📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“ (5,17).
ვინ აბრალა ესე, ანუ ვინ ჰრქუა, თუ დაჰჴსნი შჯულსა და წინაწარმეტყუელთა, რომელ ამას იტყჳს, თუ: „არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“? რამეთუ არცა სიტყუათა მისთაგან გამოჩნდებოდა ესევითარი იჭჳ, არამედ უფროჲსად სიმდაბლე და სიმშჳდე და მოწყალებაჲ და სიმართლე და სიწმიდე გულისაჲ და მშჳდობაჲ და სხუაჲ იგი, რომელი თქუა, შჯულისავე დამამტკიცებელ იყვნეს, არა წინააღმდგომ. ვინაჲთგან უკუე არავინ ეტყოდა ჟამისად ესევითარსა, რაჲსათჳს იგი პასუხსა ამას მიუგებს, ვითარცა თქუმულისა მიმართ სიტყჳსა? გარნა არა ცუდად და ამაოდ ქმნა ესე, არამედ ფრიად და ჯეროვნად და კეთილად, რამეთუ ეგულებოდა ფრიად უზეშთაეს ძუელისა მის მცნებათა დადებად. ესე იგი არს: „გასმიესო, რამე-თუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არცა თუ განრისხებად ყოლადვე. გასმიეს: არა იმრუშო. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არცა თუ მიხედვად გულისთქუმით დედაკაცისა. კუალად გასმიეს: არა ცილი ჰფუცო. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა ფუცად ყოლადვე. გასმიეს: თუალი თუალისა წილ, და კბილი კბილისა წილ. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: რომელმან გცეს ყურიმალსა მარჯუენესა, მიუპყარ ერთკერძოჲცა. გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი, კეთილთა უყოფდით მოძულეთა თქუენთა“.1 ვინაჲთგან უკუე ესევითარისა ამის და სხჳსა მრავლისა მსგავსისაჲ ეგულებოდა თქუმად და საღმრთოჲსა მის და ანგელოზთა მობაძავისა მოქალაქობისა გზაჲ ენება ჩუენებად, რაჲთა არა უცხოებამან მათ სიტყუათამან შეაშფოთნეს გულნი მსმენელთანი და ორგულებად მოიყვანნეს, ამისთჳს წინაჲთვე განაკრძალებს მათ, რამეთუ დაღაცათუ არა იქმოდეს მცნებათა მათ შჯულისათა ჰურიანი, გარნა სიტყჳთ პატივ-სცემდეს და ენება, რაჲთა არაჲ ვინ შეცვალებულად გამოთქუას, დაღაცათუ იგინი მრავალსა შესცვალებდეს ბოროტისა მიმართ და არა კეთილისა.
ხოლო ვინაჲთგან ქრისტე არა სამღდელოჲსა ტომისაგან იყო და სიტყუანი იგი, რომელთა ეგულებოდა თქუმად, დაღაცათუ არა შემცვალებელ, არამედ შემმატებელ სათნოებისა მის რჩულიერისა იყვნეს, და იცოდა, ვითარმედ ამის ორისავე პირისათჳს შეშფოთებად იყვნეს იგინი და თქუმად, ვითარმედ: რაჲსათჳს გარდამატებულად შჯულისა მცნებათა დაგჳდებს, რომელი-ესე არცა ტომისაგან ლევიტელთაჲსა არს, რომელთა შეჰგავს რჩულის-დებად
1 შდრ. მათ. 5,21-44.
ერისა? ამისთჳს პირველ საკჳრველთა მათ მცნებათა სიტყჳსა დაუმტკიცებს მათ, ვითარმედ არა დაჴსნად შჯულისა იტყჳს რას, არამედ უფროჲსად გან-ძლიერებისა და აღორძინებისათჳს მცნებათა მათ პირველთასა.
და ესე სახე არა ამას ადგილსა ხოლო აჩუენა, არამედ სხუასაცა, რა-ჟამს-იგი იტყოდეს ჰურიანი დაჴსნისათჳს შაბათისა, ვითარმედ წინააღმდგომ შჯულისა არს და არა ღმრთისაგან არსო, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს. ამისთჳს წინაუყვნა მათ სიტყუანი, რომელნიმე შემსგავსებულნი თავადისანი, ვითარ-იგი თქუა: „მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს, და მეცა ვიქმ“,1 და რომელნიმე კუალად ფრიადითა სიმდაბლითა სავსენი, ვითარ-იგი იტყოდა რაჲ საცხოვრისათჳს შაბათსა შინა წარწყმედადისა, და ვითარმედ ცხორებისა მისისათჳს შაბათი დაიჴსნების,2 და წინადაცუეთასა აჴსენებს, ვითარ შაბათსა შინა აღესრულებოდა.3 რამეთუ ამისთჳს სიტყუათა სიმდაბლისათა იტყოდა მრავალგზის, რაჲთა აღმოუგდოს იჭჳ იგი, რომელი აქუნდა მათ და იტყოდეს, ვითარმედ წინააღმდგომ ღმრთისა არს; რომლისათჳსცა, რომელმან-იგი ბევრეულნი მკუდარნი აღადგინნა სიტყჳთა ხოლო და ბრძანებითა, რაჟამს-იგი ლაზარეს აღადგენდა, ლოცვად დადგა, რაჲთა იგინი გულსავსე-ყვნეს. ხოლო რაჲთა ვერვინ კუალად ესეცა თქუას, ვითარმედ ლოცვაჲ იგი უდარესობასა მისსა გამოაჩინებს მამისაგან, ამისთჳს ლოცვასავე მას თანა შესძინა, ვითარმედ: „ერისა ამისთჳს ვთქუ ესე, რაჲთა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე“;4 რამეთუ არცა ყოველსავე ჴელმწიფებით იქმოდა, რაჲთა მათი იგი უძლურებაჲ გონებისაჲ განკურნოს, არცა ყოველსავე ლოცვითა აღასრულებდა, რაჲთა არა ამისა შემდგომად ბოროტი ვიეთმე იჭჳ შემოიღონ და თქუან, ვითარმედ ვერ ძალედვა ყოვლისავე ბრძანებითა აღსრულებად. ამისთჳს აღრეულად იქმოდა ორსავე ამას, ფრიად ჯეროვნად და ღმრთივშუენიერად, რამეთუ დიდთა მათ და მაღალთა საქმეთა ჴელმწიფებით და ბრძანებით იქმოდა და უდარესთა ზედა ზეცად აღიხილნის. ცოდვანი სიტყჳთ დაჰჴსნნა, დაფარულნი გულთანი ჴელმწიფებით გამოაცხადნა, სამოთხე განაღო, ეშმაკნი განასხნა, კეთროანნი განწმიდნა, სიკუდილსა აღჳრ-ასხნა, ბევრეულნი მკუდარნი აღადგინნა - ყოველივე ესე ბრძანებით აღასრულა; ხოლო იქმოდა რაჲ, რომელი-იგი ამათ ყოველთა საქმეთა უდარეს იყო, ოდეს მცირედითა მით პურითა მრავალთა ეგულებოდა გამოზრდად, აღიხილნა თუალნი ზეცად, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ არა თუ ვერშეძლებისათჳს ქმნა ესე (რამეთუ რომელმან უზეშთაესისა მის შეუძლო ჴელმწიფებით ქმნად, უმცირესისა ამის სასწაულისათჳს რად ეჴმარებოდა ლოცვაჲ), არამედ რაჲთა მათისა მის განდრეკილისა გონებისა იჭჳ განკურნოს.
ხოლო ვითარცა საქმეთა ესრეთ განაგებდა, ეგრეთვე სიტყუათათჳს გულისჴმა-ჰყოფდი, რაჟამს გესმას სიმდაბლითმეტყუელებაჲ მისი, რა-
1 იოან. 5,17. 2 მათ. 12,11-12. 3 იოან. 7,22-23. 4 იოან. 11,42.
მეთუ არიან მიზეზნი ესევითარნი მათ სიტყუათა და საქმეთანი: ერთად - რაჲთა არა საგონებელ იყოს ჰურიათა მიერ წინააღმდგომად ღმრთისა; მეორედ - რაჲთა ბუნებაჲ კაცობრივთა მათ ჴორცთაჲ აჩუენოს; მესამედ - რაჲთა ყოველთა სიმდაბლე ასწავლოს; მეოთხედ - რამეთუ ვერ ეძლო ჰურიათა ყოვლისა მის საიდუმლოჲსა ერთბამად სმენად უძლურებისა მათისაგან; მეხუთედ - რაჲთა მოგუცეს სახე არა დიდადმეტყუელებისაჲ თავთა თჳსთათჳს. ამისთჳს თავადმან მრავალი თქუა თავისა თჳსისათჳს სიმდაბლით, რაჲთა უმაღლესი მოწაფეთა ქადაგონ, ოდეს სული წმიდაჲ მოვიდეს მათ ზედა. რამეთუ თავადმან ესრეთ ჰრქუა ჰურიათა: „პირველ აბრაჰამისა ყოფადმდე მე ვარ“;1 ხოლო მოწაფემან არა ესრეთ თქუა, არამედ ისმინე სიტყუაჲ მისი: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“.2 კუალად თავადმან არასადა თქუა თავისა თჳსისათჳს, ვითარმედ: მე ვქმენ ცაჲ და ქუეყანაჲ და ხილულნი და უხილავნი, ხოლო მოწაფემან განცხადებულად და ჴმამაღლად მრავალგზის ქადაგა ესე; ამისთჳს იტყჳს: „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რავდენი-რაჲ იქმნა“;3 და კუალად თქუა: „სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ იქმნა“.4 რამეთუ საქმით უფალი აჩუენებდა ყოველსავე ამას. განცხადებულად აჩუენა, ვითარმედ იგი არს, რომელმან ქმნა კაცი მიწისაგან, რაჟამს თი-ჴისა მისგან შობითგან ბრმასა თუალნი შეუმზადნა5 და უაღრესისა მის ასოჲსა მიერ ყოვლისავე გუამისა დაბადებაჲ მის მიერ გუაუწყა. ხოლო სიტყჳთ არა თქუა ესე, ვითარმედ: მე ვქმენ კაცი, არამედ იტყოდა: „რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი“.6 კუალად საქმით აჩუენა, ვითარმედ იგი არს დამბადებელი სოფლისაჲ და ყოვლისაჲვე, რაჲ არს მას შინა, რაჟამს ბრძანებითა წამის-ყოფისაჲთა თევზი დიდძალი შეაწყუდია ბადეთა პეტრესთა;7 და წყალი ღჳნოდ გარდააქცია;8 და ხუთითა პურითა ესოდენი იგი ერი გამოზარდა;9 და ზღუასა და ქართა შეჰრისხნა, და დადუმნეს;10 და მნათობნი შეძრწუნდეს ჯუარ-ცუმასა მისსა და ნათელი თჳსი დაიფარეს,11 კუალად უბრძანა, და გამობრწყინდეს. და სხჳთა მრავლითა საქმითა გამოაჩინა, ვითარმედ იგი არს დამბადებელი ყოვლისაჲვე. ხოლო სიტყჳთ ესრეთ განცხადებულად თავადმან არასადა თქუა, ხოლო მოწაფენი ზედაჲსზედა ქადაგებენ და იტყჳან, იოვანე და პეტრე და პავლე. ესე ამისთჳს, რამეთუ ვერ ეძლო ჰურიათა სმენად მაღალთა მათ სიტყუათა. რამეთუ უკუეთუ მოწაფეთა, რომელთა დღითი-დღე ესმოდეს სიტყუანი მისნი და სასწაულთა მისთა ხედვიდეს და ყოველივე უარ-ყვეს სიყუარულისათჳს მისისა, უკუეთუ მათ ვერ ეძლო ყოვლისავე ტჳრთვად პირველ მოსლვისა სულისა
1 იოან. 8,58. 2 იოან. 1,1. 3 იოან. 1,3. 4 იოან. 1,10. 5 იოან. 9,6. 6 მათ. 19,4. 7 ლუკ. 5,4-6. 8 იოან. 2,7-11. 9 მათ. 14,19-20. 10 მათ. 8,26. 11 მათ. 27,45.
