და ვითარცა იხილა სვიმონ პეტრე შეუვრდა მუხლთა იესოსა და ჰრქვა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო! ( ლუკ. ე, ჱ).
საკვირველმან თევზისა ნადირობამან, რომლისა მოთხრობა დღეს წაკითხულ იქმნა სახარებითგან, განაცვიფრა და შეაშინა პეტრე. მან, სიყრმითგან გამოცდილმან თევზის ნადირობასა შინა, მთელი ღამე ინადირა ტბასა ზეადა გენესარეთისასა და ვერა რა დაიჭირა; გარნა აწ, ერთითა მხოლოდ სიტყვითა იესო ქრისტესითა, ურიცხვი სიმრავლე თევზისა შთავარდა ბადესა შინა მისსა. ესრედ, რომელ ვერ შეეძლო ამოღება მისი წყალითგან, ვიდრემდის არ მოეხმარნენ სხვანი მეთევზენი. ამ სასწაულმან ცხადად უჩვენა მას, რომელ მოძღვარი იგი არ იყო უბრალო ვინმე კაცი, არამედ თვით უფალი და მბრძანებელი ყოვლისა ბუნებისა. მაშინ განკვირვებული იგი მეთევზე შეუვრდა მუხლთა იესოსთა და ჰრქვა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ უფალო! რასა ნიჰშნავს, ძმანო. ესე მოქმედება სვიმონ პეტრესი? რისთვის შეეშინდა მას და ან რისთვის სთხოვა უფალსა განსვლა მისგან? ვგონებ, მას უნდა გაჰხარებოდა, რომ ესე ვითარი სასწაულთმოქმედი შევიდა ნავსა მისსა, აკურთხა მისი შრომა და მისცა მას დიდი...