მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 5:21

20. და იხილა რაჲ სარწმუნოებაჲ მათი, ჰრქუა მას: კაცო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!21. და იწყეს განზრახვად მწიგნობართა მათ და ფარისეველთა და იტყოდეს: ვინ არს ესე, რომელი იტყჳს გმობასა? ვის ჴელ-ეწიფების მიტევებაჲ ცოდვათაჲ, გარნა მხოლოსა ღმერთსა?22. გულისჴმა-ყვნა იესუ გულის-ზრახვანი მათნი, მიუგო და ჰრქუა მათ: რასა-ეგე ჰზრახავთ გულთა თქუენთა?
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 5
21. და იწყეს განზრახვად მწიგნობართა მათ და ფარისეველთა და იტყოდეს: ვინ არს ესე, რომელი იტყჳს გმობასა? ვის ჴელ-ეწიფების მიტევებაჲ ცოდვათაჲ, გარნა მხოლოსა ღმერთსა?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“ (6,12).:

...გცა, რაჲთა იქმნე შენცა სახიერ და კაცთმოყუარე და მიემსგავსო ქველისსაქმითა და სათნოებითა მით ძჳრუჴსენებლობისაჲთა ღმერთსა. რამეთუ თანანადებთა მიტევებაჲ საქმე არს ღმრთისაჲ, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: „არავის ჴელ-ეწიფების მიტევებაჲ ცოდვათაჲ, გარნა მხოლოსა ღმერთსა“. ; აწ უკუე რომელი ყოვლითა გულითა მიუტევებდეს ბრალთა და თანანადებთა მოყუსისათა, მიემსგავსების იგი ღმერთსა ძალისაებრ თჳსისა, და მოიღებს იგიცა მოტევებასა ყოველთა ცოდვათა თჳსთასა. ამისთჳს მოგცა მცნებაჲ ესე, რაჲთა მიუთხრობელსა ამას კეთილსა ღირს-გყოს, რაჲთა გიჴსნას უშუერებისაგან, მრისხანებისა და ძჳრის-ჴსენებისა, რაჲთა შეგაერთოს ასოსა შენსა თანა, რამეთუ მოყუასი შენი ასოჲ შენი არს.

ვითარ უკუე იკადრო არა მიტევებად ყოველთა ბრალთა ასოჲსა მის და ძმისა შენისათა, რაჲ სთქუა? თუ უსამართლოდ რაჲმე გავნოა? ესე არს თანანადები და შეცოდებაჲ. უკუეთუ არა, რომელი-იგი სამართლად რაჲმე გავნოს, ესე არა შეცოდება არს ყოვლადვე, არცა თანანადებ. არამედ უსამართლოდ ქმნულთა ბრალთა გიჴმს შენდობაჲ, რამეთუ შენცა ესევი-თართავე უსამართლოდ ქმნილთა ბრალთასა ეძიებ შენდობასა და მრავალ-თა თანანადებთა ითხოვ მოტევებასა; მიუტევენ ყოველნი თანანადებნი და შეუნდვენ ყოველნი ბრალნი მო...

სრულად ნახვა