წმიდისა, ვითარმცა უძლეს ჰურიათა მათ უგულისჴმოთა ტჳრთვად სიტყუათა მაღალთა და არა თქუმად, ვითარმედ წინააღმდგომ არს, უკუე-თუმცა არა ესრეთ სიმდაბლისა სიტყუათა მიერ ნუგეშინის-სცემდა უძლურებასა მათსა?
ამისთჳსცა, ეგულებოდა რაჲ დაჴსნაჲ შაბათისაჲ, არა მეყსეულად შემოიღო წესი ესე, არამედ მრავალნი და თითოსახენი მიზეზნი პირველად მიუთხრნა. უკუეთუ ერთისა მის მცნებისა ეგულებოდა რაჲ დაცხრომაჲ, ესოდენი სიტყჳთა განგებულებაჲ იჴმარა, რაჲთა არა მოწყლნეს გონებანი მათნი, რავდენ უფროჲსად, ეგულებოდა რაჲ მცნებათა მათ ზედა შჯულისათა სრულისა წესისა სხუათა მცნებათაჲსა შეძინებად, ფრიადი სიტყუაჲ და განკრძალვაჲ ჯერ-იყო, რაჲთა არა დაბრკოლდენ მსმენელნი სიტყუათა მისთანი, რამეთუ უძლურებისა და ვერაგობისათჳს უბადრუკთა მათ გონებათა მათთაჲსა ყოვლით კერძო დაუბრკოლებელობასა მათსა განაგებდა, დაღაცათუ იგინი უკურნებელვე იყვნეს. ამისთჳსცა არცა ღმრთეებისა თჳსისათჳს განცხადებულად ეტყოდა მათ, რამეთუ ვერ ეძლო ტჳრთვად, არამედ გმობად აღუდგებოდეს.
და ამასცა ადგილსა აწ, ეგულებოდა რაჲ მცნებათა მათ რჩულისათა აღსრულებად, ფრიადი სწავლაჲ მიუთხრა გამოჩინებად, ვითარმედ არა დამჴსნელ არს შჯულისა, და ეტყჳს: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად რჩულისა გინა წინაწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“.
ხოლო ამით სიტყჳთა არა ჰურიათა ხოლო დაუყოფს პირსა, არამედ მწვალებელთა მათცა, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: ძუელი შჯული ეშმაკისაგან იყო. რამეთუ ქრისტე დაჴსნად მოვიდა მძლავრებასა მას ეშმაკისასა, უკუეთუ შჯული იგი ეშმაკისაგან იყო, ჵ უგუნურნო და უგულისჴმონო, ვითარ არა დაჰჴსნა იგი, არამედ აღასრულა. და ვითარ არა დაჰჴსნაო, მეტყჳან ჩუენ მეტყუელნი იგი სიცრუისანი, ანუ ოდეს აღასრულაო რჩული გინა წინაწარმეტყუელნი?
წინაწარმეტყუელნი აღასრულნა, ოდეს-იგი ყოველნივე თქუმულნი მათნი საქმით დაამტკიცა, რაჲ-იგი მისთჳს ეთქუა წინაჲსწარვე. ამისთჳსცა ზედაჲსზედა იტყჳან მახარებელნი, ესე ქმნაო, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაწარმეტყუელისაგან - ოდეს-იგი იშვა ბეთლემს, და ოდეს ყრმანი საკჳრველსა მას ქებასა შეასხმიდეს, და რაჟამს კარაულსა ზედა დაჯდა, და რაჟამს ჯუარს-ეცუა, და გემოჲ ძმრისა და ნავღლისა იხილა, და რაჟამს სამოსელი მისი განიყვეს და კუართსა ზედა წილსა იგდებდეს; და სხუაჲ ყოველივე, რომელი თქუეს წინაწარმეტყუელთა კაცთა შორის ქცევისა მისისათჳს და აღდგომისა და ამაღლებისა ზეცად, ყოველივე იგი ქუეყანად მოსლვითა თჳსითა აღასრულა. ხოლო შჯული იგი ძუელი კეთილადვე აღასრულა, ერთად - თავისა თჳსისა მიერ, რომელ არარას გარდაჰჴდა მცნებათა მისთაგან; და ისმინე, რასა ეტყჳს იოვანეს: „ესრეთ შეჰგავსო ჩუენდა აღსრულებად ყოველივე სიმართლე“;1 და ჰურიათა ეტყოდა: „ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს?“2 და მოწაფეთა ჰრქუა: „მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა არარაჲ პოოს“;3 და წინაწარმეტყუელი პირველვე მისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოა ზაკუვაჲ პირსა მისსა“.4
ერთად უკუე თავისა თჳსისა მიერ აღასრულა იგი, რომელ არარას გარდაჴდა, რომელიმცა არა ჰქმნა წესსა მისსა, და მეორედ ჩუენ მიერცა დაამტკიცა იგი, რამეთუ საკჳრველი ესე არს, რომელ არა თავადმან ხოლო აღასრულა, არამედ ჩუენცა მოგუანიჭა იგი, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „აღსასრული რჩულისაჲ ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა“.5 და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „შეუძლებელი იგი რჩულისაჲ, რომელ უძლურ იყო, ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა და დასაჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა მით, რაჲთა სიმართლე იგი შჯულისაჲ მის აღესრულოს ჩუენ შორის, რომელნი არა ჴორციელად ვიქცევით, არამედ სულიერად“.6 და კუალად იტყჳს: „შჯულსა ნუ განვაქარვებთა სარწმუნოებითა მით? ნუ იყოფინ! არამედ შჯულსა დავამტკიცებთ“.7 რამეთუ ვინაჲთგან მოსწრაფებაჲ შჯულისაჲ ესე იყო, რაჲთა განამართლნეს კაცნი, და შეუძლებელ იქმნა ესე მისგან, მოვიდა ქრისტე და შემოიღო სახე სიმართლისაჲ სარწმუნოებითა და აღასრულა ნებაჲ იგი და მოსწრაფებაჲ შჯულისაჲ. იგი ისწრაფდა განმართლებად და ვერ უძლო; ქრისტემან აღასრულა შეუძლებელი იგი შჯულისაჲ და განგუამართლნა და გჳჴსნნა სასჯელისაგან და ამით ჭეშმარიტად აღასრულა ნებაჲ იგი შჯულისაჲ. და რომელი მან წიგნითა ვერ ქმნა, ამან სარწმუნოებისა მიერ ქმნა. ამისთჳსცა იტყჳს: „არა მოვედ დაჴსნად შჯულისა“.
ხოლო უკუეთუ ვინ კეთილად გამოეძიებდეს, მესამეცა სახე არს, რომლითა აღასრულა შჯული: მცნებათა მათ დადებაჲ, რომელთაჲ ეგულების თქუმად, რამეთუ არა დაჴსნაჲ იყო სიტყუაჲ მისი პირველთაჲ მათ, არამედ უფროჲსად აღორძინებაჲ. შჯულმან თქუა: „ნუ კაც-ჰკლავ“; ქრისტემან თქუა: „ნუცა განრისხნები“.8 ესე არა დაჴსნაჲ არს მის მცნებისაჲ, არამედ უფროჲსად სიმტკიცე და უაღრესისა მიმართ წარმატებაჲ. ეგრეთვე სხუანი იგი ყოველნი მცნებანი არა დამჴსნელ იყვნეს ძუელისა მის, არამედ აღმაორძინებელ. ამისთჳსცა პირველვე ნეტარებათა მათ მიერ დადვა საფუძველი უკუანაჲსკნელ თქუმადთა მათ მცნებათაჲ, რომელნი არარაჲთა განყოფილ არიან მათგან. რამეთუ ნეტარებაჲ გლახაკთაჲ სულითა, რომელ არს ჭეშმარიტი სიმდაბლე, ერთ არს არაგანრისხებასა თანა; და სიწმიდე გულისაჲ ერთ არს არამიხედვასა დედაკაცისასა გულისთქუმით; და არადაუნჯებაჲ ქუეყანასა ზედა შეესწორების მოწყალებასა; და გლოაჲ და დევნულებაჲ
1 მათ. 3,15. 2 იოან. 8,46. 3 იოან. 14,30. 4 ესაია 53,9. 5 რომ. 10,4. 6 შდრ. რომ. 8,3-4. 7 რომ. 3,31. 8 შდრ. მათ. 5,21-22.
