მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 8:27

26. და განვიდეს სოფელსა მას გადარინელთასა, რომელ არს წიაღკერძო გალილეასა.27. და ვითარცა განვიდეს იგინი ქუეყანად, მო-ვინმე-ეგებვოდა კაცი ქალაქისასა, რომლისა თანა იყვნეს ეშმაკნი; და მრავალ ჟამ სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფოდა, არამედ საფლავებსა.28. და ვითარცა იხილა მან იესუ, ღაღატ-ყო და შეუვრდა ფერჴთა მისთა და ჴმითა დიდითა იტყოდა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 8
27. და ვითარცა განვიდეს იგინი ქუეყანად, მო-ვინმე-ეგებვოდა კაცი ქალაქისასა, რომლისა თანა იყვნეს ეშმაკნი; და მრავალ ჟამ სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფოდა, არამედ საფლავებსა.
ლუკას სახარების განმარტება თავი მერვე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 8; მ. 1-3]

1. და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა. 2. და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს. 3. იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს-მოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავანი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.

გარდამოხდა რა ზეციდან იმისათვის, რათა თავადვე ეჩვენებინა ჩვენთვის მაგალითი ყველაფერში და წინასწარი მონახაზი. უფალი გვასწავლის, რათა არ დავიზაროთ სწავლება, არამედ ყოველი კუთხე-კუნჭული შემოვიაროთ და ვიქადაგოთ; ვინაიდან რასაც კი აკეთებდა, ყველაფერს ჩვენს დასამოძღვრად აკეთებდა. იგი ყველა ქალაქსა და სოფელში დადიოდა და თან თორმეტი მოწაფე დაჰყავდა, რომლებიც არ ასწავლიდნენ, არ ქადაგებდნენ, არამედ, თავად სწავლობდნენ მისგან და იღებდნენ დამოძღვრას მისი საქმეებითა და მისი სიტყვებით. უფალი ქადაგებდა არა მიწიერ კეთილდღეობაზე, არამედ ცათა სასუფეველზე, ვინაიდან სხვას ვის უნდა ექადაგა უკეთესად ზეციურზე,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხჳნეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვითარმედ ვერვის ჴელ-ეწიფა წარსლვად მიერ გზით. და მათ ღაღატ-ყვეს და იტყოდეს: რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? რამეთუ მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა. იყო შორს მათგან კოლტი ღორთაჲ მძოვარი. ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს და ეტყოდეს: უკუეთუ განგუასხამ ჩუენ, მიბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმას ღორთასა. და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან და მიჰმართეს კოლტსა მას ღორთასა. და მიჰმართა კოლტმან მან ღორთამან კბოდესა მას ზღჳსასა, და მოსწყდეს იგინი წყალთა მათ შინა. ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე იგი ეშმაკეულთა მათთჳს. მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესუჲსა. და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაჲთა წარვიდეს საზღვართა მათთაგან“ (8,28-34).:

...ნვარე და სიფიცხისა მის მისისათჳს და სასტიკებისა მას ოდენ აჴსენებენ ლუკაეთნი. ამისთჳსცა წარმოიტყჳს სიბორგილესა მისსა ლუკა, ვითარმედ: „მრავლით ჟამითგან სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფებოდა, არამედ საფლავებსა. და შებორკილიან იგი ჯაჭჳთა და საკრველითა, და განხეთქნის საკრველნი და იდევნებინ უდაბნოთა“. ხოლო მარკოზ ამასცა შესძინებს, ვითარმედ: „მთათა გარე იქცევინ და ღაღადებნ და დაიკოდნ თავსა თჳსსა ლოდითა“. აწ უკუე ორთა მათ მახარებელთა ერთისა მისთჳს ფიცხელისა მის და სასტიკისა ყვეს თხრობაჲ თჳსი და მეორისაჲ მის დაიდუმეს, ხოლო მათე ორ-თათჳსვე თქუა. ესე უკუე, ვითარცა ვთქუ, არა ცილობაჲ არს, არცა წინააღდგომაჲ.

იხილეთ უკუე ეშმაკთა მათ ძრწოლაჲცა და ურცხჳნოებაჲ, „მოხუედიო უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა“. ამას ვერ იტყოდეს, თუ არა ღირს ტანჯვისა არიან, არამედ ევედრებოდეს არა მიცემად იგინი სატანჯველ-თა პირველ ჟამისა. რამეთუ ვინაჲთგან პოვნა იგინი უფალმან ესევითართა მათ უღმრთოებათა შინა, ვითარ დაბადებულთა მისთა ესრეთ უწყალოდ სტანჯვიდეს და ძჳრ-ძჳრად ჰგუემდეს, ჰგონებდეს, ვითარმედ გარდარეულისა მისთჳს უკეთურებისა მათისა აწვე მისცნეს იგინი სატანჯველსა, პირველ განწესებულისა მის ჟამისა ტანჯვისა მათისაჲსა....

სრულად ნახვა