მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 5:30

29. და დაუმზადა ლევი პური დიდი იესუს სახლსა შინა თჳსსა. და იყო კრებული დიდი მეზუერეთაჲ და სხუათაჲ, რომელნი იყვნეს მათ თანა ინაჴით-მსხდომარენი.30. და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი მათნი მოწაფეთა მისთა თანა და იტყოდეს: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა სჭამთ და ჰსუამთ?31. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა შინა არიან.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 5
30. და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი მათნი მოწაფეთა მისთა თანა და იტყოდეს: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა სჭამთ და ჰსუამთ?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?“ (1,19).:

...; და ვითარმედ: „ნაზარეთით არს“, რომელი-იგი შეურაცხად აქუნდა; და ვითარმედ: „მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამსო“, ; ; რომელი-იგი იქმოდა ამას, რაჲთამცა იგინი მოიზიდნა, და რამეთუ არა ემოსა სამოსელი სტევისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ. ; და ამას ყოველსა უბადრუკნი იგი ვერ გულისხმა-ჰყოფდეს, არამედ შეურაცხად აქუნდა ქრისტე.

ხოლო რაჟამს იოვანე მარადის მისა მიმართ მიავლენდა მათ, და მათ სირცხჳლ-უჩნდა საქმე ესე და ენება, რაჲთამცა უფროჲსად იოვანე აქუნდა მოძღურად, ხოლო ცხადად ამისა თქუმად ვერ იკადრებდეს, არამედ არა მიავლინნეს მისა მიმართ შეურაცხნი კაცნი, არამედ მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთამცა ჰკითხეს, თუ: „შენ ვინ ხარ?“ რამეთუ არა თუ უცნაური კაცი იყო, არამედ შობაჲცა მისი ყოველთა მიერ იქმნა საცნაურ, ვიდრემდე იტყოდეს, ვითარმედ: „რაჲ-მე იყოს ყრმაჲ ესე?“ და რაჟამს იორდანეს მოვიდა, ყოველნი მისა მივიდოდეს, და ესრეთ სა...

სრულად ნახვა