ქრისტესთჳს ერთ არს იწროჲსა მის ბჭისა შემავალთა. და ესრეთ ნეტარებათა მათ მიერ აწ თქუმადნი ესე მოასწავნა. არამედ მუნ სასყიდელი იგი სათნოებათაჲ მათ გუაუწყა, ხოლო აქა ეგულების თქუმად სასჯელსა მას მცნებისა გარდამავალთასა, და ყოველი კერძო არა დაჴსნასა შჯულისასა მოასწავებს, არამედ უაღრესობასა და წარმართებასა მცნებათა მისთასა. სამართლად უკუე თქუა, ვითარმედ: „არა მოვედ დაჴსნად შჯულისა, არამედ აღსრულებად“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტი მარტოჲ ერთი რქაჲ არა წარჴდეს შჯულისაგან და წინაწარმეტყუელთა, ვიდრემდე ყოველი იყოს“ (5,18).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: შეუძლებელ არს ყოვლადვე დაშთომად რაჲმე აღუსრულებელად, არამედ ყოვლისა უმცირესიცა აღსრულებად არს. ხოლო ვინ აღასრულა ყოველივე შჯულისა და წინაწარმეტყუელთა თქუმული დაუკლებელად? გარნა მან მხოლომან, რომელი მოვიდა ყოვლისა სიმართლისა აღსრულებად და წარწყმედულთა ცხორებად. ხოლო აქა მოასწავა შეცვალებაჲცა იგი ყოვლისა სოფლისაჲ არა ცუდად, არამედ რაჲთა აღამაღლოს გონებაჲ მსმენელისაჲ გულისჴმის-ყოფად, რაჲთა ცნას, ვითარმედ ახალი ყოფად არს სოფელი, და სხუად მამულად იწოდების ნათესავი კაცთაჲ. ამისთჳსცა ახალი მოქალაქობაჲ სამართლად განეწესების, მახლობელი ყოფადისა მის უხრწნელებისა და უვნებლობისაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწაოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწაოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა“ (5,19).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან იჭჳ იგი ბოროტი განუქარვა და პირი დაუყო მეტყუელთა მათ, ვითარმედ ძუელისა შჯულისა დაჴსნაჲ ჰნებავს, და გამოაჩინა, ვითარმედ მის მიერ თქუმულნი ესე მცნებანი არა დაჴსნა არიან შჯულისა და წინაწარმეტყუელთაჲ, არამედ უმეტესისა მიმართ აღორძინება, ამიერითგან განაწესა შიში და სატანჯველი მათ ზედა, რომელთა იკადრონ დაჴსნად მცნებათა ახლისა ამის რჩულის-დებისათა, რომელთა განაწესებს და გჳბრძანებს ყოველთა მეუფე და ღმერთი. რამეთუ არა ძუელთა მათ მცნება-თათჳს თქუა ესე, არამედ ამათთჳს, რომელთა ეგულებოდა თავადსა დადებად, თუ: „რომელმან დაჰჴსნას, უმცირეს ეწოდოს სასუფეველსა ცათასა“. და რაჲთა სცნა, ვითარმედ ახალთა ამათთჳს იტყჳს, ისმინე შემდგომი იგი სიტყუაჲ: „გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა ემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“.1
1 მათ. 5,20.
ხოლო უკუეთუმცა ძუელთა მათთჳს იტყოდა, ვითარმცა ეთქუა: „უკუეთუ არა ემატოს“? რამეთუ გარდამატებაჲ იგი ესე არს, რომელ ძუელი იტყჳს: „ნუ კაც-ჰკლავ“, და ესე იტყჳს: „ნუცა განჰრისხნები“; იგი იტყჳს: „ნუ იმრუშებ“, უფალი ბრძანებს: „ნუცა თუალთა შეადგამ გულისთქუმით“,1 და სხუაჲ ყოველივე ესევითარი.
ხოლო რაჲსათჳს თქუა, თუ: „უმცირესთაჲ“? ვითარ დიდთა ამათ და მაღალთა მცირედ უწოდა? ვინაჲთგან თავადსა ეგულებოდა ამის რჩულისდებისა შორის შემოღებაჲ, ვითარცა თავი თჳსი დაამდაბლა და მრავალგზის სიმდაბლისა სიტყუათა იტყოდა თავისა თჳსისათჳს, ეგრეთვე ამით წესი-თა მცნებათა ამათ მცირე უწოდა, რაჲთა გუასწაოს ჩუენ მარადის მდაბლისმეტყუელებად და არა ქებად და ამაღლებად საქმეთა გინა სიტყუათა ჩუენთა. და კუალად ესეცა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ არცა თუ რომელ უდარეს და უმცირეს ჩნდეს მცნებათა მისთა შინა, ჯერ-არს მისიცა უგულებელს-ყოფაჲ, რამეთუ ყოველნივე ცხორებისათჳს ჩუენისა განწესებულ არიან. ხოლო რაჟამს გესმას, ვითარმედ: „უმცირეს ეწოდოს სასუფეველსა ცათასა“, ნურას სხუასა გულისჴმა-ჰყოფ, გარნა ჯოჯოხეთს შთავრდომასა, რამეთუ სასუფეველად არა ხოლო თუ საშუებელსა მას საუკუნესა სახელ-სდებს, არამედ ჟამსა მასცა მკუდრეთით აღდგომისასა და დღესა მასცა საშინელისა მეორედ მოსლვისა მისისასა სასუფეველად უწესს ამისთჳს, რამეთუ დაწყებაჲ იქმნების და დასაბამი ახლისა მის ცხორებისაჲ. უკუე-თუ არა, ვითარმცა შესაძლებელ იყო, რაჲთამცა „რომელმან ჰრქუა ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ იყო გეჰენიისა“2 (რომელი-ესე ერთისა მცნებისა დაჴსნაჲ არს), და რომელმან სხუანი იგი ყოველნი დაჰჴსნნა და ეგრეთვემცა ასწავა კაცთა, იგიმცა სასუფეველსა შინა ცათასა ეგო? ნუ იყოფინ! არა ამას იტყჳს, თუ სასუფეველსა შინა იყოს უმცირეს სხუათასა, არამედ ესრეთ ბრძანებს: „რომელმან დაჰჴსნნეს მცნებანი ესე და ასწაოს ესრეთ კაც-თა“. რაჲ არს ესე, თუ: „ასწაოს ესრეთ“? - რომელმან დაჰჴსნნესო და ასწაოს კაცთა ესრეთვე დაჴსნაჲ, ვითარცა მან ქმნა. ვითარ ასწაოს? გინა თუ მოძღურებითა დრკუჲთა და განდრეკილითა, გინა თუ სახითა თჳსითა მის მცნებათა გარდასლვისაჲთა. ესევითარსა მას უმცირეს ეწოდოს ჟამსა მას მეორედ მოსლვისა მისისასა. ესე იგი არს, შეურაცხ იქმნას და განვრდომილ, არარად საჴმარ. რაჟამს ესრეთ იქმნას, მერმე გეჰენიად მისაცემელი არს იგი და სხუაჲ არარაჲ. რამეთუ უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, ვითარცა ღმერთმან ყოვლისავე მეცნიერმან, იცოდა წინაჲსწარ მრავალთა დაჴსნილობაჲ, რომელთა ეგულებოდა უმეტეს ზომისა შერაცხვაჲ თქუმულ-თაჲ ამათ და შემოღებად სიტყუათა ამაოებისათა, ვითარმედ: რაჲ არს ესე, უკუეთუ ვინ ცოფ უწოდოს მოყუასსა, სატანჯველისა თანამდებ არს, ანუ უკუეთუ ვინ მიხედნეს დედაკაცსა, მემრუშედ შეირაცხვისა? ამისთჳს წი-
1 შდრ. მათ. 5,21-28. 2 შდრ. მათ. 5,22.
ნაჲთვე დაჰჴსნის უფალი ცუდადმეტყუელებასა ამას და ამისთჳს სასჯელი განაწესა დიდი ორთათჳსვე, რომელნი გარდაჰჴდებოდინ მცნებათა მისთა, და რომელნი გარდასლვასა მათსა სხუათა უწესებდენ.
ამისთჳს, მორწმუნენო, ბრძანებისა ამისგან და სასჯელისა გუეშინოდენ და ნუცა ჩუენ გარდავჰჴდებით მცნებათა მისთა, ნუცა სხუათა მიზეზ გარდასლვისა ვიქმნებით; არამედ ვისწრაფოთ ჩუენცა აღსრულებად მათდა და სხუათაცა აღსრულებაჲ მათი ვასწაოთ, რამეთუ ამისთჳს იტყჳს უფალი: „რომელმან ყოს და ასწაოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა“.1 რამეთუ არა თავისა თჳსისა ხოლო ჯერ-არს სარგებელი და მომატყუებელ კეთილისა ყოფაჲ, არამედ სხუათაცა, და არა ერთ არს სასყიდელი თავისა თჳსისა ხოლო მოქცევისაჲ და უკუეთუ თავისა თჳსისა თანა მოყუასსაცა ვინ მიზეზ ცხორებისა ექმნას; რამეთუ ვითარცა სწავლაჲ თჳნიერ საქმისა დასჯის მასწავლელსა, ვითარცა იტყჳს მოციქული: „რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თჳსსა არა ასწავებ?“2 ეგრეთვე, უკუეთუ ვინ იქმოდის კეთილსა და ჟამსა წესიერსა და ოდეს ჯერ-იყოს სხუათაცა არა მიუთხრას უმჯობესი, დაამცირებს სასყიდელსა შრომისა მისისასა.
ჯერ-არს უკუე ორსავე შინა სრულ-ყოფად და პირველად თავისა თჳსისა განმართებაჲ და ესრეთ სხუათაცა მოძღურებად შესლვაჲ; რამეთუ ამისთჳს თავადმანცა საქმე უწინარეს სწავლისა განაწესა, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ ესრეთ იქმნების კეთილად სწავლაჲ სხუათაჲ, ოდეს პირველად შენ ჰქმნე, რაჲთა არა გესმას: „მკურნალო, განიკურნე თავი შენი“;3 რამეთუ რომელმან ვერ უძლოს თავისა თჳსისა სწავლად და ჴელყოს სხუათა მოძღურებად, მრავალთა მიერ განიკიცხოს და იყუედროს და უფროჲსღა ვერცა შეუძლოს სწავლად, რაჟამს საქმენი სიტყუასა უგებდენ მას. ხოლო უკუეთუ ორკერძოვე სრულ-ყოს - თჳსითაცა საქმითა და სხუათაცა სწავლითა - ესევითარსა მას ჭეშმარიტად დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა ემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“ (5,20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: სიმართლედ ამას ადგილსა ყოველსა სათნოებასა სახელსდებს, ვითარცა თქუმულ არს იობისთჳს, ვითარმედ: „უბიწო, მართალ“;4 და სხუათა მრავალთა ადგილთა სიმართლჱ შემოკრებულისა მის ყოველთა ქველისსაქმეთაგან სათნოებისათჳს თქუმულ არს. ხოლო ფარისეველნი და მწიგნობარნი არა თუ უშჯულონი და უკეთურნი აჴსენნა აქა, არამედ რომელნი იმარხვიდეს მცნებათა სჯულისათა, რაოდენცა ეძლო, რომელსაცა სიმართლედ უწოდა.
1 მათ. 5,19. 2 რომ. 2,21. 3 ლუკ. 4,23. 4 იობ 1,1.
ხოლო იხილე, ვითარ შემსგავსებასა იქმს აქა ძუელისა მის და ახლისა შჯულისასა, რაჲთა აჩუენოს თჳსებაჲ მათი და მახლობელობაჲ ურთიერ-თას, რამეთუ უმეტესობაჲ და უმცირესობაჲ ერთსახეობისა და ერთნათესავობისანი არიან, რაჲთა სცნა, ვითარმედ არა შეურაცხ-ჰყოფს ძუელსა მას, არამედ აღაორძინებს. ხოლო უკუეთუმცა ბოროტი იყო, არამცა აღაორძინა, არამედ სრულიადმცა განაგდო.
