მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 8:47

46. ხოლო იესუ ჰრქუა: შე-ვინმე-მახო მე, რამეთუ მე ვცან ძალი, განსრული ჩემგან.47. და იხილა რაჲ დედაკაცმან მან, რამეთუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეუვრდა მას და, რომლისა ბრალისათჳს შეახო, უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა, და ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნა.48. ხოლო იესუ ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშჳდობით!
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 8
47. და იხილა რაჲ დედაკაცმან მან, რამეთუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეუვრდა მას და, რომლისა ბრალისათჳს შეახო, უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა, და ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნა.
ლუკას სახარების განმარტება თავი მერვე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 8; მ. 1-3]

1. და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა. 2. და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს. 3. იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს-მოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავანი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.

გარდამოხდა რა ზეციდან იმისათვის, რათა თავადვე ეჩვენებინა ჩვენთვის მაგალითი ყველაფერში და წინასწარი მონახაზი. უფალი გვასწავლის, რათა არ დავიზაროთ სწავლება, არამედ ყოველი კუთხე-კუნჭული შემოვიაროთ და ვიქადაგოთ; ვინაიდან რასაც კი აკეთებდა, ყველაფერს ჩვენს დასამოძღვრად აკეთებდა. იგი ყველა ქალაქსა და სოფელში დადიოდა და თან თორმეტი მოწაფე დაჰყავდა, რომლებიც არ ასწავლიდნენ, არ ქადაგებდნენ, არამედ, თავად სწავლობდნენ მისგან და იღებდნენ დამოძღვრას მისი საქმეებითა და მისი სიტყვებით. უფალი ქადაგებდა არა მიწიერ კეთილდღეობაზე, არამედ ცათა სასუფეველზე, ვინაიდან სხვას ვის უნდა ექადაგა უკეთესად ზეციურზე,...

სრულად ნახვა
სიტყვა კდ-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ხოლო იესო ჰრქვა მას: ნუ გეშინინ, ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ; ვიდოდე მშვიდობით (ლუკ. ც, მც).

ოდეს მაცხოვარი, გარემოცული უმთავრესითა ერითა, მიდიოდა სახლსა შინა იაიროისასა, მაშინ დედაკაცი ვინმე, რომელი იყო დიდი ხნითგან სნეული და რომელმან გადააგო ყოველი თვისი ქონება ექიმთა და ვერ მიიღო მათგან კურნება, მიეახლა მას ფარულად და შეახო ხელი შესამოსელსა მისსა. ესოდენი მტკიცე სარწმუნოება ჰქონდა მას, რომელ ფიქრობდა, საკმაო არს, რათა ხელი ვახლო შესამოსელსა მისსა და უეჭველად მივიღებ კურნებასაო; მართლა, იმავე წამს შეატყო მან თავის თავს მორჩენა. მაცხოვარმან, რომლისა წინაშე არა რაი იყო დაფარულ, სცნა საკვირველი სარწმუნოება დედაკაცისა მის და განკურნება მისი; მას ენება, რათა გამოჩენილ იყო ესრეთი სარწმუნოება სამაგალითოდ სხვათა-თვის. მობრუნდა რა, ჰკითხა მოწაფეთა თვისთა: ვინ შემეხო მე? მაშინ იხილა დედაკაცმან, რომელ ვერ დაეფარა, დავარდა მუხლთა თვისთა და გულ-წრფელად აღიარა ყოველი; ხოლო მაცხოვარმან უთხრა მას: ნუ გეშინინ, ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ; ვიდოდე მშვიდობით.

აჰა ვითარი უეჭველი და შეურყეველი სარწმუნოება არის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა ესერა დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ათორმეტ წელ, და მოუჴდა ზურგით და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა: შე-ხოლო-თუ-ვახო სამოსელსა მისსა, ვცხონდე. ხოლო იესუ მიექცა, იხილა იგი და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან“ (9,20-22).:

...ლებაჲ. ამისთჳსცა იტყჳს მახარებელი ლუკა, ვითარმედ: „იხილა რაჲ დედაკაცმან მან, რამეთუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეუვრდა მას და, რომლისა ბრალისათჳს შეახო, უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა, და ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნა. ხოლო იესუ ჰრქუა: ნუ გეშინინ, ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ; ვიდოდე მშჳდობით!“

იხილეა, რაოდენ უაღრეს იყო დედაკაცი იგი შესაკრებელთმთავრისა მის? არა მოუწოდა სახედ თჳსად, დაღაცათუ მდიდარი იყო ფრიად, არა უპყრა სამოსელსა მისსა, არამედ შე-ოდენ-ახო ფესუსა სამოსლისა მისისასა, და უკუანაჲსკნელ ღათუ მოვიდა, პირველ მიიღო კურნებაჲ და წარვიდა. იგი მკურნალსა მას სახიერსა სახედ თჳსად უწოდდა, ხოლო ამას შეხებაჲ ოდენ კმა-ეყო, რამეთუ დაღაცათუ სნეულებითა მით შეკრულ იყო, არამედ სარწმუნოებითა ფრთოან იყო. ამისთჳსცა შორის შემოიყვანა და აქო იგი უფალმან და შიში მისი განუქარვა, რაჲთა შესაკრებელთმთავარსაცა და სხუათა ყოველთა ასწაოს ბაძვად სარწმუნოებასა მისსა, და სიმრთელესა თანა სხუაჲცა კეთილი საგზალი მისცა და ესრეთ წარგზავნა, რამეთუ ჰრქუა მას: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშჳდობით“. ამისთჳსცა არა უმადლო იპოვა დედაკაცი იგი, არამედ წარვიდა სახედ თჳსად, და ვითარცა სიტყუაჲ ჭეშმარიტი მოძღუარ-თაგან მოვალს, ვითარმედ: სახლსა თ...

სრულად ნახვა