მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 6:21

20. და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ;21. ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით;22. ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 6
21. ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით;
ლუკას სახარების განმარტება თავი მეექვსე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 6; მ. 1-5]

1. და იყო შაბათსა მეორე-პირველსა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს. 2. ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ არს? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა, 4. ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამაჲ, გარნა მღდელთაჲ ხოლო? 5. და ეტყოდა მათ: უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

იუდეველები ყოველგვარ დღესასწაულს შაბათს ეძახდნენ, ვინაიდან შაბათი ნიშნავს - სიმშვიდეს. ხშირად დღესასწაული ემთხვეოდა პარასკევს და ამ პარასკევსაც, დღესასწაულის გამო, შაბათს უწოდებდნენ. მერე კი თავად შაბათს უწოდებდნენ მეორე - პირველს, როგორც მეორეს მისი წინამორბედი სხვა დღესასწაულისა და შაბათის შემდგომ. მსგავსი რამ მოხდა მაშინაც და ამ შაბათს ეწოდა მეორე - პირველი. ფარისევლებს, რომლებიც ბრალს დებდნენ მოწაფეებს იმის გამო, რომ ისინი შაბათს ჭამდნენ, „მოსჭრიდნენ“, ანუ გლეჯდნენ თავთავებსა...

სრულად ნახვა
განმარტება ანუ აღხსნა ცხრათა ნეტარებათა, თქმული ოსეთში, კუდრის ხეობაში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

წმიდასა ეკკლესიასა შინა ხშირად გვესმის ჩვენ, ძმანო, სიტყვანი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნი, რომელთა შინა იგი უწოდებს ნეტარად გლახაკთა, მგლოვარეთა, მშივდთა, მოწყალეთა და აღუთქვამს მათ სასუფეველსა ღვთისასა, ანუ ნუგეშინის-ცემასა. ამ სიტყვებში მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ ცხრა ნეტარებასა, ანუ ცხრა სათნოებათა. მე მსურს აღგიხსნა თქვენ, ძმანო ქრისტიანენო, ეს სწავლა მისთვის, რომელ დიდად საჭირო არის, ყოველმან ქრისტიანემან იცოდეს და ახსოვდეს იგი.

პირველი ნეტარება არის შემდგომი: ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. ვინ არის, ძმანო, გლახაკნი სულით? თუ გინდა შეიტყო, ვის უწოდებს ესრედ მაცხოვარი, მოიგონე, ვის ვეძახით იმისთანა კაცს, რომელსაც თავის საკუთარი არაფერი არა აქვს: არც სახლი, არც კარი, არც ტანის-სამოსი, არც საჭმელი. არამედ ყველგან დადის და მოწყალებას ითხოვს და იმითი ცხოვრობს. აქედგან, სულიერი გლახაკი, ანუ გლახაკი სულითა ის არის, რომელიც გრძნობს თავისს გულში, რომ თავის საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმიდე, არც სამსახური...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ვითარმედ არა ჯერ-არს უზომოდ გლოვაჲ მკუდართა ზედა, რამეთუ ესე საქმჱ ურწმუნოთაჲ არს, და რაჲთა ვიქმოდით შესუენებულთათჳს მოწყალებასა:

...ნ; ხოლო რომელთა ვიცით აღდგომისათჳს, ესრეთ ვართ, ვითარმცა არა უწყოდეთ, და რომელთა ღმრთისა შიში არა აქუს, არამედ კაცობრივისა საქმისათჳს იქმან, ჩუენ მას ღმრთისა შიშისათჳს არა ვიქმთ. და არა ფრიადსა საშჯელსა ღირს ვართა? რამეთუ უფალი იტყჳს: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი“, ; და მას გლოვასა არავინ იგლოვს თჳსისა სულისა ცხორებისათჳს, ხოლო ამას გლოვასა, რომელი არა ბრძანებულ არს ჩუენდა, ამას ვიგლოვთ.

არამედ იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: და ვის ძალ-უც კაცსა არა ცრემლოვაჲ მამისა, ანუ შვილისა, ანუ ძმისა თჳსისათჳს, ანუ სხჳსა რაჲსამე ესევითარისა? გარნა არა თუ მემცა ამას ვის ვაყენებდი, არა თუ ვიტყჳ, ვითარმედ არა ჯერ-არს, რაჲთა ელმოდის, არამედ უშუერებასა მას ვსძაგებ. არა ვარ ესრეთ მჴეცისა მსგავს, არცა ესრეთ ულმობელ, ვიცი, რამეთუ ბუნებაჲ იიძულების, და არა ეგების არაშეწუხებაჲ; რამე-თუ ესე ქრისტემან აჩუენა, ცრემლოვოდა რაჲ ლაზარეს ზედა, და შენცა უკუე ცრემლოვოდე, არამედ შიშითა ღმრთისაჲთა და მყუდროებით და პატიოსნებით. უკუეთუ ესრეთ სცრემლოოდი, არა ურწმუნოებისა სახე არს ესე, და არა ვითარცა ურწმუნოჲ აღდგომისაჲ იგლოვ, არამედ რამე-თუ ვერ იტჳრთავ განყოფასა მას; რამეთუ რაჟამს გზასაცა წარვიდოდიან თჳსნი ჩუენნი, მწუხარე ვიყვნით...

სრულად ნახვა