თქუან უკუე ვიეთმე, ვითარმედ: უკუეთუ ესევითარი არს, ვითარ ვერ შეიყვანებს სასუფეველად შემდგომად ქრისტეს მოსლვისა? ამისთჳს, რამეთუ ვინაჲთგან უზეშთაესთა მადლთა და მიუთხრობელთა ნიჭთა ღირსმყვნა ქრისტემან, უაღრესიცა ცხორებაჲ და უმეტესი მოღუაწებაჲ თანაგუაც. ხოლო პირველნი იგი ყოველნივე, რომელთა კეთილად დაიმარხნეს წესნი მისნი, ღირსად გამოაჩინნა სასუფეველისა, დაღაცათუ ვერ შევიდეს მას შინა სასჯელისა მისთჳს, რომელსა თანამდებ იყო ბუნებაჲ ჩუენი, ვიდრემდე მოვიდა უფალი და სასჯელი იგი დაჰჴსნა და მართალნი იგი შეიყვანნა საშუებელად. ამისთჳსცა იტყჳს: „მოვიდენ აღმოსავალით და დასავალით და ინაჴ-იდგან წიაღთა აბრაჰამისთა და ისაკისთა და იაკობისთა“;1 და ლაზარე წიაღთა აბრაჰამისთა მიიწია; და სხუანი იგი ყოველნივე, რომელნი პირველ ქრისტეს მოსლვისა განბრწყინდეს, წესითა მის შჯულისაჲთა განბრწყინდეს. და ქრისტემანცა, მო-რაჲ-ვიდა ქუეყანად, აღასრულა იგი ყოვლითურთ, რაჲთა აჩუენოს თჳსებაჲ მისი ახლისა ამის თანა. რამეთუ უკუეთუ ვინ თქუას, თუ ამისთჳს აღასრულა, რაჲთა ჰურიანი მოიზიდნეს სარწმუნოებად თჳსად - უკუეთუმცა შჯული იგი ბოროტ იყო, ჰურიათა გულსავსე-ყოფისათჳს უფალი ბოროტსა წესსა არა აღასრულებდა, ვი-თარცა-იგი არა აღასრულნა წესნი წარმართთანი გულსავსე-ყოფისა მათისათჳს.
ამის ყოვლისაგან უკუე საცნაურ არს, ვითარმედ არა ამისთჳს დააცხრვო ძუელი იგი შჯული, რომელ ბოროტ იყო, - რამეთუ არა ბოროტ იყო, - არამედ ამისთჳს, რომელ უაღრესთა და უზეშთაესთა მცნებათა ჟამი იყო. ხოლო უკუეთუ არა იყო იგი სრულებასა ამას შინა ახლისა შჯულისასა, ნუ გიკჳრს, ნუცა ამისთჳს ბოროტად შეჰრაცხავ მას, რამეთუ ახალიცა ესე გულისჴმის-ყოფაჲ ყოფადსა მას მის საუკუნოჲსასა თანა მცირე წოდებულ არს და არასრულ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „მცირედ ვიცით და მცირედ ვწინაჲსწარმეტყუელებთ. რაჟამს მოიწიოს სრული იგი, მაშინ მცირედი განქარდეს“.2 სრულად მერმესა მას საუკუნესა უწესს და მცირედ - აწინდელსა ამას გულისჴმის-ყოფასა. და კეთილად აჩუენა მან ძუელისა მის შჯულისა წესი და ახლისაჲ და მერმისა მისცა საუკუნისა, რაჟამს თქუა: „ოდეს-იგი ვიყავ ყრმაჲ, ვიტყოდე, ვითარცა ყრმაჲ, ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი“.3 სიყრმედ ძუელსა
1 შდრ. მათ. 8,11. 2 1 კორ. 13,9-10. 3 1 კორ. 13,11.
მას უწოდა და მამაკაცობად - ახალსა. მერმე იტყჳს ახალისა ამისთჳს და ყოფადისა მის მას საუკუნესა, ვითარმედ: „ვხედავ აწ, ვითარცა სარკითა, ხოლო მაშინ - პირისპირ; აწ ვიცი მცირედ, ხოლო მაშინ ვიცნა, ვითარცა შევემეცნე“.1 ხოლო დაღაცათუ მი-რაჲ-ვემთხჳნეთ საუკუნესა მას სასუფეველსა, აწინდელნი ესე წესნი განქარდებიან და სხუაჲ უაღრესი ცხორებაჲ შემოვალს, არამედ არა ვიტყჳთ ამის ჯერისათჳს, თუ შეურაცხ არს ახალი ესე შჯული, არამედ უწყით, ვითარმედ დიდ არს და საკჳრველ. ეგრეთვე, რომელ ძუელი იგი უმცირესი იყო და ახალი ესე უსრულესი შემოვიდა, არა ჯერ-არს თქუმად, თუ ბოროტ იყო იგი. ნუ იყოფინ! არამედ კეთილ იყო ჟამსა შინა თჳსსა.
ხოლო აწ, ვინაჲთგან აღთქუმანიცა სასყიდელთა უზეშთაესთანი მოგუეცნეს და ძალი სულისა წმიდისაჲ უმეტესი მოგუენიჭა, სამართლად უმეტესსაცა სათნოებისა სიმართლესა ეძიებს ჩუენგან. რამეთუ არღარა ქუეყანისა მოცემაჲ აღგჳთქუა გამომცენარისა სძისა და თაფლისაჲ, არცა სიბერე სიპოხისაჲ და შვილმრავლობაჲ, არცა იფქლი და ღჳნოჲ და სამწყსონი ცხოვართანი და მროწეულები ზროხათაჲ ანუ არვები თხათაჲ, არამედ აღგჳთქუა ჩუენ სასუფეველი ცათაჲ და მკჳდრობაჲ ანგელოზთა თანა და შვილებაჲ ღმრთისაჲ და თჳსებაჲ მხოლოდშობილისაჲ და ზიარებაჲ მკჳდრობისა მის ზეცათაჲსაჲ და დიდებაჲ იგი და სუფევაჲ დაუსრულებელი და შუებაჲ კეთილთა მათ შინა გამოუთქუმელთა. ხოლო რაჲთა სცნა, ვი-თარმედ უმეტესი ძალი და შეწევნაჲ მოგუეცა ჩუენ აწ, ისმინე პავლესი, რასა იტყჳს: „არარაჲ დასასჯელი არსო აწ მათა, რომელნი-იგი ქრისტე იესუს მიერ არა ჴორციელად ვლენან, არამედ სულიერად, რამეთუ რჩულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესუს მიერ განგათავისუფლა შენ რჩულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა“.2
ხოლო ვინაჲთგან აუწყა დამჴსნელთა ახლისა ამის რჩულის-დებისა-თა, თუ ვითარისა სასჯელისა თანამდებ არიან, და კუალად აღმასრულებელთა მისთა აღუთქუა სიმრავლე იგი სასყიდელთაჲ და გჳჩუენა, ვითარმედ უზეშთაესსა საზომსა ეძიებს ჩუენგან პირველთა მათ, ძუელსა შინა შჯულსა მყოფთაჲსა, იწყებს მიერითგან საკჳრველსა მას შჯულის-დებასა შემსგავსებითა პირველთა მათ მცნებათაჲთა, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ მათვე თანაეწამების და არა დაჰჴსნის, არამედ ჟამსა ჯეროანსა უმეტესისა მიმართ აღაორძინებს მათ, ვითარცა ესერა ვისმინოთ ბრძანებაჲ მისი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; ხოლო რომელმან ჰკლას, თანამდებ არს სიკუდილისა. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელი განურისხდეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა“ (5,21-22).
1 1 კორ. 13,12. 2 შდრ. რომ. 8,1-2.
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა ჴელმწიფებაჲ იგი სრული? იხილეა ქადაგებაჲ, შემსგავსებული რჩულისმდებლისა მის ჭეშმარიტისაჲ? რომელმან წინაწარმეტყუელთა ანუ მამათმთავართაგანმან თქუა ესრეთ? - არავინ. ნუ იყოფინ! არამედ იტყოდეს: „ესრეთ იტყჳს უფალიო“. ხოლო მხოლოდშობილმან მან ძემან ღმრთისამან არა ესრეთ თქუა, არამედ ყოველივე ბრძანებით და ჴელმწიფებით. რამეთუ იგინი მეუფისა სიტყუათა იტყოდეს, ხოლო ესე - მამისათა და უფროჲსღა თჳსთა; რამეთუ ოდეს მამისაჲ ვთქუა, ძისათა ვიტყჳ, ვითარცა თქუა, ვითარმედ: „ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს“;1 და იგინი მოყუასთა თჳსთა შჯულსა დაუდებდეს, ხოლო ესე მონათა ეტყჳს უკუე, ვითარმედ: „ითქუა პირველთა მათ მიმართ“; და მაშინცა მათდა მიმართ მეტყუელი თავადივე იყო, რამეთუ იგი არს მომცემელი ძუელისა და ახლისა შჯულისაჲ. არამედ არარაჲ ჰრქუა ესევითარი, თუ: გასმიეს, რამეთუ ვთქუ პირველთა მათ მიმართ, რამეთუ იცოდა გონებათა მათ ჰურიათასა უგულისჴმოებაჲ, ვითარმედ არა შეიწყნარებდეს სიტყუასა მას, არცა ესე თქუა, თუ: გასმიეს, რამეთუ ითქუა მამისა ჩემისა მიერ, ხოლო მე აწ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ესეცა ძნელვე იყო, არამედ ესრეთ განუჩინებელად თქუა, ვითარმედ: „გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ“, რაჲთა ესე ხოლო უჩუენოს, ვითარმედ ჟამსა ჯეროანსა შემოვიდა აწ ახალი ესე სწავლაჲ. რამეთუ ამისთჳს ჰრქუა: „გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ“, რაჲთა სიმრავლე იგი ჟამისაჲ მოასწავოს, ვინაჲთგან ითქუა იგი, და აყუედროს, რომელ უმაღლესისა ამის მოქალაქობისა მიმართ უდებ იქმნენ, ვითარცა მოძღუარი რაჲ აყუედრებნ ყრმასა უდებსა სწავლად და ეტყჳნ: აჰა ესერა ესოდენი ჟამი წარჴდა, და შენ ჯერეთ ანბანსა ისწავლი. ამას წესსა თავადიცა მოასწავებს და ამისთჳს სახელი იგი პირველთაჲ შემოიღო წოდებად მათდა უმაღლესისა მის ცხორებისა მიმართ, ვითარმცა ეტყოდა: კმა არს თქუენდა აწ ესოდენი ესე ჟამი ძუელისა ამის წესისაჲ. ჯერ-არს აწ ახლისა და უაღრესისა მოქალაქობისა ჴელ-ყოფაჲ. ხოლო „გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; და რომელმან მოკლას, თანამდებ არს სიკუდილისა. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელი განურისხდეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა“.
