრ მა-თისა და არა სიტყჳსა. რამეთუ არა თქუა მეყსეულად, თუ: „მე - ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა“, ; ; ; ; არამედ იჭჳ იგი მათი განაქარვა პირველ, რამეთუ ჰკითხეს რაჲ, ვითარმედ: „ვინ ხარ?“ „აღიარა და არა უარ-ყო; და აღიარა, ვითარმედ: მე არა ვარ ქრისტე“ (1,20). ხოლო მათ სხუასა სიტყუასა იწყეს კითხვად, ვითარმედ: „ელია ხარა? და მან თქუა, ვითარმედ: არა ვარ“ (1,21), რამეთუ ელიაჲსსაცა მოელოდეს მოსლვასა, ვითარცა სხუასა ადგილსა წერილ არს. ; (17,10); და კუალად ჰკითხეს, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი იგი ხარა? და ჰრქუა მათ: არა ვარ“ (1,21), და იგი წინაჲსწარმეტყუელი იყო. რად უკუე უარ-ყო? გარნა რამეთუ გონებათა მათთა ხედვიდა, ხოლო მათ ასმიოდა მოსესგან, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი აღადგინოს უფალმან ღმერთმან, ვითარცა მე; მისი ისმინეთ“. ...

სრულად ნახვა