მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლზ

წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას იესუ: გნებავსა, რაჲთა განიკურნო? ჰრქუა მას უძლურმან მან: უფალო, კაცი არა მაქუს, რაჲთა რაჟამს აღიმრღუეს წყალი ესე, და შთამაგდომცა საბანელსა მას“ (5,6-7).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს წმიდათა წერილთაგან სარგებელი, და თჳთოსახეთა წამალთა საუნჯე არიან საღმრთონი სიტყუანი, გინა თუ ზუაობისა წამალსა ეძიებდე, ანუ თუ გულისთქუმისა, ანუ ვეცხლისმოყუარებისა, ანუ მწუხარებისა, ყოველივე მათ შინა იპოვების. რამეთუ ვინმცა იყო შეჭირვებული ანუ სიგლახაკისაგან, ანუ გრძელისა სნეულებისა, და აღმოიკითხამცა წინამდებარჱ ესე სიტყუაჲ, არამცა ნუგეშინის-ეცა? რამეთუ ოცდაათრვამეტსა წელსა იყო სენსა მას შინა, და რაჲ წელ ჰხედვიდა სხუათა კურნებასა, და იგი არა უსასო იქმნა და არცა წარვიდა. ისმინე სიტყუაჲ მისი, ვითარ არარაჲ თქუა დრტჳნვით, არცა რისხვით, არამედ სიმშჳდით მიუგო, და არცაღა იცოდა, თუ ვინ არს, რომელი ეტყჳს მას, ანუ თუ განკურნებაჲ მისი ეგულების. ხოლო ისმინე, თუ რაჲ ჰრქუა უფალმან:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას იესუ: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ (5,8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელნიმე იტყჳან, თუ: ესე არს, რომლისათჳსცა მათეცა იტყჳს. და არა ესე არს, რამეთუ მას მრავალნი ჰყვეს მოღუაწენი, რომელთა მოიყვანეს უფლისა,1 ხოლო ამას არცა ერთი აქუნდა; მან არაჲ ჰრქუა უფალსა, ხოლო ამან ყოველივე ცხორებაჲ თჳსი მიუთხრა; და ესე შაბათსა განკურნა,2 ხოლო იგი - სხუასა დღესა; და იგი სახლსა შინა განკურნა, ხოლო ესე - საბანელსა თანა; და მას ჰრქუა: „მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!“3 ხოლო ამას ეტყოდა: „იხილე, ნუ კუალად სცოდავ“;4 და ჰურიანი აქა შაბათისათჳს დრტჳნვიდეს,5 ხოლო მუნ გმობასა სწამებდეს.6

ხოლო შენ იხილე უფლისა სახიერებისა მიუწდომელობაჲ, ვითარმედ არა თუ ოდენ განკურნა, არამედ ძალიცა ესევითარი მისცა, რაჲთა აღიღოს ცხედარი თჳსი და ვიდოდის, რაჲთა საქმჱცა იგი განცხადნეს, და არა საუცრად შეჰრაცხონ; რამეთუ ამას უფალი ფრიად იქმოდა: და პურთა მათ ზედა რაჲთა არა თქუან, თუ: უცნებაჲ იყო, ამისთჳს ფრიადი ნეშტი დააშ-თინა; და კეთროვანსა მას ჰრქუა, ვითარმედ: „წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა“,7 რაჲთა განწმედაჲცა მისი საცნაურ იყოს, და რომელნი იტყოდეს, თუ: წინააღუდგების შჯულსა ღმრთისასა, მათ პირი დაუყოს.

1 შდრ. მათ. 9,2. 2 შდრ. იოან. 5,9. 3 მათ. 9,2. 4 შდრ. იოან. 5,14. 5 შდრ. იოან. 5,10. 6 შდრ. მათ. 9,3. 7 მათ. 8,4.

ხოლო იხილე სარწმუნოებაჲ განრღუეულისაჲ მის, ვითარმედ მეყსეულად ჰრწმენა და აღდგა, სიტყჳსაებრ მისისა აღიღო ცხედარი თჳსი და არა ერჩდა მათ, რომელნი ეტყოდეს, ვითარმედ: „შაბათი არს, და არა ჯერ-არს შენდა აღებად ცხედრისა“ (5,10), არამედ ჰრქუა მათ, ვი-თარმედ: „რომელმან-იგი განმკურნა, მან მრქუა, ვითარმედ: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ (5,11).

ხოლო მე ახოვნებად მიჩნს დიდად, რომელ არავის უსმინა ესოდენ-თა ერთა, რამეთუ არცა იცოდა, თუ ვინ არს, რომელმან განკურნა იგი, „რამეთუ იესუ მიეფარა“ (5,13). ხოლო იხილე უკეთურებაჲ ჰურიათაჲ, არა ჰრქუეს, თუ: ვინ არს, რომელმან განგკურნაო? არამედ: „ვინ არს, რომელმან გრქუა: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე?“ (5,12). და რამეთუ მარადის ცხორებასა კაცთასა ეშურებოდეს. ხოლო უფალი რად მიეფარა? ერთად, რაჲთა უეჭუელ-ყოს წამებაჲ იგი, რაჟამს უფალი არა მუნ იყოს, და მეორედ, რაჲთა გულისწყრომაჲ მათი არა უმეტესად აღიძრას. ხოლო იგინი დრტჳნვიდეს, თუ რად იქმს შაბათსა შინა ესევითარსა, რამეთუ არა თუ შჯულისა გარდასლვისათჳს შფოთ იყვნეს, არამედ ცხორებისათჳს განრღუეულისა მის.