ძუელისა მის და ახლისა შჯულისა ერთი არს რჩულისმდებელი - უფალი ჩუენი იესუ ქრისტე. არა ვითარცა უღმრთონი იგი მანიქეველნი გმობენ და სხუასა იტყჳან ძუელისა მის შჯულისმდებელსა და უწყალოებასა სწამებენ მას არაღირსნი იგი წყალობისა. ხოლო ჩუენ უწყით, ვითარმედ ორისავე მეუფე და რჩულისმდებელი ქრისტე არს, თანაარსი და თანადაუსაბამოჲ, ძე უხილავისა ღმრთისაჲ. და არცა ძუელსა მას შინა იპოებიან უწყალოებისა სიტყუანი, არცა ახალსა ამას - შეუძლებელნი მცნებანი. არამედ მაშინ ვინაჲთგან ფიცხელ და უგულისჴმო იყვნეს ჰურიანი და
1 იოან. 17,10.
ვერ ეძლო თავით თჳსით მოწყუედად საქმეთა ურჩულოებისათა (რამეთუ ჩუეულებაჲცა ცოდვისაჲ სუფევდა სოფელსა შინა და ყოველსავე ბოროტსა ერეოდეს: კაცის-კლვათა, მრუშებათა, ურთიერთას ბრძოლათა), ამისთჳს ღმერთმან, ვითარცა აღჳრი მათისა მის სიცოფისა, დადვა შჯული, რაჲთა რომელმან კაც-კლას, მოიკლას მის წილ, და „თუალი თუალისა წილ, კბილი კბილისა წილ“.1 არა თუ რაჲთა ურთიერთას თუალთა და კბილთა აღმოჰჴდიდენ, არამედ რაჲთა შიშითა მსაჯულთა და მთავართაჲთა, რომელნი წესისაებრ შჯულისა შურის-გებასა ესევითართა საქმეთასა იქმოდეს, დასცხრენ ბოროტთა საქმეთაგან.
ხოლო მო-რაჲ-ვიდა უფალი ქუეყანად და მძლავრებაჲ იგი ცოდვისაჲ განაქარვა და თჳთმფლობელობისა მადლი უბრწყინვალესად განაახლა, ამისთჳს ჯეროვანსა და წესიერსა ჟამსა უაღრესთა ამათ საქმეთა გუასწავებს და უმაღლესისა ცხორებისა გზასა გჳჩუენებს, ვითარცა-ესე აწ იწყო ბრძანებათა ამათ წმიდათა, რამეთუ წესისაებრ ჟამთაჲსა წესიცა იგი რჩულის-დებისაჲ აღასრულა.
„გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: რომელი განურისხდეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა“. არა ყოვლითურთ განაგდო საქმე იგი შერისხვისაჲ, არამედ ცუდი რისხვაჲ დააყენა: ერთად - რამეთუ ძნელ არს კაცისა ვნებათაგან სრულიად განთავისუფლებაჲ, არამედ აღჳრ-სხმად და დაყენებად ვნებათა შემძლებელ არს, ხოლო სრულიად განთავისუფლებად ბრძოლისა მათისაგან და ყოვლითურთ უჩინო-ყოფაჲ მათი ვერვის ძალ-უც კაცთა შორის; და მეორედ - რამეთუ ფრიად საჴმარ არს შერისხვაჲ, ოდეს ჟამსა თჳსსა იქმნებოდის. იხილეთ, რაბამი კეთილი ქმნა შერისხვამან პავლესმან კორინთელთა შორის და დიდისა საცთურისაგან იჴსნნა. ეგრეთვე გალატელნი წარწყმედისაგან შერისხვითა მით იჴსნნა და სხუაჲ ესევითარი მრავალი ქმნა მანცა და სხუათა წმიდათა.
აწ უკუე რომელი არს ცუდი რისხვაჲ, ანუ რომელი არს ჯეროვანი და წესიერი? ყოველსა შერისხვასა, რომელსა ვიქმოდით არა შურის-გებისათჳს თავთა ჩუენთაჲსა, არცა ვნებისათჳს ჩუენისა გულისწყრომისა, არცა სიძულილისათჳს ძმისა, არამედ დამტკიცებისათჳს მცნებათა ქრისტესთაჲსა, რაჲთა ცოდვისაგან დავაყენნეთ სხუანი და უდებებისა და უწესოებისაგან მოვაქცინეთ, არა ცუდ არს, არამედ ფრიად ჯეროან. ხოლო ოდეს შურსა ვიგებდეთ თჳსისა რაჲსმე ვნებისათჳს ანუ სოფლიოჲსა რაჲსამე და ჴორციელისა საქმისათჳს განვრისხნებოდით, ესე არს ცუდი განრისხებაჲ, რომელსა გუამცნებს მოციქული, ვითარმედ: „ნუ შურსა იგებთ თავთა თჳსთათჳს, საყუარელნო, და ყოველი სიმწარე და გულისწყრომაჲ, რისხვაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენგან ყოვლითურთ უკეთურებით; და მზე
1 შდრ. გამ. 21,12,24.
ნუ დაგასწრობნ განრისხებასა თქუენსა“.1 რამეთუ ვითარცა ჴორციელთა საქმეთათჳს და შურის-გებისათჳს განრისხებაჲ ცუდ არს და ბოროტ და თანამდებ სასჯელისა, ეგრეთვე შურისა საღმრთოჲსათჳს ქმნილი საჴმარ არს და კეთილ.
გარნა უმრავლესნი ჩუენგანნი წინააღმდგომსა ამას სიტყჳსასა იქმან და თჳსთა ვნებათათჳს: სიძულილისა და ძჳრის-ჴსენებისა მოყუსისა და სხჳსა ყოვლისავე ჴორციელისა საქმისა მჴეცებრ განრისხნებიან. ხოლო რაჟამს მცნებაჲ რაჲმე ქრისტესი დაიჴსნებოდის და უწესოებისა საქმე იქმნებოდის, შემუსრვილ და მდაბალ იქმნებიან და დუმილსა იმარხვენ, რომელ-ესე ორივე წინააღმდგომ არს რჩულსა მას სახარებისასა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ არა განრისხებაჲ ბოროტ არს, არამედ ცუდად განრისხებაჲ. ამისთჳსცა წინაწარმეტყუელი იტყჳს: „გულისწყრომასა თქუენსა ნუ სცოდავთ“,2 რამეთუ უკუეთუ განრისხებაჲ იგი არა შურისათჳს საღმრთოჲსა იყოს, ცოდვა არს, ვითარცა ესერა შემდგომთაცა სიტყუათა მიერ გუამცნებს უფალი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: რაკა, თანამდებ არს კრებულისაგან განსლვად“ (5,22).
თ ა რ გ მ ა ნ ი: შესაკრებელად აქა სამსჯავროსა მას ჰურიათასა უწოდა და ამისთჳს აჴსენა იგი, რაჲთა არა ჩნდეს სიტყუაჲ მისი სრულიად უცხო წესისა მისგან რჩულიერისა. ამისთჳს შესაკრებელსა მათსა მისცა სასჯელი ამის სიტყჳსაჲ. ხოლო სიტყუაჲ ესე - „რაკაჲ“ - არა გინება არს, არამედ შეურაცხება, რამეთუ ესრეთ გამოითარგმანების ასურასტანელთა ენისაგან: რაკა - ჵ შენო, რომელ-ესე არს შეურაცხებისა სიტყუაჲ, ვითარცა ვინ ჰრქჳს მონასა თჳსსა. ხოლო კაცთმოყუარე ღმერთი ყოვლისავე ბოროტისა დასაბამსა და ძირსა აღმოჰფხურის, რაჲთა არა უძჳრესიცა მოვიდეს, და გჳბრძანებს, რაჲთა ურთიერთას არა შეურაცხებით, არამედ პატივით ვეტყოდით, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „პატივითა ერთიერთსა წინაუძ-ღოდეთ“,3 რამეთუ ესე არს წესი იგი სულიერი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა ცეცხლისასა“ (5,22).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალთა მძიმედ და ძნელად შეჰრაცხეს მცნებაჲ ესე, უკუეთუ მცირისა ამის სიტყჳსათჳს ესევითარისა სატანჯველისა თანამდებ ვიქმნებით, და იტყჳან, ვითარმედ უმეტეს ზომისა არს სიტყუაჲ ესე. არამედ მეშინის, ნუუკუე სიტყუათა მიერ ცუდთა ვაცთუნებდეთ აქა თავ-თა თჳსთა და მერმესა მას საუკუნესა საქმით შთავცჳვეთ სატანჯველთა ჯოჯოხეთისათა. რამეთუ მითხარღა, რაჲსათჳს მძიმე გიჩნს მცნებაჲ ესე?
1 შდრ. რომ. 12,19; ეფეს. 4,31,26. 2 ფსალმ. 4,5. 3 შდრ. რომ. 12,10.
არა უწყია, ვითარმედ უმრავლესნი ცოდვანი დაწყებასა და დასაბამსა სიტყუათაგან მიიღებენ? - გმობანი და უარის-ყოფანი და ძჳრის-ზრახვანი და გინებანი და ცრუდ ფიცებანი და ცილისწამებანი და ცრუმოწმობანი. ესე ყოველნი არა სიტყუათაგან მიიღებენა დაწყებასა? ნუ ამას უკუე ხედავ, თუ მცირე სიტყუაჲ არს, არამედ იხილე, თუ არა მრავალნი ბოროტნი იქმნებიანა გინებისა მიერ? რამეთუ სიტყჳთა ამით ერთითა ყოველივე გინებაჲ მოასწავა, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ დიდი ცოდვაჲ არს გინებაჲ ძმისაჲ, და მრავალგზის ჟამსა შინა შფოთისა და რისხვისასა, ოდეს საჴუმილი გულისწყრომისაჲ ეტყინებოდის, მცირეცა სიტყუაჲ, და არა ფრიად შეურაცხებით თქუმული, უმეტესად აღატყინებს ცეცხლსა მას, ვიდრეღა კაცის-კლვადცა მიიწიის. რამეთუ ვითარცა ოდეს სიყუარული იყოს, მძიმეცა სიტყუაჲ სუბუქად ჩანს, ეგრეთვე, ოდეს რისხვაჲ და გულისწყრომაჲ უფლებდენ, სუბუქიცა სიტყუაჲ აღმაორძინებელ ბოროტისა მის იქმნების. ვითარცა-იგი ოდეს ნაბერწყალი მცირე იყოს, დაღაცათუ შეშაჲ დაურთო, არავე მსწრაფლ აღეტყინების, ხოლო ოდეს საჴუმილი იწუებოდის და ალი მძაფრი მოეხუეოდის, არა ძელთა ხოლო, არამედ ქვა-თაცა შეედების, ეგრეთვე ჟამსა რისხვისასა მცირეცა სიტყუაჲ ნივთ ვნებისა მის იქმნების.
ამისთჳს ყოველსავე ესევითარსა ბოროტსა ძირსა აღმოჰფხურის უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და ბრძანებს, ვითარმედ: „რომელიცა განურისხდეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას: რაკა, თანამდებ არს კრებულისაგან განსლვად“. უსუბუქესი სასჯელი თქუა პირველთა მათთჳს, ხოლო აწ, რომელმან ჰრქუასო ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა. აწ პირველად თქუა სახელი გეჰენიისაჲ, ვინაჲთგან მრავალი წარმოთქუა სასუფევლისათჳს ცათაჲსა და სასყიდელთა მათთჳს, განმზადებულთა ღმრთისმოყუარეთათჳს, რაჲთა აჩუენოს საქმე კაცთმოყუარებისა თჳსისაჲ. აწ აჴსენა გეჰენიაჲ, რომელსა აღვატყინებთ ჩუენ ცოდვათა ჩუენთა მიერ და დაჴსნილობითა უდებებისა ჩუენისაჲთა, ვითარმცა ბრალსა განიგდებდა და გუეტყოდა, ვითარმედ არარაჲ ესევითარი ჰნებავს მას ჩუენთჳს, არამედ უფროჲსად ყოველი კეთილი, ხოლო ჩუენ ვაიძულებთ სახიერსა მას განრისხებად ჩუენ ზედა და მიცემად სატანჯველად.
და ესრეთ გულისჴმა-ყავ მის მიერ სმენად, რამეთუ გეტყჳს: გარქუ შენ: ნუ განჰრისხნები ცუდად, და არა მისმინე, არამედ შეურაცხებად მოყუსისა იწყე; გარქუ შენ: ნუ იტყჳ: რაკა, ნუცა სხუასა რას სიტყუასა შეურაცხებისასა აღმოიტყჳ, არავე შეიკდიმე, არამედ გინებადცა ძმისა იწყე; ამისთჳს იძულებითა უწესოებისა შენისაჲთა გეტყჳ: განეყენე სიტყუათა მათ გინებისათა, რაჲთა არა გეჰენიად ცეცხლისა მიეცე. რამეთუ ამისთჳს შეურაცხებისა და გინებებისათჳს სატანჯველსა გითქუამ, რაჲთა არა კაცის-კლვასა შთაჰვარდე, რამეთუ ყოველი ბოროტი მცირედისაგან აღორ-ძნდების და დიდად მიიწევის.
აწ უკუე, საყუარელნო, ნუ მცირე გიჩნს ცოფ წოდებაჲ ძმისაჲ, რამეთუ ოდეს მოსძარცოს ვინ ძმასა თჳსსა გონებაჲ და ცნობაჲ, რომლითა ჩანს პატივი კაცისაჲ, და ცოფ უწოდოს, ყოვლისაგანვე პატივისა განუგდიეს იგი. და ნუ სიმცირესა მას სიტყჳსასა ვხედავთ, არამედ ვნებაჲ მისი გულისჴმავყოთ, და თუ ვითარსა წყლულებასა იქმს სიტყუაჲ იგი და ვითარ აღაორძინებს ბოროტსა. ეგრეთვე მსგავსად პავლეცა იტყჳს: „ნუ სცთებითო: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა, არცა მპარავთა, არცა ანგაჰრთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ“.1 აჰა ესერა მეძავთა და მემრუშეთა თანა მაგინებელნიცა განასხნა სასუფეველისაგან, და სამართლად ქმნა ესე, რამეთუ მაგინებელი სიკეთესა მას სიყუარულისასა ავნებს, და მოყუასსა მრავალსა მწუხარებასა შთააგდებს, და გესლსა მტერობისა და ძჳრის-ჴსენებისასა შემოიღებს შორის, და ასოთა ქრისტესთა ურთიერთას განჰყოფს, და საწადელსა მას და ღმრთისა საყუარელსა მშჳდობასა განიოტებს დღითი-დღე და გინებათა მათ მიერ განაძლიერებს ეშმაკსა თავსა ზედა თჳსსა.
ამისთჳს ქრისტესა ენება რაჲ ძარღუთა მისთა შეჭრაჲ, რჩული ესე საღმრთოჲ დაგჳდვა, რაჲთა პატივისმცემელ ვიყვნეთ ურთიერთას, არა მაგინებელ და შეურაცხისმყოფელ, არამედ რაჲთა განვიშოროთ ყოველი მტერობაჲ და სიძულილი, და სიყუარული შევიტკბოთ. რამეთუ დიდად სთნავს სიყუარული უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, და სიყუარული არს დედაჲ ყოველთა კეთილთაჲ, სასწაული ქრისტეს მოწაფეთაჲ და სრულმყოფელი ყოვლითურთ ჩუენისა ამის ნაკლულევანებისა და სიგლახაკისაჲ. ამისთჳსცა სამართლად აღმოჰფხურის ძირითურთ მტერობასა და შფოთსა, რომელ-იგი მავნებელ არიან სიყუარულისა.
აწ უკუე ნუ ზომისა უმეტესობასა იტყჳ ამის მცნებისასა, არამედ იხილე, თუ რავდენი კეთილი იქმნების სიყუარულისაგან და ურთიერთას პატივ-ცემისა, და გიკჳრდინ სახიერებაჲ ყოვლადბრძნისა მის მეუფისაჲ, რომელი ყოვლით კერძო ცხორებასა ჩუენსა ეძიებს და ჰნებავს საკრველითა მით მშჳდობისა და სიყუარულისაჲთა შეკრვაჲ ჩუენი ურთიერთას. ამის-თჳსცა პირითაცა თჳსითა და მოწაფეთა მიერცა და წინაწარმეტყუელთა დიდითა ხარკებითა გუამცნებს სიყუარულსა და შურისმეძიებელ არს მათ ზედა, რომელთა მცნებაჲ ესე უგულებელს-ყონ, რამეთუ უწყის, ვითარმედ არარაჲ ესრეთ აღაორძინებს და განამტკიცებს ჩუენ შორის ყოველსა ბოროტსა, ვითარ დაჴსნაჲ სიყუარულისაჲ. ამისთჳს თქუმულ არს, ვითარმედ: „განმრავლებითა ურჩულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ“.2 ამისითა ნაკლულევანებითა კაენ ძმისა მკლველ იქმნა; ეგრეთვე ესავ განვარდა; ეგრეთვე ძმათა იოსებისთა ქმნეს ბოროტი. და ვინმცა აღრაცხა
1 1 კორ. 6,9-10. 2 მათ. 24,12.
სიმრავლე ბოროტთაჲ მათ, რომელნი შემოვიდეს განჴმობითა და მოკლებითა სიყუარულისაჲთა?
ამისთჳს უფალი ყოველსავე წინააღმდგომსა სიყუარულისასა განსდევნის კაცთაგან და მას დაამტკიცებს მონათა შორის მისთა. და არა კმაყო ზემოთქუმულთა ამათ ზედა, არამედ სხუაჲცა მრავალი შესძინა დასამტკიცებელად სიყუარულისა, რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, რაოდენ სათნო-უჩნს სათნოებაჲ ესე. რამეთუ განაწესა რაჲ მრისხანეთათჳს და შეურაცხისმყოფელთა მოყუსისათა თანამდებობაჲ სასჯელისაჲ, თანამდებობაჲ კრებულისაგან განვრდომისაჲ, თანამდებობაჲ გეჰენიისაჲ, კუალადცა შესძინა და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულძჳრ რაჲმე არს შენთჳს, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას, მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი“ (5,23-24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ გარდამატებული იგი სახიერებაჲ, ჵ კაცთმოყუარებაჲ იგი მიუთხრობელი! შეურაცხ-ჰყოფს თჳსსა მას პატივსა პატივისათჳს მოყუსისა და სიყუარულისათჳს მისისა და იტყჳს, ვითარმედ: უგულებელსყავ შესაწირავი იგი ჩემი და პატივ-ეც სიყუარულსა ძმისასა, რამეთუ ესე არს სათნოჲ ჩემი და შესაწირავი, რაჲთა შენ ძმასა შენსა დაეგო. რაჲმცა უზეშთაეს იყო ამის კაცთმოყუარებისა? არა თქუა, თუ: პირველად შეწირე შესაწირავი იგი და ესრეთ წარვედ დაგებად, ანუ თუ პირველ შესაწირავისა, არამედ მასვე ჟამსაო, ოდეს შესაწირავი საკურთხეველსა ზედა ეგოს, უკუეთუ მოგეჴსენოს, დაუტევეო და წარვედ, დაეგე ძმასა.
ხოლო რაჲსათჳს ესრეთ თქუა და ესევითარი ბრძანებაჲ დადვა? პირველად - რაჲთა გუაუწყოს, ვითარმედ დიდად სათნო არს მისდა სიყუარული ურთიერთას, და იგი შეურაცხიეს შესაწირავად ჭეშმარიტად; მეორედ - რაჲთა გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ თანანადები არს და წესი თანაწარუვალი დაგებაჲ მოყუსისაჲ, რამეთუ რომელსა ესმას არა შეწირვად შესაწირავისა პირველ დაგებამდე მოყუსისა, დაღაცათუ არა აქუნდეს სიყუარული, არამედ რაჲთა არა ძღუენი იგი მისი შეუწირველად ეგოს, აიძულოს თავი თჳსი წარსლვად და დაგებად მოყუსისა და დაჴსნად მტერობისა. ამისთჳს თქუა: „დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას“, რაჲთა ადგილისა მისგანცა საშინელისა შეიკდიმო; და „მივედო, დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ, შეწირე შესაწირავი შენი“, რაჲთა საცნაურყოს ამის ყოვლისა მიერ, ვითარმედ რომელთა მტერობაჲ აქუნდეს ურთიერთას, არა შეიწყნარებს მათ საკურთხეველი.
ისმინეთ ესე, რომელთა მტერობაჲ გაქუს მოყუასთა მიმართ და მოუჴდებით წმიდასა საკურთხეველსა და უჴრწნელთა მათ ქრისტეს საიდუმლოთა, რამეთუ არა შეგიწყნარებს თქუენ დიდებული იგი მეუფე, არცა შესაწირავსა თქუენსა შეიწირავს, არცა ლოცვასა ისმენს, რამეთუ ლოცვასაცა ეწოდების შესაწირავად, ვითარცა წერილ არს: „აპყრობაჲ ჴელთა ჩემთაჲ - მსხუერპლ სამწუხრო“;1 გარნა არცა შესაწირავი საჴმარ არს, არცა ლოცვაჲ, უკუეთუ არა პირველად ძმასა შენსა დაეგო და ესრეთ შესწირო ლოცვაჲ შენი. რამეთუ ყოველივე ამისთჳს იქმნა, ამისთჳს ღმერთი განჴორციელდა, რაჲთა მტერობაჲ დაჰჴსნას და ჩუენ ერთობად მოგჳყვანნეს, და ყოველსა ადგილსა ამას გჳბრძანებს, ვითარცა-ესე აწ თქუა.
