მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 13:3

2. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ხედავა ამათ დიდ-დიდთა შენებულთა? არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს.3. და დაჯდა რაჲ იგი მთასა მას ზეთისხილთასა წინაშე ტაძარსა მას, ჰკითხვიდეს მას თჳსაგან პეტრე და იაკობ და იოვანე და ანდრეა:4. მითხარ ჩუენ, ოდეს ყოფად არს ესე, და რაჲ იყვნენ სასწაულნი, ოდეს ესე ყოველნი აღესრულნენ?
სახარებაჲ მარკოზისი თავი 13
3. და დაჯდა რაჲ იგი მთასა მას ზეთისხილთასა წინაშე ტაძარსა მას, ჰკითხვიდეს მას თჳსაგან პეტრე და იაკობ და იოვანე და ანდრეა:
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეცამეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 13, მ. 1-4)

1. და გამო-რაჲ-ვიდოდა იგი ტაძრით, ჰრქუა მას ერთმან მოწაფემან მისმან: მოძღუარ, იხილე, რაბამი ქვები არს და რაბამი შენებულებაჲ! 2. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ხედავა ამათ დიდ-დიდთა შენებულთა? არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს. 3. და დაჯდა რაჲ იგი მთასა მას ზეთისხილთასა წინაშე ტაძარსა მას, ჰკითხვიდეს მას თჳსაგან პეტრე და იაკობ და იოვანე და ანდრეა: 4. მითხარ ჩუენ, ოდეს ყოფად არს ესე, და რაჲ იყვნენ სასწაულნი, ოდეს ესე ყოველნი აღესრულნენ?

რამდენადაც უფალი ბევრს საუბრობდა, იერუსალიმის მოოხრებაზე, მაგალითად: „აჰა ესერა დეტეოს თქვენგან სახელი თქუენი ოხრად“, მოწაფეებს უკვირდათ, რომ ასეთი დიდებული და მშვენიერი შენობები უნდა დარღვეულიყო და ამიტომ, უჩვენებდნენ მას გასაოგნებელ კეთილსახიერებას ტაძრისა. მაგრამ ის უწინასწარმეტყველებს, რომ მოიუხედავად ამისა, ყველაფერი ამისგან ქვა-ქავზე არ დარჩება. ამის საწინაარმდეგოდ, ზოგიერთნი ამბობენ, თიტქოს იერუსალიმის ძველი ქალაქიდან ბევრი რამ გადარჩა და ამრიგად ცდილობენ ქრისტე მატყუარად გამოიყვანონ. მაგრამ სულ ტუილად, რადგან თუ გადარჩა კიდეც ზოგიერთი რამ (რაც სხვათაშორის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთისხილთასა, მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსაგან და ეტყოდეს: მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?“ (24,3).:

...შენისა მის კუალად მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ. ხოლო ლუკა მახარებელი ერთსა ოდენ იტყჳს საქმესა კითხვად - დარღუევისა მისთჳს იერუსალჱმისა, რამეთუ ჰგონებდეს მაშინვე ყოფად მოსლვისა მისისა. და კუალად მარკოზ იტყჳს, ვითარმედ სიტყუასა ამას პეტრე და იოვანე იწყეს კითხვად, ვითარცა უმეტესისა კადნიერებისა ღირსქმნულთა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ. და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი. იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული“ (24,4-6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ესმოდეს განსაცდელნი იგი იერუსალჱმსა ზედა მოწევნადნი და ვითარცა უცხოჲ რაჲმე საქმე აქუნდა; და ჰგონებდეს, თუ მათდა ყოვლადვე არარაჲ ძჳრი შემთხუევად არს, არამედ მოკლედ მიემთხუევიან სასუფეველსა ცათასა მათ სადმე დღეთა; ამისთჳს უფალი კუალად ჭირთა და განსაცდელთა შემთხუევასა აუწყებს, რაჲთა შეურვებულ იყვნენ და ფრთხილ გონებითა, რაჲთა არცა მაცთურთა და ცრუწინაჲსწარმეტყუელთაგან სცთებოდინ, არცა მოწევნადთა მათ განსაცდელ-თაგან დაიჴსნებოდინ. რამეთუ ორკერძო იყოსო ბრძოლაჲ: მაცთურთაგან და მბრძოლთაგან....

სრულად ნახვა