6. ხოლო ემოსა იოვანეს სამოსლად თმისაგან აქლემისა, და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა, და ჭამდა იგი მკალსა და თაფლსა ველურსა.
ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ მათეს სახარებაში; ახლა კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რაც იქ გამოგვრჩა, კერძოდ: რომ იოანეს სამოსელი იყო ნიშანი მწუხარებისა და წინასწარმეტყველს ამით იმის ჩვენება სურდა, რომ მონანული უნდა გლოვობდეს, რამდენადაც უხეში ქსოვილის სამოსელი ჩვეულებრივ არის ნიშანი გლოვისა; ტყავის სარტყელი იუდეველი ხალხის უსიცოცხლო მდგომარეობას აღნიშნავდა. იმაზე, რომ ეს სამოსელი გლოვის მომასწავებელია, თავად უფალი საუბრობს: „ვიგოდებდით, და არა იტყებდეთ“, უწოდებს რა აქ გოდებას წინამორბედის ცხოვრებას, რამდენადაც შემდგომში ამბობს: „რამეთუ მოვიდა იოანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყიან, ვითარმედ ეშმაკეულ არს“ (მათე, 11; მ. 17-18). ისე როგორც იოანეს საკვები მანიშნებელია, რაღა თქმა უნდა, თავშეკავებისა, ამავე დროს, მაშინდელი იუდეველთა სულიერი საკვების ხატია, რომლებიც წმინდა ზეციური ფრინველებით არ იკვებებოდნენ, ანუ არ ფიქრობდნენ არაფერ მაღალზე, არამედ იკვებებოდნენ ამაღლებული სიტყვებით, რომელიც მთისკენ მიისწრაფვის, მაგრამ...