და კუალად ლოცვასა შინა იტყჳს ესრეთ: „მომიტევენო, ვითარცა ჩუენ მიუტეობთ თანამდებთა ჩუენთა“.2 მუნ შეწუხებულსა უბრძანებს მიტევებად მწუხარებისა მის, ხოლო აქა შემაწუხებელსა უბრძანებს მისლვად და დაგებად შეწუხებულისა, რაჲთა ორკერძოვე ქმნას მშჳდობაჲ ჭეშმარიტმან მან მშჳდობისმყოფელმან. და არა თქუა: უკუეთუ დიდ იყოს მწუხარებაჲ იგი, მაშინ მივედ და დაეგე, არამედ: „უკუეთუ მოგეჴსენოსო, ვითარმედ ძმაჲ შენი გულძჳრ რაჲმე არს“, რომელ-ესე მოასწავებს, ვითარმედ: და-ღაცათუ მცირე რაჲმე იყოს მწუხარებაჲ იგი და გულძჳრობაჲ, ჯერ-არს მისლვაჲ და დაგებაჲ ძმისაჲ. კუალად არა თქუა, თუ სამართლად ანუ უსამართლოდო, არამედ გინა თუ ესრეთ, გინა თუ ეგრეთ იყოს მკსინვარებაჲ იგი, დაგებაჲ თანაგუაც. რამეთუ დაღაცათუ სამართლად ვისამე მიმართ გულძჳრობაჲ გუაქუნდეს, არავე გუაქუს სიტყუაჲ თქუმად, ვითარმედ სამართლად გულძჳრად ვარ და არა მივიდე დაგებად. მოვიჴსენოთ, რამეთუ ქრისტეცა სამართლად მრისხვიდა ჩუენ, გარნა ეგრეთცა მოვიდა წყალობად ჩუენდა და ჩუენთჳს სიკუდილად მიეცა და არა გჳჴსენნა ესოდენნი იგი ბრალნი. ამისთჳს პავლეცა სხჳთა სახითა გჳსწრაფებს დაგებად ურთიერ-თას და იტყჳს: „მზე ნუ დაგასწრობნო განრისხებასა თქუენსა“,3 რაჲთა არა მოვიდეს ღამე და უძჳრეს იყოს წყლულებაჲ იგი და უმეტესი ძალი მისცეს ეშმაკსა, რამეთუ ამისთჳს შესძინა და თქუა: „ნუ სცემთ ადგილსა ეშმაკსა“;4 ვითარცა-ესე აწ უფალი ბრძანებს პირველ შესაწირავისა მისლვად და დაგებად, რაჲთა არა, აღესრულოს რაჲ შესაწირავი, უდებ იქმნას კაცი იგი მისლვად, და ესრეთ იწყოს რაჲ დროებად, მიიღოს ძალი მკსინვარებამან მან; რამეთუ ფრიადი მოსწრაფებაჲ ჯერ-არს ბრძოლასა შინა ვნებათასა, რაჲთა არა მიიღონ მათ ძალი უფლებად ჩუენდა, და ვითარცა მკურნალმან ჴელოანმან ასწავის კაცსა წამალი, დამაყენებელი მოსლვად სენისა, და კუალად სხუაჲ ასწავის, დამჴსნელი მოწევნულისა უძლურებისაჲ, ეგრეთვე სახიერმან მან მკურნალმან სულთამან ქმნა. რამეთუ ბრძანებაჲ იგი, რომლითა გუამცნო, რაჲთა არა განურისხნეთ ცუდად ძმასა და რაჲთა არა ცოფ უწოდოთ, წამალი იყო დამაყენებელი მოსლვად სენსა მას მკსინვარებისა და ძჳრის-ჴსენებისასა; ხოლო რომელი-ესე გჳბრძანა, მსწრაფლ მისლვად
1 ფსალმ. 140,2. 2 შდრ. მათ. 6,12. 3 შდრ. ეფეს. 4,26. 4 ეფეს. 4,27.
და დაგებად შეწუხებულისა, დამჴსნელი არს სენისაჲ მის, უკრძალველობისაგან ჩუენისა მოწევნულისა.
და იხილე, ვითარ ორივე ესე წამალი ძლიერი შეჰმზადა; და მუნ გეჰენიისა თანამდებად თქუა „ცოფ“ წოდებაჲ ძმისაჲ, რომლისა მიერ ყოველი სიტყუაჲ გინებისაჲ მოასწავა; აქა კუალად შესაწირავსა მას არა შეიწირავს, უკუეთუ არა დავეგნეთ შეწუხებულსა მას ძმასა, რაჲთა ორკერძოვე ძირი იგი ბოროტი და ნაყოფი იგი ხენეში უჩინო-ყოს; პირველად თქუა: ნუ განჰრისხნები, რაჲთა ყოლადვე არა აღმოეცენოს ხე იგი ხენეში; მერმე - ნუ ძჳრსა იტყჳო, რაჲთა არა აღორძნდეს; ხოლო აწ აღმოცენებულისა და აღორძინებულისა მწარესა მას ნაყოფსა განგდებად ბრძანებს და ცეცხლად მიცემად. ამისთჳს სასჯელისა თანამდებობაჲ განაწესა განრისხებისათჳს; და კუალად განგდებაჲ კრებულისაგან; მერმე შიში გეჰენიისაჲ წინაგჳყო; კუალად დატევებაჲ შესაწირავისაჲ ბრძანა და წარსლვაჲ დაგებად. ამას ყოველსა ზედა სხუასაცა სახესა გჳთხრობს ამისვე პირისათჳს და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა, და მსაჯულმან მან - მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე. ამენ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე დანგისა კოტორი“ (5,25-26).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ორკერძო გულისჴმა-იყოფების ძალი ამის სიტყჳსაჲ: ერთად - პირველთქუმულისა მისებრ სიტყჳსა მაწუეველ არს ესეცა ადრე დაგებად ურთიერთას მოლალეთა, რამეთუ ზემოწერილსა მას ბრძანებასა შინა ყოველივე სულიერისა კერძისათჳს ყო განჩინებაჲ, ვითარმედ უკუე-თუ მაგინებელ იყო და შეურაცხისმყოფელ ძმისა, თანამდებ ხარ გეჰენიისა, არა თუ მოიქცე და შეინანო; და უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა და არა პირველად დაეგო ძმას შენსა, არა ჯერ-არს შეწირვაჲ. ვინაჲთგან ესე სიტყუანი უხილავთა და სულიერთა საქმეთათჳს იყვნეს, ამისთჳს იტყჳს ჴორციელისა და ხილულისათჳსცა უგულისჴმოთათჳს და ზრქელთა გონებითა; ესე იგი არს: „იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა“. ვი-თარმცა იტყოდა, ვითარმედ: გარქუ შენ, რაჲთა პირველ შეწირვისა ლოცვათა შენთასა დაეგო ძმასა. უკუეთუ ეგრეთცა უგულისჴმო ხარ და არა შევალს სულიერი იგი სიტყუაჲ გულად შენდა, ჴორციელისამებრ საქმისაგან ეკრძალე და ისწრაფე დაგებად წინამოსაჯულისა შენისა, რაჲთა არა საჴუმილი შფოთისა და ლალვისაჲ აღეტყინოს თქუენ შორის, და მისლვაჲ გიჴმდეს საბჭოდ მთავართა მიმართ და ჴელმწიფეთა, სირცხჳლად შენდა და დასაჴსნელად მცნებისა ჩემისა. და რაჲ უწყი, რაჲ ყოფად არს შენდა? ნუუკუე დაგასაჯოსცა წინამოსაჯულმან მან შენმან და მიგცეს ჴელმწიფებასა მთავრისასა, და საპყრობილედცა შეჰვარდე და ყოველივე მისცე, უკუეთუ რაჲ თანაგედვას, და მრავალი შეგემთხჳოს ზღვევაჲცა და სირცხჳლიცა. ამისთჳს „იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე“. ესე იგი არს: კეთილად გულისხმა-ყავ, თუ რაჲ შემთხუევად არს შენდა შფოთთა და მტერობათაგან ჴორციელად მებრ და დაეგე ადრე წინამოსაჯულსა შენსა, ვიდრე არა მისრულ ხართ საბჭოდ, ვიდრე შენსა ჴელმწიფებასა შინა არს დაგებაჲ და მტერობისა მის დაჴსნაჲ, და თავს-იდევ მცირედიცა რაჲმე დაჭირვებაჲ; ნუუკუე დაჰჴსნა რაჲ სულიერი ესე წესი სიყუარულისაჲ და მიხჳდე სამსჯავროდ, არა შენ განჰმართლდე, არამედ წინამოსაჯული იგი შენი, და მიეცე რისხვასა მსაჯულისასა და საპყრობილედ შეჰვარდე, და შეგემთხჳოს ჩემისაცა მცნებისა დაჴსნაჲ და კაცთაგან სირცხჳლი და ჴორციელიცა ზღვევაჲ ფრიადი.
ხოლო მეორე ძალი ამის სიტყჳსაჲ ესე არს, ვითარცა მასმიეს მოძღუართაგან, რამეთუ „წინამოსაჯულად“ გულისჴმა-იყოფების ეშმაკი, რომელი მარადის მბრძოლი არს ჩუენი და წინააღმდგომი, და არაოდეს არს ჩუენი მისდა მიმართ დაგებაჲ. ნუცამცა არს! ხოლო „გზად“ ითქუმის საწუთროჲ ესე ცხორებაჲ აქაჲსა ამის სოფლისაჲ. ესრეთ უკუე გჳბრძანებს მცნებაჲ ესე კაცად-კაცადსა: „იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა“. ესე იგი არს: გულისჴმა-ყავ კეთილად და განიხილე თავი შენი, და ნუმცა რაჲ არს შენ თანა ნივთი წინამოსაჯულისა მის და მტერისა შენისაჲ, რამეთუ ვიდრემდის ნივთი საქმეთა მისთაჲ იყოს შენ თანა, თანამდები ხარ მისი. აწ უკუე განიგულე თავი შენი ადრე, ვიდრეღა ხარ გზასა ზედა ამის ცხორებისასა და ბრძოლასა შინა წინამოსაჯულისა მის შენისასა, და განიწმიდე თავი შენი მისთა მათ ბოროტთა საქმეთაგან. ნუუკუე წარხჳდე ამიერ და საქმენი იგი მისნი ზურგსა გეტჳრთნენ, და წარმოდგეს შემასმენელად შენდა და იტყოდის წინაშე ღმრთისა: მეუფეო, ამან დაღაცათუ სიტყჳთ უარ-მყო მე, არამედ საქმით მევე მმსახურებდა, და ესერა საქმენი ჩემნი მის თანა არიან. მაშინ მიეცე შენ ჴელთა მისთა და უწყალოთა მათ მსახურთა მისთასა და შეჰვარდე საპყრობილედ ჯოჯოხეთისა ზღვევად ყოვლისავე, ვიდრე მცირედ და შეურაცხადმდე; რამეთუ რომელიცა აქავე სინანულითა და კეთილისსაქმითა არა განაგდო შენ, მუნ ყოვლისავე მისაგებელი ჰპოო ბოროტი, და ეძიებდენ შენგან თანანადებთა მათ. ხოლო ვინაჲთგან გარდაჴდაჲ თანანადებთაჲ სინანულისა მიერ იქმნების და მუნ სინანულისა ადგილი არავის აქუს, არღარაჲ არს ღონე გარდაჴდისაჲ, გარნა ყოფაჲ სატანჯველთა შინა; არამედ ვიდრეღა გზასა ზედა არს კაცად-კაცადი ამის ცხორებისასა, უჴმს კეთილად ცნობაჲ და განკრძალვაჲ ბოროტისა მის მსაჯულისაგან.
