მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 8:48

47. და იხილა რაჲ დედაკაცმან მან, რამეთუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეუვრდა მას და, რომლისა ბრალისათჳს შეახო, უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა, და ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნა.48. ხოლო იესუ ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშჳდობით!49. და ვითარ იგი ეტყოდა ოდენ, მო-ვინმე-ვიდა შესაკრებელის-მთვარისაჲ მის და ჰრქუა მას, ვითარმედ: ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მოძღუარსა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 8
48. ხოლო იესუ ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშჳდობით!
ლუკას სახარების განმარტება თავი მერვე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 8; მ. 1-3]

1. და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა. 2. და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს. 3. იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს-მოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავანი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.

გარდამოხდა რა ზეციდან იმისათვის, რათა თავადვე ეჩვენებინა ჩვენთვის მაგალითი ყველაფერში და წინასწარი მონახაზი. უფალი გვასწავლის, რათა არ დავიზაროთ სწავლება, არამედ ყოველი კუთხე-კუნჭული შემოვიაროთ და ვიქადაგოთ; ვინაიდან რასაც კი აკეთებდა, ყველაფერს ჩვენს დასამოძღვრად აკეთებდა. იგი ყველა ქალაქსა და სოფელში დადიოდა და თან თორმეტი მოწაფე დაჰყავდა, რომლებიც არ ასწავლიდნენ, არ ქადაგებდნენ, არამედ, თავად სწავლობდნენ მისგან და იღებდნენ დამოძღვრას მისი საქმეებითა და მისი სიტყვებით. უფალი ქადაგებდა არა მიწიერ კეთილდღეობაზე, არამედ ცათა სასუფეველზე, ვინაიდან სხვას ვის უნდა ექადაგა უკეთესად ზეციურზე,...

სრულად ნახვა
სიტყვა კდ-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ხოლო იესო ჰრქვა მას: ნუ გეშინინ, ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ; ვიდოდე მშვიდობით (ლუკ. ც, მც).

ოდეს მაცხოვარი, გარემოცული უმთავრესითა ერითა, მიდიოდა სახლსა შინა იაიროისასა, მაშინ დედაკაცი ვინმე, რომელი იყო დიდი ხნითგან სნეული და რომელმან გადააგო ყოველი თვისი ქონება ექიმთა და ვერ მიიღო მათგან კურნება, მიეახლა მას ფარულად და შეახო ხელი შესამოსელსა მისსა. ესოდენი მტკიცე სარწმუნოება ჰქონდა მას, რომელ ფიქრობდა, საკმაო არს, რათა ხელი ვახლო შესამოსელსა მისსა და უეჭველად მივიღებ კურნებასაო; მართლა, იმავე წამს შეატყო მან თავის თავს მორჩენა. მაცხოვარმან, რომლისა წინაშე არა რაი იყო დაფარულ, სცნა საკვირველი სარწმუნოება დედაკაცისა მის და განკურნება მისი; მას ენება, რათა გამოჩენილ იყო ესრეთი სარწმუნოება სამაგალითოდ სხვათა-თვის. მობრუნდა რა, ჰკითხა მოწაფეთა თვისთა: ვინ შემეხო მე? მაშინ იხილა დედაკაცმან, რომელ ვერ დაეფარა, დავარდა მუხლთა თვისთა და გულ-წრფელად აღიარა ყოველი; ხოლო მაცხოვარმან უთხრა მას: ნუ გეშინინ, ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ; ვიდოდე მშვიდობით.

აჰა ვითარი უეჭველი და შეურყეველი სარწმუნოება არის...

სრულად ნახვა
მოძღვრება კდ-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ნუ გეშინინ, ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით. (ლუკ. ჱ, მჱ).

რა საკვირველი სარწმუნოება ჰქონდა, ძმაო ქრისტიანენო, დედაკაცსა მას, რომელსაც მაცხოვარმან უთხრა ეს სიტყვა! ვითარ უეჭველი და შეურყეველი იყო სარწმუნოება მისი! უმეტეს ათორმეტისა წლისა იყო იგი შეპყრობილი სასტიკითა სნეულებითა: ყოველი მისი ქონება გადააგდო ექიმთა ზედა, გარნა ვერ მიიღო კურნება, და, როდესაც ამ სოფელში მოსპო ყოველი მისი იმედი, იგი მიექცა ზეციერისა მკურნალისადმი; სარწმუნოება მისი მიუძღვა მას ქრისტესა იესოსთან. მან იცოდა, რომელ მაცხოვარსა აქვს ძალი და შეძლება კურნებად ყოვლისა სენისა; გარნა ვერ ბედავდა პირდაპირ ვედრებასა; მან იფიქრა: საკმაო იქნება ჩემთვის, მხოლოდ შევეხო სამოსელსა მისსა და მიეახლა ზურგით კერძო და შეახო ფესვსა სამოსელისა მისისა, და მეყსეულად დასცხრა წყარო იგი სისხლისა მისისა. უფალი იყო ამ ჟამად გარე-მოცული და შევიწროებული უმრავლესითა ერითა; უთუოდ მას ამ ჟამად ათასი კაცი შეეხო, გარნა ერთმან მხოლოდ ამა დედაკაცმან მიიღო სასწაულებითი მოქმედება სარწმუნოებისა: ცანს, რომ მას მხოლოდ ჰქონდა სარწმუნოება ცხოველი და მხურვალე.

ესრეთი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის