14. და შემდგომად მიცემისა იოვანესა მოვიდა იესუ გალილეად, ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისა ღმრთისასა 15. და იტყოდა, ვითარმედ: აღსრულებულ არს ჟამი და მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ; შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ.
გაიგებს რა იოანეს დილეგში ყოფნის ამბავს, იესო მიდის გალილეაში, რათა ჩვენც გვიჩვენოს, რომ თავად არ უნდა ვესწრაფოდეთ საცდურებს, არამედ ვერიდოთ მათ, ხოლო როცა ვვარდებით - მოვითმინოთ. ქრისტე, ერთი შეხედვით, ქადაგებს იმასვე, რასაც იოანე, როგორიცაა: „შეინანეთ“ და „მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაი“. მაგრამ სინამდვილეში იმასვე არა: იოანე ამბობს: „შეინანეთ“, ცოდვათაგან რომ განაშოროს, ხოლო ქრისტე ამბობს: „შეინანეთ“ სჯულის სიტყვათაგან დახსნისათვის, ამიტომაც დასძენს: „და იწამეთ სახარება“, რამეთუ მან, ვისაც სურს სწამდეს სახარების მიხედვით, უკვე გააუქმა სჯული. უფალი ამბობს, რომ „აღსრულებულ არს ჟამი“ სჯულისა. აქამდე, ამბობს ის, მოქმედებდა სჯული, ხოლო ამიერიდან მოიწევა ღმერთის სასუფეველი, ცხოვრება სახარების მიხედვით. ამგვარი ცხოვრება სამართლიანად წარმოსდგება, როგორც ღმერთის სასუფეველი, ვინაიდან როდესაც ხედავ, რომ სახარების...