...კჳრველებისა, რაჲთა არა ბუნებაჲ იგი ჴორცთაჲ არაჭეშმარიტად შეჰრაცხონ.
ხოლო განრღუეულისა მისთჳს მათე იტყჳს, ვითარმედ: „მოართუეს მას განრღუეული, ცხედარსა ზედა მდებარე“. და სხუანი მახარებელნი იტყჳან, ვითარმედ: სართული სახლისაჲ აღსძარცუეს და გარდაუტევეს იგი წინაშე იესუჲსა, ; და იხილა რაჲ სარწმუნოებაჲ მათი, უძლურისაჲცა და მოღუაწეთაცა მისთაჲ (რამეთუ ორთასავე მოასწავებს სარწმუნოებასა, გარნა უმეტესი განრღუეულისაჲ მის იყო), ამისთჳსცა ესმა სანატრელი იგი და საწადელი ჴმაჲ სახიერისა უფლისაჲ: „ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ ჵ სიტყუაჲ ესე ტკბილი და სასურველი! ჵ ვინმცა მასმინა ჴმაჲ ესე დიდებული! გარნა შენ, სახიერო მეუფეო, თქუ ჩემდა მომართცა აურაცხელისა წყალობისა შენისათჳს, რამეთუ ყოველივე ძალგიც, მაცხოვარო!
არამედ ესეცა ჩუენ ზედა არს, ძმანო, უკუეთუ შორს-ვყვნეთ თავნი ჩუენნი ბოროტთაგან და შეუვრდეთ მას სარწმუნოებითა მჴურვალითა, თქუას ჩუენდა მომართცა: „მიგეტევნენ ცოდვანი“, რამეთუ წადიერ არს იგი მიუთხრობელისა მის სახიერებისა მისისათჳს მოტევებად ცოდვათა ჩუენთა, და მიზეზსა ოდენ ეძიებს ჩუენ მიერ შეწყალებად ჩუენდა უხუად მომნიჭებელი იგი.
„ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!“ ჴელმწიფებითა დი...