სწავლაჲ ლზ შურისათჳს

იხილეთ უკუე, ვითარი ბოროტი არს შური და ვითარ თუალთა დაუბრმობს მის მიერ ძლეულთა! რამეთუ ვითარცა განცოფებულნი მრავალგზის თავთა თჳსთა მოიკლვენ, ეგრეთვე მოშურნენი თჳსსა ცხორებასა წარსწყმედენ. ესენი უბოროტჱს მჴეცთასაცა არიან, რამეთუ იგინი ბოროტისა წილ მიაგებენ ბოროტსა, ხოლო ესენი კეთილისა წილ ბოროტსა იქმან და ესრეთ მჴეცთაცა უძჳრჱს არიან და სწორ ეშმაკთა, და ნუუკუე მათსაცა უძჳრჱს, რამეთუ მათ ჩუენდა მომართ დაუგებელი ბრძოლაჲ აქუს, ხოლო ურთიერთას არა იბრძვიან; არამედ მოშურნენი არა ერიდებიან ზიარებასა ბუნებისასა, და არა აქუს სიტყუაჲ ამის ბოროტისა მოქმედსა, რამეთუ წუხილი გჳჴმს ჩუენთა ბოროტთათჳს და არა სხჳსა კეთილისათჳს.

მსიძავსა აქუს მიზეზად გულისთქუმაჲ, და მპარავსა - სიგლახაკჱ, და კაცისმკლველსა - გულისწყრომაჲ, და არარა და ცუდ არიან მიზეზნი ესე, გარნა არიან რაჲმე მიზეზ. ხოლო შენ, მოშურნეო, მითხარ, თუ რომელი მიზეზი სთქუა? არცა ერთი რაჲ გაქუს მიზეზი, გარნა უკეთურებისა სიმრავლჱ. რამეთუ უკუეთუ მტერთაცა სიყუარული ბრძანებულ არს, რაჟამს მოყუარენიცა გძულდენ, რაჲ სიტყუაჲ მიუგო? და ვითარცა უფალი იტყჳს, რომელი მეგობართა ოდენ ჰყუარობდეს, არარაჲთ უმჯობჱს არს წარმართთასა.1 მაშა რომელი კეთილისმყოფელთაცა ბოროტსა უყოფდეს, რომელი საშჯელი მიიღოს მან?

ესე ვნებაჲ სიძვისაცა უბოროტჱს არს და მრუშებისა, რამეთუ იგი მოქმედსა მისსა თანა ოდენ ჰგიეს, ხოლო შურისა ბოროტმან ეკლესიანი დიდნი დააქცინა და სოფელი განხრწნა: ამის მიერ მოკლა კაენმან აბელი; ამის მიერ ეძიებდა მოკლვად ესავი იაკობს; ამის მიერ განყიდეს იოსებ ძმათა; ამის მიერ ჰბრძავს ეშმაკი ყოველთა კაცთა. და ყოვლისა უძჳრჱს არს ესე, რომელ ცოდვაჲ ესე სუბუქად შერაცხილ არს, არამედ ყოველთა უმძიმეს არს. დაღაცათუ იტყჳ, მოშურნეო, თუ: მე არა მოვჰკლავ, არცა განვჰყიდი ძმასა ჩემსა, გარნა უკუეთუ ემტერები და არა გნებავს კეთილი და სათნოებაჲ მისი, მასვე ბოროტსა შინა ხარ და ღმერთსა ებრძვი, რომელსა იგი ჰმონებს.

ხოლო იხილე, ვითარ უბოროტეს არს სიძვისაცა: რამეთუ ისიძვა ვინმე კორინთეს შინა, და შეჰრისხნეს მას, და მოიქცა სინანულად; ეშურებოდა აბელს კაენი და არა მიიღო კურნებაჲ, არამედ ღმერთი ზედაჲსზედა ეტყოდა, და იგი უმეტესად განძჳნდებოდა. ესრეთ უძჳრჱს არს ესე და ძნიად საკურნებელ, უკუეთუ არა ვისწრაფოთ ფრიად ძირითურთ აღმოფხურად მისა; ხოლო აღმოვჰფხურათ ესრეთ, უკუეთუ ვჰგონებდეთ, ვითარმედ განვარისხებთ ღმერთსა, უკუეთუ ვეშურებოდით მოყუსისა კეთილსა. ეგრეთვე დავატკბობთ ღმერთსა ჩუენ ზედა, უკუეთუ ვიხარებდეთ კეთილსა ზედა მოყუსისასა. ამისთჳს პავლე გუამცნებს სიხარულსა მოხარულთა თანა და ტირილსა მტირალთა თანა,2 რაჲთა ორკერძოვე დიდ ვიქმნეთ სულითა; დაღაცათუ ჩუენ არა დავშურეთ, თანაზიარ შრომისა მათისა ვიქმნნეთ, რომელთათჳს გჳხაროდის. ეგრეთ უკუე ვიღუაწოთ აღმოფხურად ჩუენგან შურისა, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 შდრ. მათ. 5,46-47; ლუკ. 6,32. 2 შდრ. რომ. 12,15.