მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 6:32

31. და ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაჲთა გიყონ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ.32. და უკუეთუ გიყუარდენ თქუენ მოყუარენი თქუენნი, რაჲ არს მადლი თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა მოყუარეთა მათთა ჰყუარობენ.33. და უკუეთუ კეთილის-მყოფელთა თქუენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ჰყოფენ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 6
32. და უკუეთუ გიყუარდენ თქუენ მოყუარენი თქუენნი, რაჲ არს მადლი თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა მოყუარეთა მათთა ჰყუარობენ.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეექვსე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 6; მ. 1-5]

1. და იყო შაბათსა მეორე-პირველსა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს. 2. ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ არს? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა, 4. ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამაჲ, გარნა მღდელთაჲ ხოლო? 5. და ეტყოდა მათ: უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

იუდეველები ყოველგვარ დღესასწაულს შაბათს ეძახდნენ, ვინაიდან შაბათი ნიშნავს - სიმშვიდეს. ხშირად დღესასწაული ემთხვეოდა პარასკევს და ამ პარასკევსაც, დღესასწაულის გამო, შაბათს უწოდებდნენ. მერე კი თავად შაბათს უწოდებდნენ მეორე - პირველს, როგორც მეორეს მისი წინამორბედი სხვა დღესასწაულისა და შაბათის შემდგომ. მსგავსი რამ მოხდა მაშინაც და ამ შაბათს ეწოდა მეორე - პირველი. ფარისევლებს, რომლებიც ბრალს დებდნენ მოწაფეებს იმის გამო, რომ ისინი შაბათს ჭამდნენ, „მოსჭრიდნენ“, ანუ გლეჯდნენ თავთავებსა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლზ შურისათჳს:

...ზეზი სთქუა? არცა ერთი რაჲ გაქუს მიზეზი, გარნა უკეთურებისა სიმრავლჱ. რამეთუ უკუეთუ მტერთაცა სიყუარული ბრძანებულ არს, რაჟამს მოყუარენიცა გძულდენ, რაჲ სიტყუაჲ მიუგო? და ვითარცა უფალი იტყჳს, რომელი მეგობართა ოდენ ჰყუარობდეს, არარაჲთ უმჯობჱს არს წარმართთასა. ; მაშა რომელი კეთილისმყოფელთაცა ბოროტსა უყოფდეს, რომელი საშჯელი მიიღოს მან?

ესე ვნებაჲ სიძვისაცა უბოროტჱს არს და მრუშებისა, რამეთუ იგი მოქმედსა მისსა თანა ოდენ ჰგიეს, ხოლო შურისა ბოროტმან ეკლესიანი დიდნი დააქცინა და სოფელი განხრწნა: ამის მიერ მოკლა კაენმან აბელი; ამის მიერ ეძიებდა მოკლვად ესავი იაკობს; ამის მიერ განყიდეს იოსებ ძმათა; ამის მიერ ჰბრძავს ეშმაკი ყოველთა კაცთა. და ყოვლისა უძჳრჱს არს ესე, რომელ ცოდვაჲ ესე სუბუქად შერაცხილ არს, არამედ ყოველთა უმძიმეს არს. დაღაცათუ იტყჳ, მოშურნეო, თუ: მე არა მოვჰკლავ, არცა განვჰყიდი ძმასა ჩემსა, გარნა უკუეთუ ემტერები და არა გნებავს კეთილი და სათნოებაჲ მისი, მასვე ბოროტსა შინა ხარ და ღმერთსა ებრძვი, რომელსა იგი ჰმონებს.

ხოლო იხილე, ვითარ უბოროტეს არს სიძვისაცა: რამეთუ ისიძვა ვინმე კორინთეს შინა, და შეჰრისხნეს მას, და მოიქცა სინანულად; ეშურებოდა აბელს კაენი და არა მიიღო კურნებაჲ, არამედ...

სრულად ნახვა