ამით ორითავე სახითა - პირველთქუმულითაცა და აწ აღწერილითა - გულისჴმა-იყოფების სიტყუაჲ ესე, და ორივე კეთილ არს, რამეთუ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ყოვლით კერძო ჰნებავს ჩუენგან აღმოფხურად მიზეზთა ცოდვისათა წმიდათა ამათ მცნებათა მისთა მიერ.
სწავლაჲ ივ რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ დამარხვად მცნებათა ქრისტესთა
შეუდგეთ ცხოელსმყოფელთა მათ სიტყუათა მისთა და ნუ წინააღუდგებით, რამეთუ დაღაცათუმცა არა იყო გამოუთქუმელთა მათ კეთილთა მოსაგებელი, თავით თჳსით მებრ ყოვლითა სიტკბოებითა სავსე არიან სიტყუანი მისნი და ყოვლისა სარგებელისა მომატყუებელ; და ესე უწყიან, რომელთა თუალნი გულისანი განღებულ არიან და საცნობელნი იგი სულისანი მრთელად ჰქონან. ხოლო ჩუენ, რომელნი-ესე ჴორცთა მოყუარენი ვართ და განსუენებისმოყუარენი, ვერ ვსცნობთ სიტკბოებისა მა-თისა გემოსა, რამეთუ საცნობელნი სულისა ჩუენისანი უძლურ არიან. ამისთჳს მძიმედ გჳჩნს მათი აღსრულებაჲ, გარნა მოვიჴსენოთ, ვითარმედ ქრისტესთჳს არს შრომაჲ ესე, და სუბუქ გუექმნას, რამეთუ ჩუეულებანი ბოროტნი აღგჳჩენენ მძიმედ მცნებათა ქრისტესთა და შეგუაწუხებენ მოწყუედისათჳს ვნებათაჲსა; არამედ ჩუენ წინაგანვეწყვნეთ მათა მიმართ, და ვჰრქუათ კაცად-კაცადმან სულსა თჳსსა: რაჲსათჳს მწუხარე ხარ, სულო ჩემო? მოწყუედისათჳს გულისთქუმათაჲსა და ჩუეულებათათჳს ბოროტთა სურვიელ ხარ, უფროჲსად გიხაროდენ, რამეთუ მცირედითა ამით შრომითა მოტევებაჲ ცოდვათაჲ მოგეცემის და ცხორებასა საუკუნესა ღირს იქმნები. თავს-იდევ შიშისათჳს ღმრთისა მცირე ესე ჭირი და შრომაჲ და იხილო სარგებელი ფრიად. გეშინოდენ, სულო ჩემო, ნუუკუე გეწიოს სიკუდილი და უნანელი იპოო და წარხჳდე ამიერ ტჳრთმძიმე და მიეცე ჴელთა უწყალოჲსა მის წინამოსაჯულისა შენისათა და შეჰვარდე სატანჯველთა მათ დაუსრულებელთა.
უკუეთუ დღითი-დღე ესრეთ ვეტყოდით სულსა ჩუენსა და არა შრომასა ვხედვიდეთ სათნოებისასა, არამედ სარგებელსა მისსა გულისჴმა-ვჰყოფდეთ, ადრე მოვიწყჳდოთ ყოველივე ბოროტი ჩუეულებაჲ და ვიწყოთ ქმნად კეთილისა და წარვემატნეთ დღითი-დღე მას შინა მადლითა ქრისტესითა, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ. ეჰა საკჳრველი! ეშმაკი წინამიყოფს წუთერთსა მას სიტკბოებასა გულისთქუმათასა, და განმზადებულსა მას მათთჳს საუკუნესა სატანჯველსა მეცნიერ ვართ, და მივერ-ჩდებითვე ბოროტსა მას განზრახვასა მისსა; ხოლო ქრისტე გჳჩუენებს, ვი-თარმედ შრომაჲ იგი სათნოებისაჲ წუთერთ არს და განსუენებაჲ იგი მისი - საუკუნე, და არა სურვიელ ვართ მცირედითა მით შრომითა და უნდოჲთა მოგებად დაუსრულებელისა მის სუფევისა. რაჲმცა იყო ამის უგუნურებისა რიცხჳ, უკუეთუ ესოდენსა ამას ნუგეშინის-ცემასა ზედა, რომელი მოუცემიეს ჩუენდა ღმერთსა, არავე შეუდგეთ გზასა მას მცნებათა მისთასა. რამეთუ ესე ხოლო, რომელ გულსავსე ვართ, ვითარმედ შრომაჲ სათნოებისაჲ სათნო არს ღმრთისა და მოსაგებელი განუმზადებიეს, არა კმა არსა ჩუენდა ნუგეშინისსაცემელად და განსაძლიერებლად? რამეთუ უკუეთუ ვინ მეფე ესე მიწისაგანი მოიგოს თანამდებად, უზრუნველ არნ და მოხარულ, გულისჴმა-ყავ, რაჲ-მე იყოს მისდა, რომელმან მოიგოს კაცთმოყუარე იგი და სახიერი ღმერთი თანამდებად შრომათა თჳსთა.
აწ უკუე ნუ წინამიყოფ შრომასა და ჭირსა კეთილთა საქმეთასა, არამედ მისაგებელთა მათ მათთა მიხედენ და გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ადვილ არს წარმართებაჲ მათი არა სასოებისა მისთჳს ხოლო მერმეთა კე-თილთაჲსა, არამედ ამისთჳსცა, რომელ მადლი ღმრთისაჲ თანაშემწე არს ჩუენდა შრომასა მას შინა სათნოებისასა, და უკუეთუ მცირედი ხოლო მოთმინებაჲ და გულსმოდგინებაჲ მოვიგოთ, ყოველივე ადვილად წარმარ-თოს მადლმან მისმან. ამისთჳს ჰნებავს, რაჲთა მცირედი შრომაჲ ვაჩუენოთ, რაჲთა ძლევაჲ ჩუენი იყოს, ვითარცა მეფემან უბრძანოს ძესა თჳსსა შესლვად ბრძოლასა და თანადაუდგინნის ბევრეულნი აღჭურვილნი ახოანნი და უძლეველნი, რაჲთა ყოს ძემან მისმან დაწყებაჲ ხოლო ბრძოლისაჲ, და მეყსეულად მჴედრობამან მან რჩეულთამან მოსწყჳდნის და იოტნის მბრძოლნი იგი. ამისთჳს ყვის ესე მეფემან, რაჲთა სახელი ძლევისაჲ ძესა მისსა მიეცეს. ეგრეთვე ღმერთი იქმს ჩუენ ზედა ბრძოლასა ამას შინა ეშმაკისასა. ერთსა ოდენ ეძიებს ჩუენგან, რაჲთა ყოვლითა გულითა ვა-ჩუენოთ მტერობაჲ ეშმაკისაჲ. უკუეთუ ესე იხილოს ჩუენ თანა, ყოველსავე იგი თავადი იქმს ოტებასა მტერისასა, და ძლევისა გჳრგჳნსა ჩუენ მოგუცემს. ჩუენგან ამას ხოლო ეძიებს, რაჲთა განვეწყვნეთ ბრძოლად ვნებათა, და მეყსეულად ძლევასა მოგუცემს უფალი და დამთრგუნველ საჴუმილისა მის გუყოფს, ვითარცა სამთა მათ ყრმათა, რამეთუ მათცა ნებაჲ ხოლო კეთილი და გულსმოდგინებაჲ აჩუენეს, და მეყსეულად მძლედ გამოაჩინნა იგინი ღმერთმან.
ამას ესევითარსა, ძმანო, დღითი-დღე ვიწურთიდეთ და ვიტყოდით და ვიქმოდით, რაჲთა აქაცა ყოვლისავე ბოროტისა გულისთქუმისა საჴუმილი დავთრგუნოთ და მუნ ცეცხლისა მისგან გეჰენიისა განვერნეთ. ნუ დავსცხრებით ვედრებად ღმრთისა და ჩუენებად მისდა გულსმოდგინებაჲ კე-თილი, რაჲთა შეწევნაჲ მისი იყოს მფარველ ჩუენდა, და ყოველივე სიძნელე მოღუაწებისაჲ ადვილ იქმნას ჩუენ წინაშე. რამეთუ ვიდრემდის ვნებათა მონებასა შინა ვიყვნეთ, ძნელად გჳჩნს წარმართებაჲ მცნებათა ქრისტესთაჲ და მძიმე, და ცოდვაჲ - საწადელ და გულისსათქუმელ. ხოლო მცირედ თუ განვეშორნეთ მათ და უღელი მათი განვაგდოთ ჩუენგან, მაშინ გამოჩნდეს ცოდვაჲ ჩუენ წინაშე საძაგელ და უშუერ, ხოლო სათნოებაჲ - საწადელ და ტკბილ და სასურველ, ვითარცა მეწამების მე მოქალაქობაჲ ყოველთა წმიდათაჲ, რომელთა ესრეთ საძაგელ უჩნდა ცოდვაჲ, ვიდრეღა სიკუდილდმდე წინააღუდგეს მას, ხოლო სიმართლე ყოვლითა ძალითა შეიტკბეს.
ისმინე პავლესი, ვითარ სირცხჳლად და საკდემელად იტყჳს ცოდვასა: „ოდეს-იგი მონანი იყვენითო ცოდვისანი, თავისუფალ იყვენით სიმართლისაგან. რაჲ უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ, რომლისათჳს აწ ეგერა გრცხუენის? რამეთუ აღსასრული მათი სიკუდილი არს“.1 ხოლო შრომათათჳს და ჭირთა ღმრთისმსახურებისათა მარადის მოქადულ არს და მოხარულ, რამეთუ უწყის, ვითარმედ აღსასრული მათი ცხორებაჲ საუკუნოჲ არს.2 ამისთჳს ღაღადებს: „რამეთუ საწუთროჲ ესე მცირე ჭირი ჩუენი გარდარეულსა დიდსა დიდებასა შეიქმს ჩუენთჳს“.3
ამისთჳს მეცა გლოცავ თქუენ, საყუარელნო, განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგანვე შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა და აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა ღმრთისათა; შემდგომსა მას დავივიწყებდეთ და წინასა მივსწუთებოდით და კრძალულებით ვსდევდეთ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისასა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ მიმთხუევად მისა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 რომ. 6,20-21. 2 შდრ. რომ. 6,22. 3 2 კორ. 4,17.